x
image
მაკა ნიკვაშვილი
მამამ შვილს გარდაცვლილი დედის ხმით მოსაუბრე სათამაშო აჩუქა, ნახეთ, ვაჟის რეაქცია (ვიდეო)

image


ამერიკელი ანტონიო ვარგასას ბედნიერ ოჯახს უბედურება თავს 2017 წლის ზაფხულს მოულოდნელად დატყდა, როცა მისი მეუღლის სიცოცხლე სამუდამოდ, ტრაგიკულად შეწყდა. პატარა ვაჟი მამის ანაბარა დარჩა, სწორედ მის წინაშე არსებულმა პასუხისმგებლობის გრძნობამ ახალგაზრდა მამაკაცს იმის ძალა მისცა, რომ ამ საშინელი ტრაგედიის შემდეგ, ფეხზე კვლავ წამომდგარიყო.


image


დრო გადიოდა, დანაკარგის ტკივილმა მათ გულებში თავისი ადგილი სამუდამოდ დაიმკვიდრა. მამაკაცს ყოველ ჯერზე შვილის სევდიანი თვალების ხილვა, რომელსაც დედა საოცრად ენატრებოდა, გულს უკლავდა. პირველი შობა ახლოვდებოდა, რომლის აღნიშვნასაც ისინი საყვარელი დედისა და მეუღლის გარეშე, ახლობელი ადამიანების ვიწრო წრეში აპირებდნენ. ანტონიო დიდხანს ფიქრობდა, თუ რა საჩუქარი გაეკეთებინა საკუთარი ვაჟისთვის და გადაწყვიტა საბოლოოდ, ისეთი რამ შეერჩია, რაც მას დედას გაახსენებდა.


image


ბევრი ფიქრის შემდეგ, მამაკაცმა მისი გარდაცვლილი მეუღლის ხმით მოსაუბრე სპეციალური რბილი სათამაშო შეუკვეთა. როგორც კი სათამაშო მაიმუნმა ბიჭუნას დედის ხმით საუბარი დაიწყო, ბავშვმა ცრემლები ვეღარ შეიკავა და ატირდა. დედის მხიარული ხმა კი მას, ჩვეული ალერსით ეძახდა: "ჩემო პატარა მაიმუნო", - სწორედ ასე მიმართავდა ის ჯერ კიდევ სიცოცხელში თავის პატარა ვაჟიშვილს.



image


"მე თქვენ ძალიან მიყვარხართ ბიჭებო, აბა, მაგრად ჩამეხუტეთ. დედას შენ უყვარხარ, " - განაგრძობდა საყვარელი ხმა."



image


მამის მიერ ნაჩუქარი საშობაო საჩუქარი აწი უკვე ყოველთვის მის გვერდით არის და საყვარელი დედის ხმის მოსმენა ბიჭუნას უკვე ნებისმიერ მომენტში შეუძლია.



image



0
173
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
173