x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
"მხოლოდ ქართულის" კონცერტები კახეთიდან გადაიცემა" - რა სიახლეებით ბრუნდება მეგაპროექტი ეთერში
image


ისიც, რომ "მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი" დე­და­ქა­ლა­ქის არც ერთ ცენ­ტრა­ლუ­რი დარ­ბაზ­ში არ შედ­გე­ბა. ლა­ივ­კონ­ცერ­ტი პირ­და­პირ კა­ხე­თი­დან, "კაჭ­რე­თი ამ­ბა­სა­დო­რი­დან" გად­მო­ი­ცე­მა.


რო­გორ ჩა­ი­ა­რა შე­სარ­ჩევ­მა ტუ­რებ­მა, ებ­რძვი­ს თუ არა გი­ორ­გი უში­კიშ­ვილს ჟი­უ­რის წევ­რი, ცნო­ბი­ლი ქალ­ბა­ტო­ნი და რა სი­ახ­ლე ელის "მხო­ლოდ ქარ­თუ­ლის" მა­ყუ­რე­ბელს, ამ საკითხებზე გიორგი თავად საუბრობს:


შე­სარ­ჩევ­მა ტუ­რებ­მა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოდ ჩა­ი­ა­რა. კარ­გი კონ­კურ­სან­ტე­ბი მო­ვიდ­ნენ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მე­სა­მე სე­ზო­ნია, შე­იძ­ლე­ბა ზოგს ეგო­ნოს, რომ სა­დღაა ამ­დე­ნი კარ­გი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი? მაგ­რამ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა და ქარ­თვე­ლი ერი გე­ნე­ტი­კუ­რად იმ­დე­ნად არის და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი მუ­სი­კის ნი­ჭით, რომ ეს მა­რა­გი ულე­ვია. ამას­თან, ახა­ლი თა­ო­ბაც მო­დის ისე­თი, რო­მელ­საც 18 წელი უს­რულ­დე­ბა და შო­უ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უკვე შე­უძ­ლი­ათ. არი­ან ისე­თე­ბი, ვინც 2-ჯერ სცა­დეს ბედი და მა­ინც არ ეშ­ვე­ბი­ან, ცდი­ლო­ბენ კონ­კურ­სში ისევ მი­ი­ღონ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ზო­გი­ერ­თმა წინა სე­ზო­ნის ყუ­რე­ბის დროს გა­და­წყვი­ტა, რომ ბედი თვი­თო­ნაც სცა­დოს. ასეთ აქ­ტი­ვო­ბას ერ­თგვა­რად ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რაც გა­ნა­პი­რო­ბებს, რომ პრო­ექ­ტში მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი სრულ­დე­ბა. ხომ არი­ან ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც არ შე­უძ­ლია უცხო­ე­ნო­ვა­ნი ჰი­ტე­ბის შეს­რუ­ლე­ბა და სხვა მე­გა­შო­უ­ებ­ში ვერ მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ და აქეთ ამი­ტომ მო­დი­ან. მოკ­ლედ, ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­ნა­პი­რო­ბებს სა­ინ­ტე­რე­სო კონ­კურ­სან­ტე­ბის ჩვენ­თან მო­ზიდ­ვას.


ე.ი. სხვა კონ­კურ­სე­ბის ყო­ფი­ლი მო­ნა­წი­ლე­ე­ბიც მო­ვიდ­ნენ, ვი­საც აქაც უნ­დათ, ძა­ლე­ბი მო­სინ­ჯონ...


კი, არი­ან ასე­თიც... მოკ­ლედ, მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბაა, მაგ­რამ ეს ერ­თა­დერ­თი კონ­კურ­სია, სა­დაც მხო­ლოდ ქარ­თუ­ლად მღე­რი­ან. ამი­ტომ, მათი სურ­ვი­ლიც შე­სა­ბა­მი­სია.


სამი სე­ზო­ნია, კონ­კურ­სან­ტე­ბის შერ­ჩე­ვა­ზე ერთი და იგი­ვე ადა­მი­ა­ნე­ბი მუ­შა­ობთ, ჟი­უ­რის სამი წევ­რი (მა­რი­ნა ბე­რი­ძე, სოფო ნი­ჟა­რა­ძე, გი­ორ­გი უში­კიშ­ვი­ლი) რა შე­იც­ვა­ლა თქვე­ნი შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მებ­ში?


ზო­გა­დად ყვე­ლა კონ­კურ­სი მა­ინც სუ­ბი­ექ­ტუ­რია. სა­ბო­ლო­ოდ 10 ადა­მი­ა­ნი კი აგ­ვყავს, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს, რომ მხო­ლოდ 10-ია კარ­გი. შე­იძ­ლე­ბა 20 და მე­ტიც იყოს კარ­გი და ამ 10 კონ­კურ­სანტს მიღ­მა დარ­ჩნენ. ასეთ დროს ყო­ველ­თვის რთუ­ლია არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა. ამი­ტომ ჟი­უ­რი, წინა კონ­კურ­სე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბით, უფრო ყუ­რა­დღე­ბით ვართ. ვცდი­ლობთ, მე­ტად ამოვ­წუ­როთ მო­ნა­წი­ლე და მეტი შე­ვი­ტყოთ მას­ზე. თუ წინა წლე­ბის სე­ზო­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რა­ი­მე ნაკ­ლი გვქონ­და, ვცდი­ლობთ გა­მო­ვას­წო­როთ. მეტი ყუ­რა­დღე­ბით შე­ვარ­ჩი­ოთ ათე­უ­ლი.

