x
მეტი
  • 26.01.2020
  • სტატია:98556
  • ვიდეო:343985
  • სურათი:460817
ლორენს სტერნი "სენტიმენტალური მოგზაურობა საფრანგეთსა და იტალიაში"

image

სენტიმენტალიზმი, როგორც მიმდინარეობა წარმოიშვა მე-18 საუკუნის მეორე მეოთხედში. თავად ტერმინი „სენტიმენტალიზმი“ ლიტერატურატმცოდნეობაში ლორენს სტერნის „სენტიმენტალური მოგზაურობის“ (1768 წ.) გამოქვეყნების შემდეგ გავრცელდა. მთავარ ლიტერატურულ ფორმას ამ მიმდინარეობაში მოგზაურობის ჟანრი წარმოადგენს. მართალია, მოგზაურობის აღწერაარც მანამდე იყო უცხო ევროპელი მწერლებისათვის, თუმცა სენტიმენტალიზმში მან წამყვანი ადგილი დაიკავა. სენტიმენტალიზმს ნამდვილი მოვლენებისადმი სპეციფიკური მიდგომა ახასიათებს. მასში სიცოცხლის ცნება მეტად სპეციფიკური კუთხითაა დახატული. მეოცნებე გმირის მოგზაურობა, ფეხით სიარული სოფლებში, დანახულისა და განცდილის აღწერა უსიუჟეტოდ- ეს არის სენტიმენტალიზმის არსებითი მახასიათებლები. სენტიმენტალიზმის მოქმედი გმირები პასიურები არიან, არაფერს აკეთებენ რეალობის გასაუმჯობესებლად და საკუთარი ოცნებითა და ფიქრებით სინამდვილესთან შეუსაბამობაში მოდიან. ეს ფაქტი კი იწვევს ლირიკული ელემენტების სიჭარბეს. სენტიმენტალიზმმა ლიტერატურაში ინდივიდუალიზმის პრინციპები დაამკვიდრა, რომლის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ყოველ პერსონაჟს რაიმე განუმეორებელი თვისება უნდა გააჩნდეს.image

თუ კი ამ მახასიათებლების მიხედვით უფრო კონკრეტულად განვიხილავთ ნაწარმოებს, ნათელია, რომ „სენტიმენტალური მოგზაურობა“ ეს არის რომანი სიუჟეტის გარეშე, რადგან მასში მოთხრობილია მოგზაურობა, რომელსაც არ აქვს მიმართულება. თითქოს მოქმედებები იმდენად სპონტანურია, რომ არ საჭიროებს წინასწარ რაიმეს განჭვრეტას ანდაც დაგეგმვას. ეს არის ამბავი იორკისა, რომელიც შექსპირის „ჰამლეტის“ ერთ-ერთი პერსონაჟის სახელს ატარებს. შექსპირისეული იორკი მოგონებებისა და წარსულის ერთიანი განსახიერებაა. თხრობის სტილი სრულიად ახალი ინოვაციაა, იგი არ მიყვება დროის ნაკადს, არამედ ფრაგმენტალურად გადმოგვცემს მოგონებებს, რომლებიც თითქოს ფაზლს ქმნიან და მათი ამგვარი დანაწევრება მეტ ემოციასა და სენტიმენტებს მოიცავს, ვიდრე სწორხაზოვანი თხრობა მოახერხებდა. ამბავი თავის თავში მოიცავს როგორც ფილოსოფიურ მღელვარებას, ისე დრამატულ მომენტებსა და ირონიულ ინციდენტებსაც. ავტორი წარმოჩენილია განსაკუთრებული ნიჭით, შეიცნოს ადამიანები მათი ფიზიკური შეხედულებით. თავდაპირველად ეს მკაფიოდ არის გამოხატული, მაგრამ შემდგომში იორკი თითქოს ხვდება, ამ მიდგომის მცდარობას და თავს ანებებს წინასწარი დასკვნების გამოტანას. იგი ცნობისმოყვარე და მელანქოლიური პერსონაჟია. ცდილობს მისწვდეს ყველასა და ყველაფერს, სადაც კი გული გაუწევს. სწორედ გულია მისი მმართველი, რომელიც გონებაზე აღმატებულია და უბიძგებს მას ამა თუ იმ კონკრეტული მოქმედებებისაკენ. ტექსტში ვკითხულობთ: „როდესაც გული წინ უსწრებს გონებას, იგი განსჯის უნარს უამრავი საზრუნავ-სადარდებლისგან ათავისუფლებს“, ეს კი შესაძლოა გაგებულ იქნას ავტორის საბუთად, თუ რატომ შექმნა მან ემოციებზე (პირობითად- გულზე) დამყარებული პერსონაჟი.

