x
მეტი
  • 23.01.2020
  • სტატია:98452
  • ვიდეო:343886
  • სურათი:460685
ირანმა წარმოადგინა უახლესი უპილოტო, დამრტყმელი დრონი "Simorgh"

image

ირანის სამხედრო-საზღვაო ფლოტი მალე მიიღებს შეიარაღებაში დამრტყმელ დრონს, რომელსაც ირანელებმა უწოდეს "Simorgh", რომლის პრეზენტაციაც გუშინ მოხდა ქალაქ კონარაკში. დრონის პრეზენტაციას ესწრებოდა ირანის კონტრ-ადმირალი ხოსეინ ხანზადი-იტყობინება სააგენტო "Tasnim"-ი.

image როგორც სააგენტო იტყობინება აღნიშნული უპილოტო საფრენი აპარატი შეიქმნა ირანული დამრტყმელი დრონის ბაზაზე
Shahed-129", რომელიც 2013 წლიდან იწარმოება. ახალი დრონი კი წარმოადგენს აღნიშნული დრონის მოდერნიზებულ, სამხედრო-საზღვაო ვერსიას. ირანელი ექსპერტების და სპეციალისტების თქმით აღნიშნული დრონს შეუძლია შეითავსოს დამრტყმელი, სადაზვერვო და ტაქტიკური დრონის ფუნქციები.
გაჟღერებული ინფორმაციით ახალი დრონის ფრენის სიშორე 1500 კილომეტრამდეა, ჰაერში ყოფნის დრო 24 საათამდე, პრაქტიკული ჭერი ერთი ინფორმაციით 7, 62 კილომეტრია და მეორე ინფორმაციით 5 კილომეტრამდე.
შეიარაღებაზე და სადაზვერვო მონაცემებზე ინფორმაცია არ გავრცელებულა.

0
210
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
210