x
მეტი
  • 23.01.2020
  • სტატია:98452
  • ვიდეო:343886
  • სურათი:460685
7 ყველაზე საინტერესო ფაქტი ოქროს შესახებ, რომელიც ოქროს სამკაულზე აზრს შეგაცვლევინებთ

ოქრო — ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული და მოთხოვნადი ძვირფასი ლითონია. მისი უნიკალურობა, ამ ლითონის იშვიათობი, სილსმაზით და საოცარი ფიზიკური თვისებებით არის განპირობებული. აქ კი, 7 ფაქტს წარმოგიდგენთ, რომელიც აღნიშნულ ლითონის სხვა, ტრადიციულისგან განსხვავებული, რაკურსით დაგანახვებთ.


image

imageI. 1947 წ. პირველად მოხდა ვერცხლისწყლიდან ოქროს სინთეზირება. შეიძლება ითქვას, რომ ალქიმიკოსებმა წარმოუდგენელ შედეგს მიაღწიეს: ლითონი — ოქროდ აქციეს. ეს ხუმრობით! სინამდვილეში, ყველაფერი, ერთ-ერთი ექსპერიმენტის დროს, შემთხვევით მოხდა. მაგრამ, ყველაზე საინტერესო, ამ შემთხვევაში ის არის, რომ — ვერცხლისწყლიდან ოქროს წარმოების პროცესი, ამ ხერხით მიღებულ ოქროზე, 10-ჯერ ძვირი ჯდება.



II. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, კაცობრიობის არსებობის მანძილზე, 200 ათასი ტონა ოქროა მოპოვებული. ამასთან, მისი უდიდესი ნაწილი, უკანასკნელი 200 წლის მანძილზე. უკვე მოპოვებული ოქროს, დაახლოებით, 15% მეორადი გადამუშავება ხდება, რაც იმის ვარაუდის საშუალებას იძლევა, რომ ჩვენ, სავსებით შესაძლებელია, შუა საუკუნეებში მოპოვებული ოქროსგან დამზადებუ სამკაულს ვატარებდეთ.



III. მიწის წიაღში თითქმის იმდენივე ოქროა, რამდენიც უკვე მოპოვებულია. უკვე აღმოჩენილი და დასამუშავებლად მონიშნული საბაბადოებით თუ ვიმსჯელებთ, ოქროს მარაგის საერთო რაოდენობა, დაახლოებით, 150 000 ტონაა უნდა იყოს.



IV. ოქროს სამკაული, მისი გამუდმებით ტარების შემთხვევაში, თანდათანობით წონაში მცირდება, ანუ ცვდება. საქმე იმაშია, რომ ლითონის ნაწილაკები, სამოსთან შეხებისას, ქსოვილის ბუსუსებს ედება და იქვე რჩება — ეს უწყვეტი პროცესია და მოლეკულების დონეზე ხდება. მაგ., 10 გრამიანი ძეწკვის წონა, 50 წელში, შეიძლება, განახევრდეს კიდეც.



V. ოქრო სამკაულის შესაქმნელად არასდროს გამოიყენება ოქრო სუფთა სახით. სუფთა ოქრო მხოლოდ ზოდებშია, რადგან ის რბილი ლითონია და ადვილად დეფორმირდება. ოქროს ნაკეთობას ყოველთვის აქვს სინჯი, რომლის მიხედვით, შეგვიძლია იმის გაგება, თუ რამდენია მასში ოქროს შემცველობა. მაგ., თუ სინჯი 585-ია, ეს იმას ნიშნავს, რომ ლითონის შენადნობში, რომლიდანაც სამკაულია დამზადებული, ოქროს რაოდენობა 58, 5%–ია, დანარჩენი — ლიგატურა არის (ლითონის სხვადასხვა სახის დანამატი, რომელიც რბილი ლითონის გასამაგრებლად და ნაკეთობის თვისებების გასაუმჯობესებლად გამოიყენება). ოქროს შემთხვევაში, ეს შეიძლება იყოს პალადიუმი, ვერცხლი, სპილენძი, პლატინა ან ნიკელი.



VI. სირბილის გარდა, ოქროს კიდევ ერთი უნიკალური თვისსება აქვ — ის ძალიან მძიმეა. 1 კუბური მეტრი ოქრო 30 ტ. იწონის. შედარებისთვის, იგივე რაოდენობის ფოლადის მასა, მხოლოდ 7-8 ტონაა.



VII. როგორც აღვნიშნეთ, ოქრო ძალიან რბილი და პლასტიური ლითონია და წარმოუდგენელია, მაგრამ, 1 გრამი ოქროდან 3 კმ. ძაფის გამოწელვა შეიძლება. ამ ძაფით კი როგორც ოქროს აქსესუარების, ის სამოსის მოქსოვა შეიძლება. მაგ., გინზი ტანაკას (Ginza Tanaka, იაპონური საიუველირო კომპანია) ოქროს კაბა, რომელიც 1 კგ. და 100 გრ. იწონის 245 000 $ ღირს, ოქროს საცვლები 16 000 $, არის აბრეშუმის და ოქროს კპმბინაციებც და სამოსის ცალკეული ელემენტები, ნაქარგები, რომელიც მას უნიკალურს და გამორჩეულს ხდის.


imageimageimageimageimageimageimage

ოქრო — უნიკალური ლითონია, რომლის ფასი გამუდმებით იზრდება და ის ყოველთვის იქნება სიმდიდრის, წარმატების და კეთილდღეობის სიმბოლო.

imageimageimageimageimageimageimage






0
761
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
761
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0