x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
"წინა ორი სე­ზო­ნი ტრი­უმ­ფით ჩა­ვა­ტა­რეთ, გვაქვს ამ­ბი­ცია, რომ ეს სე­ზო­ნი უკე­თე­სი იყოს"- "მხოლოდ ქართული" ეთერში ბრუნდება
image


წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის წინ "რუს­თა­ვი 2"-ის ეთერ­ში და­ი­ბა­და პრო­ექ­ტი "მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი", რო­მე­ლიც მა­ნამ­დე არ­სე­ბუ­ლი მე­გა­შო­უ­ე­ბის ის­ტო­რი­ა­ში იმით იყო გა­მორ­ჩე­უ­ლი, რომ ფსო­ნი ქარ­თულ სიმ­ღე­რა­ზე გა­კეთ­და.


ეს იმის­თვის, რომ მა­შინ ცო­ტა­თი ჩრდილ­ში მყო­ფი ქარ­თუ­ლი ჰან­გე­ბი წინ წა­მო­ე­წი­ათ და ახალ თა­ო­ბა­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი გა­ე­ხა­დათ. ასეც მოხ­და - თი­ნე­ი­ჯე­რებ­მა პრო­ექ­ტი დიდი ინ­ტე­რე­სით და სი­ხა­რუ­ლით მი­ი­ღეს, ქარ­თუ­ლად ამ­ღერ­დნენ, რაც მა­ნამ­დე მო­დუ­რად არ მი­აჩ­ნდათ და ზოგს ესირ­ცხვი­ლე­ბო­და კი­დეც.




"მხო­ლოდ ქარ­თუ­ლის" შე­სარ­ჩევ ტუ­რებ­ზე კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მსურ­ველ­თა გრძე­ლი რიგი თა­ვი­დან­ვე გაჩ­ნდა... პრო­ექ­ტი წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, ბევ­რი ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ავ­ლი­ნა და მათ შო­რის, ორი­ვე სე­ზო­ნის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი: სოფო ბა­თი­ლაშ­ვი­ლი და გი­ორ­გი კე­ლაპტ­რიშ­ვი­ლი. რო­გორც თი­თო­ე­უ­ლი ამ­ბობს, ამ პრო­ექ­ტით სა­კუ­თა­რი თა­ვის მე­ტად ირ­წმუ­ნეს.



წარ­მა­ტე­ბამ „მხო­ლოდ ქარ­თუ­ლის“ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს მე­სა­მე სე­ზო­ნის­კე­ნაც უბიძ­გა, თუმ­ცა „რუს­თა­ვი 2-ის, გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გამო, ცვლი­ლე­ბე­ბი პრო­ექტსაც შე­ე­ხო.


პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მსურ­ველ­თა რიგი ისევ დი­დია, ბევ­რს უნდა შო­უ­ში მოხ­ვედ­რა, თუმ­ცა მკაც­რი ჟი­უ­რის - მა­რი­ნა ბე­რი­ძის, სოფო ნი­ჟა­რა­ძის, გი­ორ­გი უში­კიშ­ვი­ლის "კლან­ჭებს" ასე მარ­ტი­ვად ვინ და­უძ­ვრე­ბა?!


რო­გორც პრო­დი­უ­სე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, წელს ყვე­ლა­ზე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი „მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი“ იქ­ნე­ბა, მო­ნა­წი­ლე­ე­ბის, თუ მას­ზე მო­მუ­შა­ვე გუნ­დის გამო.


ბევ­რი სი­ურპრი­ზი და სი­ახ­ლე ელის მა­ყუ­რე­ბელს, რა­ზეც პრო­ექ­ტის ჟი­უ­რის წევ­რი და პრო­დაქ­შე­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლი გი­ორ­გი გა­ბუ­ნია გვესა­უბ­რა:


"მხო­ლოდ ქარ­თუ­ლის“ წინა ორი სე­ზო­ნი ტრი­უმ­ფით ჩა­ვა­ტა­რეთ. ამ­ჯე­რად, გვაქვს ამ­ბი­ცია, რომ ეს სე­ზო­ნი კი­დევ უკე­თე­სი იყოს. პრო­ექ­ტზე ახა­ლი გუნ­დი მუ­შა­ობს. თა­ვი­დან და­ვა­კომ­პლექ­ტეთ ის გუნ­დი, რო­მე­ლიც ამ მე­გა­შო­უ­ზე იზ­რუ­ნებს, თუმ­ცა ჟი­უ­რის წევ­რე­ბი (მა­რი­ნა ბე­რი­ძის გა­მოკ­ლე­ბით, ის შოუს პრო­დი­უ­სე­რი იქ­ნე­ბა), წამ­ყვა­ნე­ბი ძვე­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან, და­ნარ­ჩენ დე­ტალ­ზე ამ­ჯე­რად მეტი სა­უ­ბა­რი არ მინ­და, რა­ღაც სა­ი­დუმ­ლოც ხომ უნდა იყოს?!


არ შე­მი­მოწ­მე­ბია, მაგ­რამ 100 %-ით დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ მსოფ­ლიო ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის ის­ტო­რი­ა­შიც არ მომ­ხდა­რა ასე­თი რამ რომ, ორი თვის გახ­სნილ არხს, არა უბ­რა­ლოდ შოუ, არა­მედ მე­გა­შოუ გა­ე­კე­თე­ბი­ნა!


მუ­შა­ო­ბა სრუ­ლი­ად ექ­სტრე­მა­ლურ პი­რო­ბებ­ში გვი­წევს. ახ­ლაც გა­და­ღე­ბა­ზე ვარ, როცა თქვენ მე­სა­უბ­რე­ბით. ეთერ­ში გა­ვალთ 16 დე­კემ­ბერს, პირ­ვე­ლი ლა­ივ­კონ­ცერ­ტით. მად­ლო­ბა მინ­და, გა­და­ვუ­ხა­დო მა­ყუ­რე­ბელს, რო­მე­ლიც ჩვე­ნი, ჩვე­ნი არ­ხის და „მხო­ლოდ ქარ­თუ­ლის “ ერ­თგუ­ლია. ეს რე­ი­ტინგზეც აი­სა­ხა, რაც ჩვენ­თვი­საც დიდი სტი­მუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. „მთა­ვარ არხზე“ მთა­ვა­რი მა­ყუ­რე­ბე­ლია, ჩვენ­თვის მთა­ვა­რი ხართ თქვენ" - ამ­ბობს გა­ბუ­ნია.


მე­გა­შოუ გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ძა­ლე­ბით „მთა­ვა­რი არ­ხის“ ეთერ­ში, 16 დე­კემ­ბერს და­ი­წყე­ბა. ლა­ი­ვე­ბამ­დე, შე­სარ­ჩევ ტუ­რებს მა­ყუ­რე­ბე­ლი "მთა­ვა­რი არ­ხის" ეთე­რით, ორ­შა­ბა­თო­ბით უკვე თვალ­ყურს ადევ­ნებს.

1
101
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
101
  
2019, 10 დეკემბერი, 16:44
შემაცდინეს მაინც, გაბუნია და მარინა ბერიძე მომაწონებინეს....
0 1 1