x
მეტი
  • 28.01.2020
  • სტატია:98596
  • ვიდეო:344017
  • სურათი:460903
გოგონა პაემანზე წავიდა გაცნობის საიტიდან და ახლა მისი გვამის ნარჩენებს ნაგვის ურნებში ეძებენ

image

7 ნოემბერს, ესპანეთში, ქალაქ ვალენსიაში გაცნობის საიტიდან პაემანზე წასული 25 წლის მარტა კალვო ბურონი გაუჩინარდა.


როგორც გაირკვა მისი ცხედარი დაანაწევერეს და ნაგვის კონტეინერებში გადაანაწილეს.

შემოდგომაზე, მარტამ გაცნობის საიტზე გაიცნო 37 წლის ხორხე იგნასიო პალმა. მასთან შეხვედრის შემდეგ გოგონა გაუჩინარდა.

სანამ მარტა პაემანზე წავიდოდა, სიფრთხილე გამოიჩინა და თავის დაზღვევის მიზნით დედას ადგილმდებაროების ზუსტი კოორდინატები გაუგზავნა. ამიტომ, დეტექტივებმა იცოდნენ, სად დაიკარგა გოგონა. ხორხე, რომლის სახლშიც შედგა შეხვედრა, მთავარი ეჭვმიტანილი გახდა.


გამოძიების დროს მამაკაცი ამტკიცებდა, რომ მას მარტა განზრახ არ მოუკლავს. მისივე თქმით, ნარკოტიკების გავლენის ქვეშ მყოფი გოგონა შემთხვევით გარდაიცვალა სექსუალური თამაშების დროს, თუმცა აღიარა, რომ ნამდვილად დაანაწევრა გოგონას ცხედარი და ნარჩენები ახლომდებარე ნაგვის ურნებში გადამალა.


image


პოლიციამ მაშინვე დაათვალიერა ახლომახლო არსებული ყველა კონტეინერი და შეაჩერა ნაგვის გადამამუშავებელი ქარხნის მუშაობა.

image

ხორხეს ჩვენების მიუხედავად, ვალენსიის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მარტა ძალადობრივი სიკვდილით გარდაიცვალა. რა საფუძველზე გაკეთდა ეს დასკვნა, ჯერჯერობით უცნობია, რადგან გოგონას ნაშთები ჯერ კიდევ არ არის ნაპოვნი.

image


პოლიციის განცხადებით, ხორხეს კანონის წინაშე ადრეც ჰქონდა პრობლემები. 2008 წელს იგი ციხეში ჩასვეს ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის და ცხრა კილოგრამი კოკაინის შენახვისთვის. გარდა ამისა, 2019 წლის აპრილში პოლიციამ დაადგინა, რომ ის იყო მეძავის უკანასკნელი კლიენტი, რომელიც მოტელის ნომერში მოკლული აღმოაჩინეს.

0
803
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
803
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0