x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
შენ სულ სხვა ქალად გაზაფხულდები
image


ქარი გადირბენს ოქროსფერ თმებზე,
მკერდზე დახეთქავს ატმებს კვირტებად,
თვალებზე ნაბღავლ ცრემლებს წაიღებს,
ბაგეც დაიტევს სიმორცხვეს მეტად.


ჩამიშრიალებს გაბრაზებული,
ქარი ამწყდარი, თითქოს ჯაჭვიდან,
ტანს შემომაცლის გაცრეცილ ფურცლებს,
სად მოჩანს ქალი ანდამატისა.


ღაწვებს დაახეთქს ალუბლის წვეთებს.
ტანზე გაჰყვება წვეთი ბილიკებს,
ალმური ასდის შენს ლამაზ სხეულს,
ჩემი თვალებიც ვეღარ გივიწყებს.



ეს "ცოდვა" რისთვის მომმადლე "ღმერთო"?
ამ სილამაზის გამხადე მონა,
გაზაფხულდება და შენს სხეულზე,
ვნების კვირტებიც უხვად ამოვა.


რად ვარ უძლური? თუ ვერ გავიგე?
მაგ უკვდავების სულ სხვა სურნელი,
შენში სიმორცხვემ დაკარგა ძალა,
შენ სულ სხვა ქალად გაზაფხულდები.



ლალი მაჩაიძე

1
673
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
673
  
2019, 10 დეკემბერი, 2:22
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1