შე­სარ­ჩე­ვი ტუ­რე­ბი­სას რა იყო ისე­თი, რაც გახ­სოვთ და რაც კადრში ვერ მოხ­ვდა?


მგო­ნი, პი­რი­ქით ხდე­ბა, რომ მე­გო­ნა, კადრში არ მოხ­ვდებ­და, სწო­რედ ის ეპი­ზო­დე­ბია შე­ტა­ნი­ლი... ერ­თმა­ნეთ­ში რომ ვხუმ­რობ­დით, სა­ბო­ლო­ოდ ისიც კადრში მოხ­ვდა... ამის ფონ­ზე, ბევ­რი მე­უბ­ნე­ბა, რომ წელს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხმა­უ­რით თუ იუ­მო­რით გა­მო­ვირ­ჩე­ვი... ჩვენ მონ­ტა­ჟის პრო­ცეს­ში არ ვმო­ნა­წი­ლე­ობთ, არც წი­ნას­წარ ვნა­ხუ­ლობთ, რა უნდა გა­ვი­დეს ეთერ­ში. ამი­ტომ, მა­ყუ­რე­ბელ­თან ერ­თად ვნა­ხუ­ლობთ ამ ყვე­ლა­ფერს და ბევ­რი სი­ურპრი­ზი გვხვდე­ბა ხოლ­მე. თუმ­ცა ალ­ბათ ამა­საც აქვს გარ­კვე­უ­ლი და­დე­ბი­თი მხა­რე­ე­ბი, ზუს­ტად მა­შინ, როცა იცი, რომ კა­მე­რა გა­თი­შუ­ლია, მე­ტად თა­ვი­სუ­ფა­ლი, გახ­სნი­ლი ხარ და შე­იძ­ლე­ბა, ამ დროს ნათ­ქვა­მი ფრა­ზა მა­ყუ­რებ­ლის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდეს... შე­სარ­ჩე­ვი ტუ­რე­ბი, სა­ბო­ლოო ჯამ­ში სა­ინ­ტე­რე­სო იყო.


ორ ქალ­ბა­ტონ­თან ერ­თად გი­წევთ პრაქ­ტი­კუ­ლად "რბი­ლი დუ­ე­ლი"... რო­გო­რია ეს ყვე­ლა­ფე­რი თქვენ­თვის?


ჰო, ხან­და­ხან მიბ­რაზ­დე­ბი­ან...


მაგ­რამ კა­ხურ სი­ხის­ტეს მა­ინც არ მი­მარ­თავთ...


სა­მი­ვეს კადრს მიღ­მა კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. არც მგო­ნია, რომ ზედ­მე­ტი სი­ხის­ტეა გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლი. ის, რომ ავე­წყეთ, ვართ უფრო გახ­სნი­ლე­ბი და თა­ვი­სუფ­ლად ვურ­თი­ერ­თობთ, იმის ბრა­ლიც არის, რომ მე­სა­მე სე­ზო­ნია, ერ­თად ვართ. ერ­თმა­ნე­თის­გა­ნაც ბევ­რი ვის­წავ­ლეთ. წელს როცა მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ იუ­მო­რი უფრო მე­ძა­ლე­ბა, ალ­ბათ იმის ბრა­ლიც არის, რომ იქა­უ­რო­ბას შე­ვეჩ­ვიე და ცო­ტა­თი სხვა­ნა­ი­რი გავ­ხდი.


წელს რა სი­ახ­ლე­ე­ბია პრო­ექ­ტში?


ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა მე­გა­შო­უ­ე­ბით გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლია, მაგ­რამ ეს პრო­ექ­ტი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იმი­თაა, რომ პირ­ვე­ლი მე­გა­შო­უა სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში, რომ­ლის პირ­ვე­ლი ლა­ივ­კონ­ცერ­ტი დე­და­ქა­ლა­ქი­დან არ გა­და­ი­ცე­მა. ის იქ­ნე­ბა კა­ხეთ­ში, "კაჭ­რე­თი-აბა­სა­დორ­ში". ამის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სცე­ნაც ეწყო­ბა და გა­რე­მოც შე­იქ­მნე­ბა. პირ­ვე­ლი ლა­ივ­კონ­ცერ­ტი 16 დე­კემ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა და შოუს მა­ყუ­რე­ბე­ლი 8 კვი­რის მან­ძილ­ზე მას პირ­და­პირ ეთერ­ში იხი­ლავს.


მა­რი­ნა ბე­რი­ძეს ლა­ივ­კონ­ცერ­ტებ­ზე ჟი­უ­რის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ყოფ­ნა რა­ტომ აღარ მო­უ­წევს?


მა­რი­ნა ბე­რი­ძემ მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­დი­უ­სინ­გი ჩა­ი­ბა­რა, ის იქ­ნე­ბა მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­დი­უ­სე­რი, იმუ­შა­ვებს კონ­კურ­სან­ტებ­თან სიმ­ღე­რე­ბის შერ­ჩე­ვა­ზე და მას ექ­ნე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რი კავ­ში­რი მათ­თან. იმის გამო, რომ კონ­კურ­სის პი­რო­ბა ასე­თია, მუ­სი­კა­ლუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლი არ უნდა იჯ­დეს კონ­კურ­სის ჟი­უ­რი­ში, ამი­ტომ, ის ვე­ღარ იქ­ნე­ბა ჟი­უ­რის წევ­რი. სა­მა­გი­ე­როდ, მის ნაც­ვლად შე­ირ­ჩე­ვა ახა­ლი წევ­რი, თუ ვინ, ეს ჯერ არ არის გა­და­წყვე­ტი­ლი და ამა­ზე მუ­შა­ო­ბა ახლა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

0
160
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
160
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0