x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ყველა ოცი მილიარდი ადამიანი აღსდგება, ვინც დედამიწაზე ცხოვრობდა და გარდაცვლილია"-დავით კალანდია
image

პუბლიცისტი დავით კალანდია შემდეგი შეინაარსის პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში:



„იეღოვას ერთ უშუალო მოწმესთან მქონდა გააზრებული ლაპარაკი. უფრო სწორედ, ის ლაპარაკობდა, მე გაფაციცებით ვუსმენდი და კითხვებს ვუსვამდი, თვითგანვითარების ამბავში. სულ მინდა გავიგო რა ძალა ადგათ ამ საცოდავებს: ტ**ში კურკლი უხმებათ, და მაინც დილიდან საღამომდე ქუჩაში დგანან თავიან უღიმღამო ბუკლეტებთან, დაწანწალებენ ოჯახ-ოჯახ, სადგურ-სადგურ და ღობე-ყორე, სულ შეურაცხყოფის რეჟიმში იმყოფებიან და კაპეიკ-ფულს ამაში არ იღებენ. ფულს იეღოვას რიგითი ჯარისკაცები არ იღებენ, თორემ მათი მთავარი გენერალი, რომელიც სადღაც ამერიკაში ზის, იცოცხლე – მილიონერია.


ვსეირნობდით, ვლაპარაკობდით: -რა ძალა გადგია?-ვეკითხებოდი. -როგორ თუ რა? მარადიული ცხოვრებისთვის ვემზადები. ყველა აღსდგება და მარადიულად იცოცხლებს. -არ მინდა მარადიული სიცოცხლე-ვუპასუხე – რა უნდა ვაკეთო მარადიულად? -რაც გინდა ის აკეთე-მიპასუხა- ეს იქნება უფლის ჯილდო. – ყველა აღსდგება? -აბსოლუტურად ყველა! -ავიცა და კარგიც? -ავიცა და კარგიც. -მეფე ლირიც?-ვიხუმრე ჩემი ჭკუით -აუცილებლად-დამაჯერებლად მიპასუხა- მეფეც აღსდგება, ლირიც და მისი მოდგმაც. მივხვდი, რომ არ იცოდა ვინ იყო მეფე ლირი. მერე კი გამახსენდა, რომ მეფე ლირი მართლა არსებობდა, ლეირი ერქვა და მთელი ის სიუჟეტი ოდესღაც მოხდა, ოღონდ ჰეფი-ენდით დასრულდა. ასე რომ, მართლა შეიძლება აღსდგეს მეფე ლეირი და კვლავ სისულელე ჩაიდონოს, უკვე მარადიული სისულელე. -კარგი, ლირი იქით იყოს და მკვდრები როგორ აღსდგებიან, ჩონჩხების სახით? და ჩვეული არტისტობით წარმოვუდგინე როგორ დადიან ჩონჩხები და როგორ იკბინებიან. იდაყვზე ხელი მოისრისა, სადაც ვუკბინე და მიპასუხა:




-არა, ყველა აღსდგება ლამაზი, ტანადი, მხარბეჭიანი და მკერდსავსე. -და პოტენციაზე რას იტყვი? -ასეთი სიტყვები მე არ მესმის და არც მინდა მესმოდეს-მკაცრად მიპასუხა. -კარგი, მჯერა, და კიდე… არ დამიგდო ყური, თავისი გააგრძელა: -ყველა ოცი მილიარდი ადამიანი აღსდგება, ვინც დედამიწაზე ცხოვრობდა და გარდაცვლილია. -რამდენი??? -ოცი მილიარდი. -საიდან მოიტანე ეს ციფრი “ოცი მილიარდი”? -ზუსტად ვიცი, ამდენი ადამიანია გარდაცვლილი 6000 წლის მანძილზე. აი აქ კი ვეღარ შევიკავე ემოციები და ვწვდი კისერში: -დურა-ვყვიროდი მე-1800 წლისთვის მხოლოდ 1 მილიარი ადამიანია დაფიქსირებული ამ ჩვენ ცოდვით სავსე დედამიწაზე, 20 მილიარდი საიდან მოიტანე? -ჩვენმა დამრიგებელმა ასე თქვა, და მის ნათქვამს წყალი არ გაუვა. მერე კიდე ციტატებს მიკითხავდა ბიბლიიდან, შეეცადა რაღაც საგალობელი ემღერა, მაგრამ არც სმენა ჰქონდა და არც ხმა და ტაფა ჩავარტყი. ეწყინდა და შესახვევში შეუხვია.



