x
მეტი
  • 23.01.2020
  • სტატია:98455
  • ვიდეო:343886
  • სურათი:460685
"წამოხტა!! შენი კეთილები...ეგრე არასდროს გამხარებია გინება..." - ვინ აგინა გიგა მაქარაშვილს
image
სამოქალაო მოძრაობა "სირცხვილიას" აქტივისტი გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში სახალისო ამბავს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.


"მაგარი ამბავი გადამხდა !


საშინელი სუსხია, ძალიან უბერავს, უჟმურზე უჟმური ამინდია, სიცოცხლე რომ გეზარება ისეთი არემარე...გზის პირას ავტობუსის გაჩერებასთან შევჩერდი შუქნიშანზე. იქვე სკამზე ძალიან თხლად ჩაცმულ 60 წლამდე კაცი ზის გაუნძრევლად, თვალებ დახუჭული.


ვააა, ამ სიცივეში როგორ ძლებს, რა მაგარია მეთქი. მერე მივხვდი რომ მაგარი კი არა, გაჭირვებული იყო, მერე მივხვდი რომ ერთდროულად ყველაზე მაგარიც და გაჭირვებულიც ვერ შეძლებდა ამ ამინდში დაძინებას და შემეშინდა.



ამ დროს უკნიდან ერთდროულად რამდენიმე მანქანამ ამიტეხა სიგნალი, ოეეე მწვანეაო. დავძარი მანქანა და იქვე მივაჩერე. მივვარდი გაჩერებასთან.


საერთოდ არ ინძრეოდა საწყალი ძალიან შემეშინდა და შორიდან მორიდებით წავკარი ხელი მხარზე. თან ჯიგარო, გაიღვიძე მეთქი ჩავძახე. არც კი შეტოკებულა სასწრაფოში ან საპატრულოში დავრეკავ მეთქი გავიფიქრე, გულს ბაგაბუგი გაუდიოდა.


სანამ ტელეფონს ამოვიღებდი ერთი მაგარი შემოვარტყი სახეში. წამოხტა!!! შენი კეთილების ტრაკი მოვ...ნ ვიღაცა ხარ, ძლივს ჩამეძინაო. ეგრე არასდროს გამხარებია გინება. კაი ბოდიში ჯიგარო მეთქი. ისევ იმ პოზაში დაჯდა, თავი მარცხენა მხარეს გადააგდო და ძილი გააგრძელა.

ჯანდაბა და დოზანა ოკუპანტებს!"

1
754
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
754
  
2019, 9 დეკემბერი, 9:21
საერთო ჯამში,კეთილშობილი ბიჭი ყოფილხარ,გიგა.გაიხარე .
0 1 1