იორკის სახით ავტორი ამ ცხოვრების სირთულეზეც საუბრობს და ამასთან, ცდილობს დაგვანახოს საკუთარი დამოკიდებულება, რომელიც პრობლემათა გადაჭრის გზად ესახება: „დიდი ჭირვეული ვინმე ბრძანდება ეს ჩვენი წუთისოფელი“; „ამ ქვეყნად სადაცარ უნდა გაიხედო, ყველან დიდი ცოდვა-ბრალიტრიალებს“- წერს ავტორი და მოგვიანებით დაურთავს: „კაცი რომკაცს დაუზავდება, მაშინვე ხელში ბუმბულზე მეტად შეუმსუბუქდება ხოლმე უმძიმესი ლოთონთაგანი!“. იორკისთვის ადამიანური უთიერთობების პრივილეგია აშკარად იკვეთება, როგორც ამ სიტყვებით, ასევე მისი მოქმედებებითაც. მისი ფრანგი მსახური, რომელსაც თითქმის არაფერი ეხერხებოდა, ამის ნათელი დასტურია.

იორკის პერსონაჟი ნაწარმოების განმავლობაში მარტო თითქმის არ რჩება. ეს განპირობებულია მისი მიდრეკილებით ქალებთან ურთიერთობისადმი. მუდმივად ვიღაც ჩნდება და ის ახერხებს გულში მოხვედრას. მოქმედი პირი მარტყუარა ნამდვილად არ არის, თუმცა ადამიანურ ურთიერთობებში არეული ნამდვილად გვესახება. მისთვის ძალიან მარტივია იყოს შეყვარებული ხან ერთ, ხან კი მეორე ქალბატონზე. ამას ყოველთვის მოწიწებით გამოხატავს და არც გრძნობათა თუ ემოციათა სიჭარბეს გაურბის. მისთვის ეს ყველაფერი ცხოვრებისეული გასაღებია. უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ რომანი დაუსრულებელია. თხრობა სწორედ ისეთ ადგილას წყდება, სადაც დიდად სავარაუდოა იორკის აფექტური მდგომარეობის გამოხატვა. მისი პერსონაჟი შემდგარია იმდენად, რომ იგი თითქოს ავტორის სამყაროს მიღმაც აგრძელებს არსებობას.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პერსონაჟი, რომელსაც ვხვდებით ეს არის ბერი ლორენცო. იგი ნაწარმოების დასაწყისშივე გვევლინება. იგი მიდის იორკთან დახმარების სათხოვნელად და არა მხოლოდ უარს, გესლიან პასუხს იღებს და ასე ტოვებს დამწუხრებული მას. მოგვიანებით იორკი იაზრებს რა საკუთარი ქმედების უსამართლობას, თითქოს სინანული იღვიძებს მასში და ეს არის პირველი კვანძი, სადაც ჩვენთვის, მკითხველთათვის მისი პერსონაჟი იხსნება. ის წარმოადგენს ულევ ემეცოათა ერთმანეთში მონაცვლე ფიგურას. მისი დახმარებით ავტორმა შეძლო შეექმნა ახალი სახის განვითარებადი სიუჟეტი, რომელიც ისეთ ეფექტს ქმნის, თითქოს საერთოდაც არ გააჩნდეს თანმიმდევრული წყობა და იყოს მხოლოდ ერთმანეთთან კავშირის რ მქონე ფრანგმენტები. ამ წიგნის წასაკითხად თითქოს მკითველიც მის ემოციურ ხაზს უნდა მოერგოს. რამდენადაც ნაწარმოებში განხილულია მოგზაურთა სხვადასხვა სახეები, ამ ჩამონათვალში იორკი საკუთარ თავს სენტიმენტალურ მოგზაურებს მიაკუთვნებს, საიდანაც მომდინარეობს კიდეც სათაური. ამ მოგზაურობის აღწერა კი უპირისპირდება ინგლისურ ლიტერატურაში მანამდე არსებულ სხვა მოგზაურობათა ციკლს: მას არც ჩვეული საწყისი აქვს და არც დასასრული, ამასთან, მისი აღწერა და მიმდინარეობაც სრულიად განასხვავებს მას წინამორბედი მწერლების წერის სტილისაგან.

0
83
შეფასება არ არის
ავტორი:ლია ხვადაგიანი
ლია ხვადაგიანი
83
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0