x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
გლობალური კატასტროფის კიდევ ერთი ფაქტი, ვიქტორიას ჩანჩქერი დაშრა

image
მსოფლიოში სახელგანთქმული ვიქტორიას ჩანჩქერი, რომლის სანახავად აფრიკაში მილიონობით ტურისტი ჩადიოდა, დღეს კატასტროფულ მდგომარეობაშია.
ზამბია-ზიმბაბვეს საზღვარზე მდებარე ჩანჩქერი, რომლის სიგანე 1, 8 კილომეტრია, ხოლო სიმაღლე 120 მეტრი, წამში 14 000 კუბურმეტრ წყალს მოიხმარდა.
თუმცა ახლა ეს სახელგანთქმული ჩანჩქერი ძალიან სავალალო მდგომარეობაშია, მისი კოლოსალური მასშტაბებიდან აღარაფერია დარჩენილი. აფრიკისთვისაც კი არნახულმა გვალვამ ჩანჩქერი პრაქტიკულად გაანადგურა, ბოლო 25 წლის მანძილზე ჩანჩქერის ეს მდგომარეობა ყველაზე კატასტროფულია.
კარიბის წყალსაცავი მდინარე ზამბეზზე, რომლის გამოყენებით ადგილობრივი ჰესი 2 ქვეყანას ამარაგებს ელექტროენერგიით, ახლა მხოლოდ მისი სიმძლავრის 11%-ს იყენებს, რადგან წყალსაცავში წყლის დონე მინიმუმამდეა დასული.
წყლის დონის კატასტროფულ დაკლებას მეცნიერები კლიმატის მკვეთრ ცვლილებას და გახანგრძლივებულ გვალვას უკავშირებენ.
ერთ დროს ასე გამოიყურებოდა ვიქტორიას ჩანჩქერი.
image image




0
1374
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
1374