x
დაზვერვა და კონტრდაზვერვა (ნაწილი 1)

image

ეროვნული უსაფრთხოების განმარტება ყველა დისციპლინას სუბიექტურად ესმის. მაგალითად, ეკონომიკური სექტორი მიიჩნევს, რომ ეკონომიკური სიძლიერე ეროვნული უსაფრთხოების პირდაპირპროპორციულია, სამოქალაქო სექტორი მას მოიზრებს საზოგადოებრივი ჩართულობის პოზიტიურ შედეგად, სამართლებრივი სექტორისთვის კი ეს კონსტრუქციულ ნორმათაა სისტემაა.ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა ზემოთხსენებული და სხვა მიმართულება მართებულად ხსნის, რადგან ეროვნული უსაფრთხოება, სწორედ, სხვადასხვა დამოუკიდებელი ინტეგრალებით შედგება. კვეთის საერთო წერტილი შემდეგში მდგომარეობს- თუ ერთი სექტორი მაინც გამართულად ვერ წარმოებს სახელმწიფოში, ეროვნული უსაფრთხების სისტემაც ხელოვნური იქნება.სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეროვნული უსაფრთხოება წარმოადგენს ბაზისს, რომელზედაც სხვა მიმართულებები სტრუქტუირდება, შიდა და გარე სტაბილურობის დაცვა, რომლის წარმატებულად შესრულება ქვეყნის მნიშვნელობას განაპირობებს რეგიონსა და საერთაშორისო ასპარეზზე. ქვემოთ ჩვენ ვისაუბრებთ ეროვნული უსაფრთხოების ორ მამოძრავებელ ღერძზე - დაზვერვაზე, როგორც ინფორმაციის წყაროს მოპოვების მეთოდზე და კონტრდაზვერვაზე, უშიშროების სამსახურის სისტემურ დანაყოფზე, რომელიც სახელმწიფოს იცავს სხვა (მტრული, აგრესორი) ქვეყნის დაზვერვის სამსახურისგან.

ხატოვნად რომ ითქვას, დღესდღეობით, დაზვერვა და კონტრდაზვერვა ხელოვნების დონეზეა აყვანილი თავისი შინაარსობრივად მდიდარი წარსული, ვარიაციული მოქმედებების და ლეგენდების გამო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სნოუდენის „უისთბლოუინგის“ (მხილების) შემდეგ, FISA-ს კანონში საგარეო დაზვერვის შესახებ, ფაქტობრივად, ყველა ნორმა ბათილად იქნა ცნობილი, რაც სახელმიწფო-ფარულ მიყურადებას კონსტიტუციურად ან/და კანონიერად თვლიდა. ვინაიდან, ზემოთხსენებული რედაქტირების შემდეგ, სახელმწიფოს ძალაუფლება შეიკვეცა, სახელმწიფო დაზვერვის ინტეგრირება კერძო სექტორში დაიწყო, კერძოდ, გაჩნდა კერძო-სამხედრო ორგანიზაციები, უსაფრთხოების კორპორაციები, რომელიც კვაზი-სახელმწიფო ბუნებისაა და სადაზვერვო საქმიანობას ეწევა. დასკვნა ერთია - სადაზვერვო საქმიანობის მეთოდები, რომელიც ორმა უზენაესმა სასამართლომ და 150-მა სახელმწიფომ აკრძალა ძალაში რჩება მხოლოდ ქვეყნებისთვი და არა კომპანიებისთვის. მაგალითად, „არქიმედეს ჯგუფი“ (Archimede Group), რომელიც შეიქმნა 2017 წელს და ოპერირების არეალს წარმოადგენს მედია საშუალებები. ყველაზე გახმაურებული შემთხვევა მოხდა 2019 წლის იანვარში, როცა ფეისბუქის ადმინისტრაციამ, გამოძიების მეშვეობით, დაადგინა, რომ „არქიმედეს“ ჯგუფმა ერთ მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა, რათა ფეისბუქზე გავრცელებული პროპაგანდის შემცველი რეკლამები. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აქ წარმოიშვება დილემა - ერთი მხრივ ეს უკანასკნელი კერძო კომპანიაა და კომერციული კამპანიები მისი პრეროგატივაა, თუმცა წმინდა სამხედრო თვალსაზრისით, იგი შეიცავს ინფორმაციული და ფსიქოლოგიური ომის უამრავ ელემენტს

