x
image
მამუკა123
სექსუალური ჰოროსკოპი - რომელია ყველაზე ვნებიანი, მშვიდი და ტერორისტი ქალი ასტროლოგიის მიხედვით
image


ვერძი (21 მარტი - 18 აპრილი)

image

ქალი-ვერძი - ეს ვნებათა ქარიშხალია: სასიყვარულო თამაშებს თავად ინიცირებს და ყველაფერს თავად აკეთებს, პარტნიორი კი უბრალოდ უნდა აჰყვეს, თუ ის ამას არ აკეთებს, ვერძს შეუძლია ბოლომდე გაანადგუროს მისი მამაკაცური თვითშეფასება. ასე რომ, წესი აქ მარტივია: არ ხარ დარწმუნებული - ნუ დაიწყებ.



კურო (19 აპრილი - 20 მაისი)

image

კუროებს არ უყვართ გართულება. მათ უყვართ, რომ ყველაფერი იყოს მარტივად და თამაშის გარეშე. არა, ეს სულაც არ არის მოსაწყენი, პირიქით... ქალი-კურო ტექნიკური მარათონელია, და პარტნიორისგანაც იმავეს ელის. და, სხვათა შორის, ღმერთმა დაგიფაროთ ხუთსაათიანი სექსის შემდეგ კედლისკენ გადაბრუნდეთ და დაიძინოთ. სექსის შემდეგ უნდა ისაუბროთ, თორემ ქალი-კურო იფიქრებს, რომ მოატყუეს და გამოიყენეს. აუცილებლად შურს იძიებს.


ტყუპები (21 მაისი - 20 ივნისი)

image

ტყუპების ნიშნის ქალები - ნამდვილი სექსუალური ტერორისტები არიან. მაგრამ იმიტომ კი არა, რომ მათ ფეთქებადი სექსუალური ტემპერამენტი აქვთ, სულაც არა. საქმე იმაშია, რომ სექსის მრავალფეროვნება მათ გონებაში მწიფდება. შეიძლება უცებ გითხრათ: „თქვენ აქ რას აკეთებთ? ეს რანაირი სექსია? მათრახი ქვედა თაროზეა, კარადაში, ხელბორკილებიც მანდვეა“.


კირჩხიბი (21 ივნისი - 22 ივლისი)

image

კირჩხიბები კავდებიან სექსით კლასიკურად: ინიციატივას მთლიანად გადასცემენ მამაკაცს, არ ენდობიან ექსპერიმენტებს, უპირატესობას ანიჭებენ გამოცდილ პოზებს, და საერთოდ შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ქალი-კირჩხიბი დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს მთელ ამ ლოგინურ დავიდარაბას. მაგრამ ეს შთაბეჭდილება მცდარია. უბრალოდ ამისათვის ის აბსოლუტურად დარწმუნებული უნდა იყოს პარტნიორში.


ლომი ( 23 ივლისი - 22 აგვისტო)

image

ლომებს აუცილებლად სჭირდებათ ხალხის თანდასწრებით დაიწყონ მოხიბვლა - ისე, რომ არა მხოლოდ პარტნიორმა მოინდომოს, არამედ ყველა შემთხვევითმა მოწმეებმაც. ამიტომ, თუ ქალი-ლომი უცბად განიშნებთ, რომ რესტორანში უნდა წასვლა - უნდა გესმოდეთ, რომ საღამოს რაღაც მოხდება. მოგიყვებით რა: ის ეფექტურად გაიხდის საძინებელში, რომელიც სავსეა სანთლებითა და ვარდის ფურცლებით. აღფრთოვანებას ვერ დამალავთ, როგორი მშვენიერია, მაგრამ სექსი არ იქნება. მოხდება მშვენიერი სკანდალი.


ქალწული ( 23 აგვისტო - 22 სექტემბერი)

image

სანამ ქალწულის ნიშნით დაბადებულ ქალთან ერთად მიეშურებით ლოგინისკენ, უნდა ყურადღებით შეისწავლოთ უსაფრთხოების ტექნიკა. მისთვის ყველაფერი უნდა იყოს იდეალურად: პარტნიორი იდეალურ ფორმაში, ალერსი პროტოკოლის მიხედვით, იდეალური დრო და იდეალური ადგილი. მოკლედ, ქალწული უფრო ადვილია მოკლა, ვიდრე დააკმაყოფილო. და ის ბედნიერი, რომელიც იდეალურად შეეწყობა მას, მიიღებს ყველაზე საუკეთესო სექსს მსოფლიოში.


