x
მეტი
  • 28.01.2020
  • სტატია:98594
  • ვიდეო:344017
  • სურათი:460903
მოსალოდნელია გრიპის ყველაზე მძიმე ეპიდემია ბოლო 15 წლის მანძილზე
image

ამერიკელი ექსპერტების პროგნოზით, -2019-2020 წლის ზამთარში, სეზონური გრიპის ეპიდემია შესაძლოა ყველაზე მძიმე იყოს ბოლო 15 წლის განმავლობაში. ამ ფაქტზე ისიც მეტყველებს, რომ გარკვეული შტამების ვირუსების ფართოდ გავრცელება ჩვეულებრივზე რამდენიმე თვით ადრე დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია MedicalXpress– ის პრეს-რეალიზში.


ექსპერტების აზრით, გრიპის ვირუსების ის ტიპები, რომლებიც ინფექციას იწვევს მარტ-აპრილში, უკვე ამჟამად გავრცელდა შეერთებული შტატების სამხრეთ შტატებში. ამჯერად ამ ტიპის ვირუსი არ წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს მოხუცებისთვის, რომლებისთვისაც გრიპით სიკვდილიანობა სწორედ ამ სეგმენტისთვისაა საშიში, მაგრამ საფრთხეს უქმნის ბავშვებსა და 50 წლამდე ასაკის ადამიანებს.


აშშ-ში უკვე რეგისტრირებულია გრიპის ვირუსის 1, 7 მილიონი შემთხვევა, 16 ათასი ადამიანი ჰოსპიტალიზირებულია, დაღუპულთა რიცხვმა მიაღწია 900-ს.



დაავადების სიმპტომები ასე იწყება: ცხელება, პირღებინება და დიარეა. წინა წლის (2018-2019)გრიპის სეზონი უფრო ზომიერი იყო, თუმცა ხანგრძლივი, დასრულდა 49 ათასი გარდაცვალებით და 590 ათასი ჰოსპიტალიზაციით. 2017-2018 წლებში გრიპის ეპიდემია უფრო სასიკვდილო იყო და შეიწირა 61 ათასი ამერიკელის სიცოცხლე.


არსებობს დიდი შანსი, რომ გრიპის სეზონი ამ თვეში მიაღწევს პიკს, რაც უჩვეულოდ ადრეა.

გრიპის სეზონი, როგორც წესი, პიკს თებერვალში აღწევს. ექსპერტების აზრით, ამან შეიძლება ძალიან ცუდი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გამოიწვიოს.

0
401
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
401
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0