x
კონტესა
მარკიზა

და


როცა მღერის მთელი ტანი

უცახცახებს და ცაცხვებში


როიალი უკრავს, - სხვა პოეტი

არ ყოფილა მისი მსგავსი;

სანაპიროს მივიმღერი,

ვ ფ უ რ ც ლ ა ვ.

2019- 8.12.1980

ჯირონე/იტალია


უდაბნოს ქარები


ნამქერს მოჰქონდა

ცით მონაბერი შავი

ღრუბელი და მეწამული

უშრიალებდა, - შარფი

მლოცველის. უდაბნოს

გზაზე ისიც გამოჩნდა,

მოყმე მპოვნელი და

პეშვით ასვა, გზად როს

ზიდა წყალი ყოველის.

მხარზე გაიდო ჩაიდანი,

სურა კოკურის და

შინისაკენ გზას გაუჰყვა,

მარტო მხევალი.

გზად მოჰყმე დარჩა

და ულაყი; ( გრძნობა

მოემის)- ვერ გადარჩები

თუ არა ხარ ყოვლის

მყრობელი!

2019- 7.12.1980

ჯირონე/იტალია

*-*


სექსთან კავშირში

რომ არს ის უყვართ

გულს ნუ გაიტეხ ჩემო,


- ამაღამ ისევ

გაზაფხულდება

აღარ იტირებს წერო!


2019- 6.12.1980

ჯორონე/იტალია


პოზა


სახე არა აქვს დღეს პოეზიას,

ისე წერაობენ სიტყვებს და ვენებს

იჭრის სულ სხვა პრომეთე, - ყავაში

იჭერს თევზებს!


- ტყ,

- აჰ,

- იე,

- ოჰ,


გამოძახილი დასდევს და სექტასავით

ერთმანეთს ხმარობს:- როზა დოზასთან

ჰქმნის ფერს;...


2019- 6.12.1980

ჯირონე/იტალია


ექო


ცის განუყოფელი

სამყარო, მტვერი.


ახლახან მეზმანა

მოძღვარი შტერი.


დაატარებდა

უმწეოდ

მჟღერი;


სხვა ქადაგება

მესმოდა ზევით.


ალილუია, ლუია, ალი,

ნუ გამიწყრები მამაო,

ვმღერი!


- სხვა სამყაროში

თუ ვნახე ღმერთი,

შენზეც ვუამბობ-

როს არ ხარ მეტი.


2019- 6.12.1980

ჯირონე/იტალია


მელანქოლია


... დაწრიტა,

სეტყვამ დაღალა

ირგვლივ, ნამქერს

რაც ჰქონდა ბურუსად

იქით და გადაცურა სხვა

ხმელეთს მზისით, რომ არ

ეწვიმა ისევე მყისით.

ხიბლით იცდიდა

ჩიტივით ფრთხილი

და კაკანათში არ ჩადგა,

ბრიყვი- მხოლოდ მის

ჩრდილთან იჭერდა

რისხვით!- და გაეწელა

ღრუბელიც დღისით.


2019- 3.12.1980

ჯირონე/იტალია


განჩინება


არც მე მომწონხარ მეფევ ბატონო!-

ტერფზე მკიდია, თუ ჩემს სიტყვას

ჩალის ფასი აქვს და შენს რიტორიკას

უზენაეს სამართლად ამხელ!- დღეს

დამშეულა ისევ ბრბოთა აჟიო ხალხში

და მდინარეშიც აღარ ცურავს; თევზები

წყალში აყროლებულან, როს აღარ

სჭამონ ლეშებმა ფარში!- და სამიზნეზე

გაუღეღიათ სამყარო თვალწინ, ისე

ნელ-ნელა იბადება სატანაც ხალხში.

ოი, არ მითხრა, რომ პირველი ხარ და

გიყვარს მარში, მოიკვეთები როგორც

ურია ლეშების დასში. კვლავაც

ხშირ-ხშირად მიედინება, არ მიყვარს

ჯარში, მხოლოდ სამყაროს მივეჩვიე

და ვზივარ არსშიც. ახლა ვკითხულობ,

თუ რომელია “ საფიხვნოს თავში" და

კიბე-კიბე მივუყვები, - ვკითხულობ

ხალხში:


2019- 1.12.1980

ჯირონე/იტალია


იალა


ქარია, ქარი,

უმიზნო დარი

და ოცნებებში

ურყევი ჟამი.

მოსწყვიტა,

ფრინავს,

ფრინავს

და ფრინავს,

როგორც

ნიავი

სიოსგან

მტირალს.

ისიც ომობდა

იმ თავგამეტებით,

როცა უთქმელი ჰქონდა

იარა;- და ახლა ისევ,

სხვა გამეტებით, ქროლავს

და ჰქროლავს, როგორც იამა.


2019- 23.11.1980

ჯირონე/იტალია


***

ზღვის განაპირა საზღვრებს,

წვიმს და სველია არე, სხვა მხარეს

ისევ აქვე, მომელანდება ლაკმე!


2019- 22.11.1980

ჯირონე/იტალია


&

მდუმარედ მისცურავს

დრო-ჟამის ცდა, - ღრუბლებში

ნისლები, უცრემლო მთა!- ცივია,

ქარია, ირეკლავს ცა, იმ უხსოვარი

დროიდან გზას.


ისევ ვერხვები და სველი ხმა,

მდინარეც ადიდდა, ნაკადულს

სვამს!- ისევ იტირებს, იგლოვებს

თქმას და შემდეგ ახლიდან

იბრწყინებს სხვა!


2019- 19.11.1980

ჯირონე/იტალია


***

გზა შინისაკენ,

მიმყვება დრო

და ხეივნებში

ტორტმანობს

რტო;-


ისევ ამაღამ

გათოვდა- როს

იმ სიყმაწვილეში,

რომ მახსოვს სნო!


2019- 13.11.1980

ჯირონე/იტალია


*

ძრწის აქლემების ქარავანი, -

უდაბნოს სევდა. დიდ ბუმბერაზთან

ჩაიმუხთლა, ვერ დგება მზერა!


2019- 2.10.1980

ჯირონე/იტალია


თვლა


დროში თქმა, სვლა და ძვრა,

მიუყვება ხანი ჟამს, როს მოკვდები

კვლავაც ხარ, ისევ იწყებს ჟამთასვლა.


დროში მეფობს რიგით სხვა, დროს

ჩამორჩა მეფის სვლაც და ასპარეზს

უხმობს სხვაც, ვეზირია სპათა ყმა.

ისევ გარბის დროში სვლა, ხან ჩქარია,

ხანაც მთა.ისრებს მიჰყავს ჩემი ხმაც,

ხან წინა ვარ, ხანაც ძნა.


2019- 20.08.1980

ფირენცე/იტალია


ჯორჯიანა











0
104
შეფასება არ არის
ავტორი:ეკატერინე რამიშვილი
ეკატერინე რამიშვილი
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0