x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
სახის გამწმენდი ნიღაბი ნახშირით - ეფექტი საოცარია!
თავის მოვლა და ზოგადად ჰიგიენური პროცედურები, მოგეხსენებათ, რომ გარკვეულ დროსა და უამრავ ფინანსებს მოითხოვს, რომელიც ყველა ჩვენგანს, ნამდვილად არ გააჩნია. თუმცა, არ გქონდეს პროცედურებისთვის ბევრი დრო, ან ფინანსები, სულაც არ ნიშნავს ფაქტს, რომ არაესთეტიკურად უნდა გამოიყურებოდეთ ან მოუვლელებმა უნდა იაროთ. არსებობს მრავალი გზა, რომელიც შეგიძლიათ სახლის პირობებში მოსინჯოთ და დაგარწმუნებთ, რომ სპა-სალონებსა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრის პროცედურებისგან მიღებულ შედეგთან, განსხვავებას ნამდვილად ვერ იგრძნობთ.



image


გთავაზობთ აქტივირებული ნახშირის 2 ნიღაბს, რომლის გამოყენებიდან ორი კვირის შემდეგ, სასწაულ შედეგს ნამდვილად იგრძნობთ!




ბევრი ჩვენგანი აქტივირებულ ნახშირს მოიხმარს, როგორც კუჭისა და ნაწლავების გამწმენდ ეფექტურ საშუალებას. თუმცა, მისი ეფექტი გარეგანი გამოყენების დროსაც, საოცარია.



ასობით ქალმა უკვე მოსინჯა აქტვირებული ნახშირის ნიღბები და მათი კანი, დღეს, გაცილებით გლუვი და ჯანმრთელია. უბრალოდ გამოიყენეთ მოცემული ნიღბები კანის ტიპის შესაბამისად კვირაში 2-3-ჯერ ორი კვირის მანძილზე და განსხვავებას აუცილებლად იგრძნობთ.





1. სახის გამწმენდი ნიღაბი ცხიმიანი ტიპის კანისთვის აქტივირებული ნახშირით ჟელატინთან ერთად.



ინგრედიენტები:


1 ჩ.კ ჟელატინის ფხვნილი;

აქტივირებული ნახშირის 1 აბი;

2 ჩ.კ წყალი ან რძე.



მომზადება: ჟელატინი და ნახშირის აბი შეურიეთ და დასრისეთ. დაასხით რძე ან წყალი და 15 წუთის მანძილზე შედგით მიკროტალღურ ღუმელში ან წყლის აბაზანაზე. მიღებულ მასას მოურიეთ და წაისვით პირდაპირ კანზე. 15 წუთში ჩამოიბანეთ სახე.




image




2. სახის გამწმენდი ნიღაბი ყველა ტიპის კანისთვის.



ინგრედიენტები:


1 ჩ.კ აქტივირებული ნახშირი (დაფხვნილი).

1 ჩ.კ ალოეს გელი ან მცენარიდან გამოწურული წვენი.

1 ჩ.კ წყალი.

3 წვეთი ჩაის ხის ზეთი.

ქვამარილის ერთი მწიკვი ნატეხი.



მომზადება: ყველა ინგრედიენტი შეურიეთ. მიღებული მასა თხელ ფენად წაისვით სახეზე და როგორც კი შეგაშრებათ, ჩამოიბანეთ.






0
247
8-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
247
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0