ამაზე დავშორდით... . ტაფისა და შესახვევის გარდა ერთი სიტყვა არ მომიგონია, ჩემი დედას გეფიცებით, მეცოდება, კარგი ადამიანია, მაგრამ იმ თავის იეღოვას გადამკიდე, კვირაში ორი დღე მუშაობს, შპალერს აკრავს, ძალიან უჭირს, მაგრამ თავისას არ იშლის. იეღოვობს და მოწმობს. ამ დროს განათლებით ეკვილიბრისტია. ხო, დამავიწყდა მეთქვა, არჩევნებზე უკვე 30 წელია არ დადის. და მისთვის მიშა-გრიშა- ანრი და ვალოდია ახვარიძე ერთი სატანაა. ამაში კი ცოტა ვეთანხმები. ცოტა."

image

მოძრაობა "იეჰოვას მოწმეები" XIX საუკუნის 70-იანი წლებიდან იღებს სათავეს, მისი დამაარსებელი "ბიბლიის მკვლევარი" ჩარლზ რასელი, რომელმაც პენსილვანიაში დააარსა გამომცემლობა „საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება”. რასელი იყო „სკს“-ს პირველი პრეზიდენტი, თუმცა თავად თავს არ მიიჩნევდა "იეჰოვას მოწმედ", ტერმინი დამკვიდრდა მოგვიანებით 1931 წელს 26 ივლისს ჩატარებული კონგრესის შემდეგ.


1933 წლიდან ორგანიზაცმიამ დაამტკიცა, რომ ქრისტეს მეორედ მოსვლის პერიოდის ათვლა 1914 წლიდან იწყება, "იეჰოვას მოწმეების "ყოველი ახალი პრეზიდენტი ასახელებდა "მეორედ მოსვლის "თარიღს, რომელიც უკვე 7-ჯერ დასახელდა და შვიდივეჯერ მცდარი, თუმცა ყოველ ახალ დასახელებულ თარიღს ახალი ენთუზიაზმით ელიან "იეჰოვას მოწმეები"


1980-იანი წლებიდან მსოფლიო პოლიტიკური ცვლილებების შედეგად, ქადაგების არეალი გაფართოვდა და მოიცვა აღმოსავლეთი ევროპა, ყოფილი საბჭოთა კავშირი ქვეყნები, ლათინური ამერიკა და აფრიკა.


სხვა ქრისტიანული კონფესიებისაგან განსხვავებით, იეჰოვას მოწმეები უარყოფენ სამებას, უარყოფენ ქრისტეს სიკვდილს ჩვენი ცოდვებისათვის, თუმცა, სჯერათ გამოსყიდვის თეორიისა, რომლის მიხედვითაც იესოს სიკვდილი ადამის ცოდვის გამოსყიდვა იყო.

2018 წლის მონაცემებით მსოფლიოს 72 ქვეყანაში იეჰოვას მოწმეების საქმიანობა აკრძალულია.




3
1043
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1043
  
2019, 10 დეკემბერი, 10:21
ვიხალისე)))))
2019, 10 დეკემბერი, 2:28
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 9 დეკემბერი, 21:29
სადაც სიბნელეა,იქ არიან იეღოვას მოწმეები.ადრე სერიოზულ ძალად მიიჩნევდნენ და ებრძოდნენ,დღეს კი დასცინიან და ზოგს ეცოდებათ კიდეც.
0 1 3