გამოყოფონე ორი სახის დაზვერვას - სტრატეგიული და ტაქტიკური დაზვერვა. სტრატეგიულ დაზვერვის შედგენა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე წყდება, როცა ტაქტიკური დაზვერვა მთლიანად დამოკიდებული მონაწილე სუბიექტებზე. მთავარი განსხვავების პოვნა არ გახლავართ ტრივიალური - ტაქტიკური დაზვერვების ერთობლიობას ეწოდება სტრატეგიული დაზვერვა. რაც შეეხება დაზვერვის საბოლოო დანიშნულებას, მისი ამოცანაა მიეწოდოს დანიშნულ პირს/ობიეექტს/სტრუქტურას/ორგანიზაციას ინფორმაცია ანალიზისთვის. ანალიზისთვის მიწოდებული წყაროები მრავალფეროვანია, თუმცა განვიხილოთ ყველაზე მთავარი:

  • სმენადობა, ულტრა-ბგერითი წყაროები (acoustics) - ეს გახლავთ ბგერითი ტალღები, გამოსხივება, რომელიც იძლევა უზუსტეს ინფორმაციას დაინტერესების ობიექტზე, ძირითადად გამოიყენება წყალქვეშა სამხედრო გემებში, რომელიც სენსორით განსაზღვრავს სხვა სახელმწიფოების ხომალდების ყველანაირ მდგომარეობას;
  • გამოსახულება - ამ წყაროსითვის იყენებენ ინფრაწითელ დაზვერვას, რითაც დგება ულტრაიისფერი გამოსახულება, რითაც ხდება დაინტერესების ობიექტის იდენტიფიცირება, ამოცნობა, მოქმედება და ლოკაციის დადგენა;
  • სიგნალები - ეხება ყველა სახის სიგნალს სხვა სახელმწიფოში, უფრო ზუსტად, დივიზირდება კუმუნიკაციების, ელექტრონული და ტელემეტრიული მიმართულებებით;
  • რადიაციები - დაზვერვის ეს წყარო არ შეიცავს ენერგიას, რომელიც წარმოიქმნება ბირთვული დეტონაციების ან რადიოაქტიური წყაროებისგან. პირიქით, ეს ეხება ელექტრონული სისტემებიდან ენერგიის უნებლიერ ემისიას. უფრო მარტივად, რომ ვთქვათ დაზვერვის ეს წყარო შეიძლება შიდასახელმწიფოებრივი არეალისკენაც იყოს მიმართული, რათა აღმოაჩინონ ახალი ენერგეტიკული ველები;
  • აგენტურა - აგენტები, ჯაშუშები, “თხუნელები’’, ‘’უკვდავები’’, ამ სახელით მოიხსენიებენ მზვერავებს, რომელთაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ. ადამიანური რესურსი დაზვერვის ამოსავალი წერტილია, თავისი რისკებით, როცა სხვა სახელმწიფო მზვერავის გადაბირებას ახერხებს. სამაგიეროდ, ის მზვერავები, რომელიც ოპერაციის პროცესში დაიჭირისე, წამება გამოიარეს, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ხდებიან გმირები, წერენ პოპულარულ წიგნებს და ა.შ. მზვერავის პროფესია უპირატესად განსხვავდება კონტრმზვერავი პროფესიისგან - ჯაშუში უცხო კონდიციებში მოქმედებს, დამოუკიდებლად და თავისი ტალანტების ამარად, როცა კონტრმზვერავი სამშობლოში მუშაობს, რასაც თან ერთვის ფსიქო-ფაქტორი დაიცვას სახელმწიფო მტრისგან. მზვერავების შედარებით ნათელი მაგალითია საელჩოები სადაც ორი იერარქია შეიძლება მოქმედებდეს - გარე იაერარქია, რასაც ვხედავთ ფორმალურად და შიდა იერარქია, მაგალითად სადაზვერვო ქსელის ხელმძღვანელი შეიძლება იყოს არა თავად ელჩი, არამედ ყველა დაბალი საფეხურის თანამშრომელი.
  • უსაფრთხოების მკვლევრებს არ შეუძლიათ ზუსტი ინფორმაცია ივარაუდონ თუ რა დეტერმინატები განაპირობებენ დასაზვერვი ობიექტების შერჩევას, თუმცა ყველაზე საინტერესო ნაწილი, პროცესთან ერთად, გახლავთ კულტურული მაპინგი[1]. კულტურული მაპინგის ნიმუშია ამერიკული მოდელი, განვიხილოთ ეს უკანასკნელი:

  • დაზვერვის ინტერესების იდენტიფიცირება - დაზვერვის სამსახურის ანალიტიკოსებს ევალებათ გამოიკვლიონ კულტურული გარემო, პოლიტიკური კულტურა და გასცენ პასუხები თუ რა შეიძლება მოჰყვეს ან არ მოჰყვეს კონკრეტული გარემოების დადგომას. აგრეთვე, რა დონეზეა ელიტარული კორუფცია, სახელმწიფოს სოციალური ფუნქციები და რა გავლენა შეიძლება იქონიოს საზოგადოების კულტურულ ღირებულებებს უსაფრთხოების მდგრადობაზე;
  • აქტორების შერჩევა - პირველი ფაზის შემდეგ, ანალიტიკოსებმა უნდა გამოკვეთონ ის აქტორები, რომლებიც განაპირობებენ კულტურულ ვაკუუმს საზოგადოებაში. ავიღოთ საქართველოს მაგალითი, საქართველოს სახელმწიფოებრივ პირობებში, სამი სახის ლიდერი განაპირობებდა კულტურული კონდიციების ჩამოყალიბებას : ა) რელიგიური ლიდერი - უმაღლესი რანგის სასულიერო პირები, რომლებიც დიდ ავტორიტეტით სარგებლობენ ქართულ საზოგადოებაში.გარდა იმისა, რომ მათი მთავარ საზრუნავს სულიერების განმტკიცება წარმოდგენდა, არცთუ იშვიათად მათი მიმართვები მხარდამჭერ რაკურსს წარმოადგენდა, ბ)პოლიტიკური ლიდერები, გ) ავტორიტეტები - ეს უკანასკნელი გახლავთ სხვა დანარჩენი ნიშნით არსებული პირები, რომლებიც ხალში დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ - მორაგბეები, მოჭადრაკეები, ბიზნესმენები, ისტორიკოსები და სხვა ადამიანები, რომლებიც დიდი გავლენით სარგებლობდნენ აპოლოტიკურ ინსტიტუტებზე;
  • კულტურული გავლენის სპექტრის შეკრება.
  • დღესდღეობით საფუძველი ეყრევა ახალ დაზვერვით დისციპლინას - კორპორაციულ დაზვერვა. ბიზნეს დაზვერვა იმდენად ეფექტიანი და დროში დინამიური გამოდგა, რომ ზოგიერთმა სახელმწიფომ დაიწყო ამ მიმართულებით თანმიმდევრული მუშაობა, რათა დაზვერვის ზოგიერთი ინსტრუმენტი დეცენტრალიზებული ყოფილიყო. ამ პროფილის შესაბამისად შეიქმნა დაზვერვის კერძო სააგენტოები (Private Intelligence Agencies).არ არის საფუძველს მოკლებული ის მოსაზრება, რომ სახელმწიფოები, სადაც ეს უკანასკნელი სააგენტოები ფუნქციონირებენ, ატარებენ დაზვერვის სამსახურის ბუნებას, მხოლოდ იმ პრივილეგიით, რომ მოქმედებენ საკუთრების უფლების იურისდიქციაში, რაც მათ უფლებამოსილებებს უფრო ფართო არეალს უშლის, ვიდრე სახელმწიფოს. განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი:

