x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ვინ არის გოგონა,რომელმა "მის-სამყაროზე" პირველად მსოფლიოში სახალხოდ აღიარა,რომ ლესბოსელია

image

მიუხედავად იმისა, რომ გოგონას მშობლიურ ქვეყანა მიანმარში(იგივე ბირმა)არატრადიცული კავშირი ისჯება 10 წლიანი ციხით, "მის სამყაროს "21 წლის მონაწილემ სუ ზინ ჰტეტმა სახალხოდ აღიარა, რომ ლგბტ წარმომადგენელია.


სანამ კვირა დღეს სამხრეთ აფრიკის წარმომაგენელი "მის სამყაროს" გამარჯვებას ზეიმობდა, მის ბირმამ სახალხოდ განაცხადა, რომ გეია-ის გახდა პირველი კონკურსანტი, რომელმაც ღიად განაცხადა საკუთარი სექსუალური ორიენტაციის შესახებ.

21 წლის გოგონამ ამის შესახებ სცენაზე გამოსვლამდე 8 დეკემბერს ატლანტაში Tyler Perry Studios-ში ისაუბრა.

image

ამჟამად იგი იყენებს საკუთარ ცნობადობას, რომ დაეხმაროს ლგბტ საზოგადოებას-განსაკუთრებით საკუთარ სამშობლოში, სადაც გეი-ურთიერთობა კანონით ისჯება.

სუ ზინ ჰტეტმა, რომელმაც საკუთარ ქვეყანაში მისის ტიტული 31 მაისს მოიგო, "მის სამყაროს" სილამაზის კონკურსის დაწყებამდე ინტერვიუში სახალხოდ აღიარა ლესბოსელობა.

image

"მე მოვედი საკუთარი სექსუალურ ორინეტაციით სრულად გაცნობიერებული, მე ვიცოდი, რომ "ერთი მათგანი" ვიყავი ჯერ კიდევ 2015 წლიდან"-განცხადა გოგონამ.

როგორც ჰტეტი ამბობს, სახალხოდ გამოსვლა ძალზე რთულია, მას სურს, რომ საკუთარი პლატფორმა გამოიყენოს ლგბტ თემის დასახმარებლად მიანმარში, საკუთარ სამშობლოში, რომელსაც აგრეთვე ბორმას უწოდებენ.

image

"ეს საკმაოდ რთულია, მაგრამ ვგრძნობ, რომ შემიძლია ვთქვა ხმამაღალი სიტყვა და საუკეთესო პოზიცია ამ საქმის წინსვლისთვის, ზოგიერთმა თაყვანისმცემელმა იცის ჩემს შესახებ, თუმცა პირველად ვსაუბრობ სახალხოდ ამის შესახებ."

image

"ვიცი, რომ ბევრ ქვეყანაში არ მიესალმებიან ერთნაირსქესიანთა ქორწინებას.მსურს, რომ სამყარომ მიიღოს ლგბტ საზოგადოება საკუთარ ბედნიერებისადმი სწრაფვის გზაზე"-დასძინა გოგონამ.

0
522
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
522
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0