x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
როგორ აუარა გვერდი ცენზურას ნინას თამამმა ჩაცმულობამ ფილმიდან "კავკასიელი ტყვე ქალი"
image გახსოვთ ალბათ ლეგენდარული რეჟისორის ლეონიდ გაიდაის დაუვიწყარი ფილმი "კავკასიის ტყვე ქალი", სადაც მთავარ გმირს ნინას იტაცებენ ადგილობრივი მოკრიმინალო პირები, ასაკოვანი ჩინოვნიკის საცოლედ.
არა მგონია ვინმე იყოს ისეთი ვისაც, თუ არ უყურებია ამ ფილმზე არ სმენოდეს, რადგან ფილმში ზე ცნობილი მსახიობები თამაშობენ და სიუჟეტიც ძალიან საინტერესოდ ვითარდება, თუმცა ამაზე არ მექნება საუბარი.
მე ერთერთ რუსულ საიტზე დავინახე ამ ფილმის მიმოხილვა, სადაც ავტორი ამ ფილმში თამამ გადაწყვეტილებებზე ამახვილებდა ყურადღებას.
მართლაც საინტერესოა ალბათ თუ როგორ გაეპარა საბჭოთა ცენზურას სტუდენტი და კომკავშირელი ნინას იმ დროისათვის უცხო და სექსუალური ჩაცმულობა, რასაც, როგორც წესი ბლოკავდა თურმე საბჭოთა ცენზურა.
ნინას გამჭვირვალე წელწინდა ("კოლგოტი") აცვია, რაც ამ ფორმით არცერთ იმ პერიოდის საბჭოთა ფილმში არაა დაფიქსირებული.
თავად უჯრედებიან პერანგზე კი რეჟისორს განმარტებების მიცემამ მოუწია, გონებამახვილმა რეჟისორმა ცენზორებს განუცხადა: "კავკასიაში, თან მოტაცებულ სტუდენტს კაბა, რომ ჩავაცვა ეს ფილმი კი არა საცირკო სანახაობა გამოვა და ფილმის სცენარი აზრს დაკარგავსო". როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, რეჟისორს დაუჯერეს და ასე აღმოჩნდა ნინა უჯრედებიანი პერანგით და გამჭვირვალე ყელწინდით კავკასიელების ტყვეობაში, თან თოკებით შეკრულს ულამაზესმა და გამოკვეთილმა ბიუსტმა სულ სხვა იერი შესძინა და ეს კადრიც გადაურჩა ცენზორის "მაკრატელს".
ძალიან დიდი დრო გავიდა 1967 წლიდან, იმ დღიდან როცა ამ ფილმის პრემიერა შესდგა, მაგრამ ნინას პერსონაჟი ამდენი წლის შემდეგაც გულგრილს არ ტოვებს მამაკაცებს.
Кадр из фильма. Это анимация,  дождитесь загрузки

imageimage


0
2612
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
2612