  • „არქიმედეს ჯგუფი“ (Archimede Group) - შეიქმნა 2017 წელს და ოპერირების არეალს წარმოადგენს მედია საშუალებები. ყველაზე გახმაურებული შემთხვევა მოხდა 2019 წლის იანვარში, როცა ფეისბუქის ადმინისტრაციამ, გამოძიების მეშვეობით, დაადგინა, რომ „არქიმედეს“ ჯგუფმა ერთ მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა, რათა ფეისბუქზე გავრცელებული პროპაგანდის შემცველი რეკლამები. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აქ წარმოიშვება დილემა - ერთი მხრივ ეს უკანასკნელი კერძო კომპანიაა და კომერციული კამპანიები მისი პრეროგატივაა, თუმცა წმინდა სამხედრო თვალსაზრისით, იგი შეიცავს ინფორმაციული და ფსიქოლოგიური ომის უამრავ ელემენტს;
  • „ეგისის თავდაცვის სამსახური“ (Aegis Defence Service) - ეგისის თავდაცვის სამსახური ფუნქციონირებს დიდ ბრიტანეთში და აქვს სამდივნოები ერაყში, საუდის არაბეთში, ლიბიაში, სომალსა და მოზამბიკაში. 2005 წლის 27 ოქტომბერს გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ასახულია სამხედრო პირების მიერ ცეცხლის გახსნის ფაქტი სამოქალაქო მანქანების მიმართულებით.ვიდეორგოლები არაოფიციალურად უკავშირდებოდა ეგისის თავდაცვის სამსახურს. როგორც ამერიკულმა არმიამ, ისე აგიზმა ჩაატარეს გამოძიება ამ ვიდეოსთან დაკავშირებით; მიუხედავად იმისა, რომ ეგის ანგარიში დახურულია კლიენტის კონფიდენციალურობის მიზეზების გამო, აშშ-ს არმიის გამოკითხვამ დაასკვნა, რომ მონაწილე კონტრაქტორები მოქმედებდნენ ძალის გამოყენების ფარგლებში.
  • ბიზნეს დაზვერვის სამსახურები დღითიდღე იძენენ პოლიტიკური
    მოთამაშეებისა და დიდი გავლენის მქონე სუბიექტების ბუნებას. მას შემდეგ რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბოინგის ქარხნის თანამშრომელმა კომერციული
    საიდუმლო, სოლიდურ ფასად, მიყიდა ჩინეთს მიიღეს კანონი ეკონომიკური შპიონაჟის შესახებ, სადაც მინიმუმამდეა დაყვანილი ბიზნეს დაზვერვის მიერ პროვოცირებული პოტენციური სააფრთხეები, თუმცა ციფრულ სამყაროში მაინც დგას მთავარი პრობლემა - თუ ბიზნეს დაზვერვა გაიდაქცევა ინფორმაციული და ფსიქოლოგიური ომის ინსტრუმენტად, მაშინ საფრთხე შეექმნება, როგორც გლობალურ, აგრეთვე რეგიონალურ და ლოკალურ უსაფრთხოებას.


    [1] კულტურული მაპინგი გახლავთ უტყუარი მტკიციბულება იმისა, რომ სადაზვერვო საქმიანობაში კარი ღიაა მხოლოდ მრავალპროფის მქონე ერუდირებული ადამიანებისთვის, განურჩევლად პროფესიისა.

    2
    383
    შეფასება არ არის
    ავტორი:დავით შაქარიშვილი
    დავით შაქარიშვილი
    383
      
    2019, 9 დეკემბერი, 9:16
    კარგი ანალიტიკური სტატიაა საჭირბოროტო თემაზე.
    0 1 2