x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
Mediator image
როგორ წარმოიქმნა კოსტა–რიკას სფეროსებური ქვები – ახალი ვერსია

მეცნიერები რა ხანია ამ ქვების წარმოქმნაზე ფიქრობენ, მაგრამ ჯერ-ჯერობით, მხოლოდ ვერსიები არსებობს და ისიც, არადამაჯერებელი. ეს განსაკუთრებით იმ ვერსიებს ეხება, რომლებიც ამ ქვების შექმნას არამიწიერ ცივილიზაციებს უკავშირებენ და ეს იმ ფონზე, როდესაც თავად ამ ცივილიზაციების არსებობა, ჯერ დამტკიცებული არ არის. იქნებ, კოსტა-რიკას ქვების წარმოქმნის საიდუმლო მეცნიერებისთვის ძალიან მარტივია და მისი გარკვევა იმიტომ ვერ მოხერხდა?! უფრო სწორად, მეცნიერები არიან ძალიან ჭკვიანები, რომ ასეთი მარტივი თავსატეხი ამოხსნან?.. როგორც ამბობენ: «ვაშლი ვაშლის ხისგან შორს არ ვარდებაო!». ახლა, იმას იკითხავთ, ეს რა შუაშიაო...


image


საქმე იმაშია, რომ ჰიპოთეზის თანახმად, რომელიც კრემნის ხეებს (გაქვავებული ფლორა) უკავშირდება, ეს ქვები, შესაძლებელია გაქვავებული ხილი იყოს. დღეს ჩვენს პლანეტაზე, გაქვავებული ხე არცთუ ისე იშვიათი სანახავია და ძირითადად, ქვის კუნძების სახით არის წარმოდგენილი. ზოგიერთ შემთხვევაში კი, იმდენად დიდი ზომის არის, რომ ხეს კი არა, მაგიდას მთას უფრო ჰგავს (დედამიწაზე იყო პერიოდი, როდესაც ხეების სიმაღლე 60–80 მ-ს აღწევდა, ზოგის სიმაღლე კი, 100 მეტრსაც აღემატებოდა).


imageimage
განსხვავება გაქვავებულ «ხის კუნძებს» და ნამდვილ მთებს შორის, მათ შინაგან სტრუქტურაშია. კუნძები ექვსკუთხა წნელებისგან შედგება, ხოლო მთები – დანალექი ქანების მასიური ფენებისგან ან მაგმისგან. ქვემოთ მოცემულ სურათზე ხის შინაგან სტრუქტურას და კრემნის კუნძს შორის მსგავსების აღმოჩენა რთული ნამდვილად არ არის.


image
imageimage
კრემნის ჰიპოთეზის თანახმად, უძველეს დროში, სავარაუდოდ, ქვანახშირის პერიოდში, ან უფრო ადრე, კრემნის ეპოქა იყო, რომლის დროსაც, კრემნის ბაქტერია არსებობდა, რომელიც ხეზე სახლდებოდა (ისე, როგორც მარჯნის პოლიპი) და მას აქვავებდა. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ყველა «ხე», რატომღას გადაჭრილია და დღეს მხოლოდ კუნძების სახით არის წარმოდგენილი.


imageimage
დღეს ყველაზე ცნობილი «კუნძი», ეშმაკის კოშკია (უაიომინგის შტატი, აშშ), რომლის სიმაღლე 265 მ-ია. ხოლო მიმდებარე ქანების ასაკი, 225–195 მლნ. წელია. მეცნიერებმა მისი შინაგანი სტრუქტურის შესწავლა დაიწყეს, მაგრამ შედეგი ჯერ ცნობილი არ არის.


imageimageimage
ახლა ის წარმოვიდგინოთ, რამსიმაღლე შეიძლებოდა ეს ხე ყოფილიყო და ის, თუ რამხელა ნაყოფი შეიძლებოდა, რომ მას ჰქონოდა. მაგ., ვაშლი, როგორც ანდაზაშია... მაგრამ, ამ შემთხვევაში, ქოქოსი უფრო თვალსაჩინო იქნება.

ეშმაკის კოშკი და კოსტა–რიკა ერთმანეთისგან არც ისე შორს მდებარეობენ. მათ მექსიკა აშორებს და სავსებით შესაძლებელია, რომ ამ ხის ნაყოფი, მაგ., ცუნამის შემდეგ, დინებას კუნძულზე მიეტანა და ხილის გაქვავება უკვე იქ მომხდარიყო.


image
ეს სფეროები რომ მართლაც ხის ნაყოფი იყო, იმით მტკიცდება, რომ რამდენიმე ქვის გადახერხვის შემდეგ, შიგნით «კურკები» აღმოაჩინეს. რაც იმას ნიშნავს, რომ ქვები ხელნაკეთი კი არა, ბუნებრივად არის წარმოქმნილი. მოკლედ რომ ვთქვათ, – ეს გაქვავებული ხილია და შეიძლება ქოქოსიც იყოს.


imageimageimage
როგორც აღვნიშნეთ, ეს მხოლოდ ვერსიაა... კვლევა ამ მიმართულებით ისევ გრძელდება და თუ ეს ვარაუდი გამართლდა, მაშინ მეცნიერებს იმის ასხნაც მოუწევთ, თუ ვინ გადახერხა მილიონობით წლის წინ, ჯერ კიდევ ცოცხალი ხეები?!


imageimage
აქ ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ადრე?..


imageimageimageimageimageimageimage






0
520
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
Mediator image
520
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0