x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134517
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
კარნი მატა - ადგილი, სადაც ადამიანები ვირთხებს ემსახურებიან, რათა ღმერთისგან არ დაიწყევლონ

image


ჩვენს სამყაროში არაერთი უჩვეულო ტრადიცია და წეს- ჩვეულება არსებობს, რომლებიც ერთი შეხედვით, იმდენად არარეალურად გამოიყურება, რომ მათი დაჯერებაც კი რთულია. მოდით, ერთ რამეზე შევთანხმდეთ, ყველა ქვეყანა და ერი უნიკალურია, თუმცა, არსებობს ამ სამყაროში რაღაცეები, რომელთა გაგებაც და ამავდროულად, მიღებაც თითოეული ჩვენგანისთვის უბრალოდ წარმოუდგენელია. მაგალითად, ინდოეთში, რაჯასტანის პროვინციაში ერთი უნიკალური ადგილი არსებობს, სადაც ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი იკრიბება. გაინტერესებთ, რითია ეს ადგილი უნიკალური?



imageimageimage

კარნი მატას ტაძარს, სადაც ვირთხების უზარმაზარი "ლაშქარი" ბინადრობს, ათასობით პილიგრიმი სტუმრობს. მღრღნელების მოსანახულებლად და პატივის მისაგებად მომლოცველები თითქმის მთელი ინდოეთიდან ჩამოდიან. ტაძარში მათ არსებობას არც ხელისუფლება და მით უმეტეს, არც მოსახლეობა არ ეწინააღმდეგება, პირიქით, ადამიანები ვირთხებს კვებავენ, მათზე ზრუნავენ და გასამრავლებლად ყველა აუცილებელ პირობას უქმნიან.



imageimageimage


ითვლება, რომ ვირთხები უდიდესი ქალღმერთის შთამომავლები არიან, ამ ქვეყნად მღრღნელების სახით მოვლენილი. თუ მათ ადამიანები ყურადღებას არ მიაქცევენ, ბედის ანაბარა დატოვებენ და მათზე განსაკუთრებულად არ იზრუნებენ, ყველა მათგანს ცხოვრებაში მწუხარება და წარუმატებლობა ელის. ამიტომ ვიზიტორები თითოეულ მათგანს პატივისცემითა და მოწიწებით ეპყრობიან. ეს სრულიად შოკისმომგვრელი სანახაობა ვერც ერთ ტურისტს გულგრილს ვერ ტოვებს, ხოლო მათი უმრავლესობა კი ტაძარში შესვლას საერთოდ ვერ ბედავს, ანტისანიტარიაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.


imageimageimage




0
262
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
262