x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ცრუ "ისტორიული ღირშესანიშნაობები", რომლებსაც ტურისტები ნახულობენ

ჯულიეტას აივანი ვერონაში - რომეოსა და ჯულიეტას დრამატულ ისტორიაზე საუბარი დღემდე გრძელდება. ტრაგიკულ ისტორიას დროთა განმავლობაში ”ჩაეკვეხა” უამრავი მისტიკური ამბავი, როგორც ვთქვათ მთავარი გმირის აივანი ვერონაში, რა დროსაც ყველაზე შთამბეჭდავი სცენა ვითარდება. მაგრამ ასეთი ადგილი სრული სიცრუეა. ჯერ ერთი, შექსპირის მოთხრობა თავისთავად გამოგონილი ისტორიაა. მეორეც, აივანი თავად გახდა ნამდვილი სატყუარა ტურისტებისთვის, რადგან ეს ადგილი მხოლოდ ფილმში გამოჩნდა, თავად პიესაში კი ახალგაზრდა წყვილი ტერასაზე საუბრობს.

image

2-შერლოკ ჰოლმსის სახლი დიდი ბრიტანეთში - ბეიკერ-სტრიტი 221ბ- არის შემთხვევით არჩეული საცხოვრებელი ყველაზე ცნობილი დეტექტივისთვის. ადამიანების უმეტესობას ესმის, რომ შერლოკ ჰოლმსი გამოგონილი პერსონაჟია, მაგრამ ეს ხელს არ უშლის თაყვანისმცემლებს, ამ ცნობილი დეტექტური გმირის მუზეუმი მოინახულოს.

image


3-დრაკულას ციხე-სიმაგრე - რუმინეთის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ღირშესანიშნაობა არის ყველასთვის კარგად ცნობილი გრაფი დრაკულა, რომელიც ცხოვრობდა ბრანის ციხე-სიმაგრეში, რომელიც ქალაქ ბრაშოვიდან 30 კილომეტრში მდებარეობს.

ისტორიკოსების მტკიცებით, თავად დრაკულა არასოდეს ყოფილა ამ ციხეში, მან ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა მეზობელ ქალაქ სიგიშოარაში, სადაც იგი დაიბადა. იმ სახლში, სადაც დაიბადა ვლადი, ახლა რესტორანია განთავსებული.

image

3-კოლუმბის სახლი - უფრო სწორად, მინიმუმ 10 „სამშობლო“ აქვს კოლუმბს ესპანეთსა და იტალიაში. მათ შორისაა გენუა, ლას პალმას- დე გრან კანარია, სავონა და კოგოლეტო, უფრო მეტიც, - ინგლისისა და საფრანგეთის რამდენიმე სოფელი ასევე ირწმუნება, რომ კოლუმბი მათი ქვეყნის მოქალაქე იყო.

ყველაზე პოპულარული ვარიანტია გენუა, სადაც არის "კოლუმბის სახლი". მაგრამ აი გაუგებრობა - ეს სახლი მე -17 საუკუნეშია აგებული, ხოლო თავად დიდი ქრისტეფორე დაიბადა მე -15 საუკუნის ბოლოს.

ლას -პალმას დე გრან კანარიაში კოლუმბის კიდევ ერთი "სახლი" ნამდვილად უკავშირდება ამერიკის აღმომჩენს, მაგრამ ის ამ სახლში ცხოვრობდა 41 წლის ასაკში და ისიც, მცირე ხნის განმავლობაში.

დღემდე კოლუმბიის ნამდვილი სამშობლო ჯერ კიდევ დაუდგენელია.

image

5-კრეისერი "ავრორა"- ცნობილი კრეისერი "ავრორა", რომელიც პეტროგრადში ნევის ნაპირზე დგას, პრაქტიკულად მულაჟია. გემიდან, რომელიც იბრძოდა იაპონიასა და გერმანიასთან, დარჩა მხოლოდ რადიოკვანძი, ზანზალაკი და მექანიკური განყოფილების რამდენიმე ნაწილი.


ნამდვილი კრეისერი ფინეთის ყურეში ჩაიძირა საბჭოთა პერიოდში, იგი მოსახლეობამ გაძარცვა, ახლაც, ზოგან სოფლებში კიბეების ნაცვლად შეგიძლიათ იხილოთ გემის ტრაპი ან ფანჯრის ნაცვლად "ავრორას" ილუმინატორები.

გემის შეცვლა მოხდა ფილმი "კრეისერი ავრორას" გამოსვლის შემდეგ, 1980 წელს გემის ქვედა კორპუსი მთლიანად დაჟანდგა, მის მაგივრად ჩრდილოეთ ვერფიში ააგეს ახალი ხომალდი და სანაპიროზე დადგეს, ნამდვილი "ავრორის" ნარჩენები კი ჩაძირეს.

image

0
565
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
565
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0