სასწორი ( 23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი)

image

ქალი-სასწორი ვერ იტანს ვერანაირ უხეშობას - და, მათ შორის, ლოგინშიც. ასევე ვერ იტანს როცა აჩქარებენ. მას მოსწონს ნაზი და ხანგრძლივი პრელუდიები. მისი გაგებით, სწორედ ეს არის სექსი. და აი კიდევ რა: მხოლოდ საძინებელი, მხოლოდ საყვარელი მოხერხებული საწოლი. სპონტანური და სწრაფი სექსი მისთვის არ არის.


მორიელი (23 ოქტომბერი - 20 ნოემბერი)

image

ქალი-მორიელი სექსის გურუა. ამ ნიშნის ქალებს ძალიან მოსწონთ ახალგაზრდა საყვარლები, იმიტომ რომ გამოუცდელი პარტნიორი სულაც არ უშლის მათ მიიღონ სექსისგან სიამოვნება, ისინი თავად არიან სექსის განსახიერება. აი გამოცდილ პარტნიორს კი ქალი-მორიელი დილით „თავს აჭრის“. იმ მნიშვნელობით, რომ პარტნიორი უცებ ხვდება, რომ თავადაც არაფრისმაქნისია. თუ რა თქმა უნდა, თვითონაც არ არის მორიელი.


მშვილდოსანი (23ნოემბერი - 21 დეკემბერი)

image

მშვილდოსნის ნიშნის ქალები ყოველთვის კავდებიან სექსით გულწრფელი სიხარულით. იმიტომ რომ სხვას არავის არ შეუძლია ასე დააფასოს ხორციელი სიამოვნება. გემრიელი საჭმელი, ცოტაოდენი კარგი სასმელი, ვნებიანი სიყვარული - იდეალური საღამოა!


თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)

image

თხის რქები, როგორც ბევრს ჰგონია, სექსის მიმართ საერთოდ გულგრილები არიან. სინამდვილეში ქალი-თხის რქა ორიენტირებულია მხოლოდ საკუთარ სურვილებზე და პარტნიორის გამო საკუთარ თავს არ გადააბიჯებს. სამაგიეროდ მან კარგად იცის რა უნდა და როდის უნდა. თუ კარგ განწყობაზეა - ის ცეცხლია! თუ არა - ნუ მოაბეზრებთ თავს თქვენი ალერსით. ასეთი რამისთვის მას შეუძლია რქებზეც კი აგწიოთ. სერიოზულად...


მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი)

image

მერწყულები თვლიან, რომ სექსი უნდა იყოს სპონტანური და ბუნებრივი. რომელი გეგმები, ეშმაკსაც წაუღია ისინი. ამიტომ მერწყულის პარტნიორი ყოველთვის მზად უნდა იყოს, პიონერივით. თუ ქალი-მერწყული უარს მიიღებს, ის იფიქრებს, რომ სიყვარული გაქრა. და თავიდან მოგიწევთ მისი გულის მოგება.


თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)

image

თევზებს სჭირდებათ განსაკუთრებული განწყობა და იდეალური გარემო: ჩაბნელებული ოთახი, სიმშვიდე. ქალი-თევზი იმიტომ კი არ მიდის ლოგინში რომ გააკეთოს ყველა ეს უაზრო მოძრაობა, არამედ იმისათვის, რომ ეს პარტნიორმა გააკეთოს. მოკლედ, პარტნიორმა უნდა იცოდეს შემდეგი: ქალი-თევზი უნდა ოსტატურად ასიამოვნო, აი კითხვები კი, ამის გაკეთება როგორ უნდა, არ უნდა დასვათ. იმიტომ რომ ის ფანტაზიორობს და ნუ აცდენთ!

0
355
2-ს მოსწონს
ავტორი:მამუკა123
მამუკა123
355
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0