x
მეტი
  • 26.01.2020
  • სტატია:98557
  • ვიდეო:343985
  • სურათი:460817
თსუ-ის ბიბლიოთეკაში "ლიბერთინსის" ახალი წიგნის - "მოგზაურის" წარდგენა გაიმართა
image


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გამომცემლობა "პალიტრა L-ის" პროექტ "ლიბერთინსის" ახალი წიგნის - ალექსანდრა ბრაკენის "მოგზაურის" პრეზენტაცია გაიმართა.


ღონისძიებას სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ. ალექსანდრა ბრაკენის წიგნი მათ მწერალმა, ელის დოჯსონმა და პროექტის მენეჯერმა, გიორგი კიკაბიძემ წარუდგინეს.


image



image


ბიბლიოთეკაში ასევე გაიმართა "ლიბერთინსის" წიგნების გამოფენა-გაყიდვა, რომლის ფარგლებშიც, წიგნები სპეციალურ ფასად იყო ხელმისაწვდომი.


ალექსანდრა ბრაკენის წიგნის - "მოგზაური" მთავარი გმირი ნიჭიერი მევიოლინეა. ჩვიდმეტი წლის ეტა სპენსერი ვერც წარმოიდგენდა, რომ, მუსიკალური ტალანტის გარდა, სხვა, გაცილებით უნიკალური, მისტიკური უნარის პატრონიც აღმოჩნდებოდა. იდუმალი და ყოვლისშემძლე პიროვნება აირონვუდი გოგონას 21-ე საუკუნის ნიუ-იორკიდან, გარკვეული მისიით, სრულიად სხვა ეპოქაში გადაისვრის. ეტას მხსნელად ახალგაზრდა და მამაცი კაპიტანი ევლინება. ეტა და ნიკოლასი სხვადასხვა საუკუნესა და ქვეყანაში მოგზაურობისას, საკაცობრიო კითხვაზე პასუხის ძიებასთან ერთად, საკუთარი ურთიერთობის შეცნობასაც ცდილობენ.


წიგნის მთარგმნელია ირაკლი სულაძე, ხოლო ყდის მხატვარი - სანდრო სულაკაური.


image


წიგნი "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში უკვე ხელმისაწვდომია.

0
15
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0