x
ავსტრალიის დედაქალაქი კვამლმა მთლიანად დაფარა
image


მეხანძრეების თავდაუზოგავი შრომის მიუხედავად, აღმოსავლეთ სანაპიროზე ხანძარი არ გავრცელებულიყო, ავსტრალიის დედაქალაქი მომწამლავმა კვამლმა მაინც დაფარა.


თითქმის ერთი კვირაა სიდნეის მცხოვრებლები კვამლით იტანჯებიან. მედიკოსებმა სიდნეიში არაერთი რესპირატორული დაავადებით დაზარალებული დააფიქსირეს.


ავსტრალიაში ტყის ხანძარი თითქმის თვენახევარია უკონტროლოა. დამწვარი ტერიტორიების დიდი ნაწილი ახალ სამხრეთ უელსის შტატში ფიქსირდება. სტიქიასთან გამკლავებას მაღალი ტემპერატურა, ძლიერი ქარი და მოუდგომელი ადგილები უშლის ხელს.



მეხანძრეები ცდილობდნენ ხანძარი "ქვის ბაღის" ნაციონალურ პარკამდე არ მიეშვათ.


" სინოპტიკოსების ცნობით, ამინდი სამშაბათიდან მნიშვნელოვნად გაუარესდება. ამიტომ ვცდილობთ იმ დრომდე შეუძლებელიც კი გავაკეთოთ, რადგან ველით ხანძრის ისევ გააქტიურებას. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ დასახლებულ ტერიტორიაზე დღის შუქზე, რადგან წინ სამშაბათი გველის." - განაცხადა გლენ ჰოუმ, სახანძრო ბრიგადის ხელმძღვანელმა.


სწრაფად გავრცელებულმა ხანძარმა ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროზე უკვე თითქმის 700 სახლი გაანადგურა, 1500-მდე ადმინისტრაციული ნაგებობა და 2 მილიონზე მეტი ჰექტარი ტყე. გარდაცვლილია 4 ადამიანი.



0
101
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
101