x
მეტი
  • 23.01.2020
  • სტატია:98456
  • ვიდეო:343886
  • სურათი:460686
შთამბეჭდავი ვიდეო: მზის სისტემის პლანეტები მთვარის ადგილას

image



ვიდეო, რომელიც YouTube-ის არხზე სამოყვარულო ასტრონომმა ნიკოლას ჰოლმსმა გამოაქვეყნა, უკვე შეიძინა 30 მილიონზე მეტი ნახვა. რა არის მასში უჩვეულო? ნიკოლოზმა წარმოადგინა, რა მოხდებოდა, თუ მთვარის ორბიტაზე მზის სისტემის სხვა პლანეტები იქნებოდნენ.



ვიდეო გაკეთდა რეალურ ცაზე, მის მშობლიურ ქალაქ ჰანტსვილში, რომელიც ალაბამას შტატში მდებარეობს. მთვარე შეიცვალა სხვა ციური სხეულებით 3D მოდელირების გამოყენებით.



პლანეტების ზომები ვიდეოში შეფარდებულია რეალობასთან, რაც დაადასტურეს პროფესიონალმა ასტრონომებმა. ვიდეო ძალიან რეალისტური გამოვიდა. თუ ყურადღებით დავაკვირდებით, დავინახავთ იუპიტერის ოთხივე უდიდეს მთვარესაც: იოს, ევროპას, განიმედს და კალისტოს. ხოლო, როდესაც სატურნი დაიკავებს მთვარის ადგილს, მის რგოლთან დავინახავთ მის სატელიტს ტეტისს.



ადრე მეცნიერმა გადაიღო ვიდეო, სადაც აჩვენა, თუ როგორ ბრუნავს რეალურად მზის სისტემის პლანეტები.







1
505
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
505
  
2019, 10 დეკემბერი, 2:26
გსურთ იპოვოთ გოგონა ერთი ღამით? მოგესალმებით --- www.Bredhot.Com
0 1 1