x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
როგორც ჩანს და ეს სურათებიც ადასტურებს, საბჭოთა კავშირს შეიარაღებაში ჰქონდა უპილოტო საფრენი აპარატები
image რუსეთში ძნელი არაა იპოვო მიტოვებული სამხედრო მძიმე ტექნიკა, ბუნებრივია არა საბრძოლო მდგომარეობაში.
ასევე მრავლადაა სამხედრო-სატვირთო მანქანების და საინჟინრო ტექნიკის სადგომები, სადაც დროის ქარტეხილების მიერ განადგურებული თუ ჯერ კიდევ კარგ მდგომარეობაში მყოფი ტექნიკა შეგიძლიათ იხილოთ.
თუმცა ძნელია იპოვოთ სამხედრო თვითმფრინავების სადგომები, პოსტამენტებზე მდგარი თვითმფრინავები სათვალავში ჩასაგდები არ არაა, თუმცა რუსმა მაძიებლებმა შესძლეს და იპოვეს საბჭოთა კავშირის პერიოდის დროინდელი საფრენი აპარატები, როგორი უცნაური და გასაკვირიც არ უნდა იყოს, საუბარია უპილოტო საფრენ აპარატებზე.
პირველ სურათზეც უპილოტო საფრენი აპარატია "Ла-17Р (РМ)".
დავიწყოთ საბჭოთა კავშირში ყველაზე ძველი უპილოტო საფრენი აპარატით "Ла-17Р"-ით, რომელიც ლავოჩკინის საკონსტრუქტორო ბიუროში შეიქმნა.
მზვერავი-თვითმფრინავი აწარმოებდა ფოტოგადაღებებს და რადიაციული კონტროლის განხორციელებას 400 კილომეტრის მანძილზე. ყურადსაღბია, რომ თვითმფრინავზე დაყენებული აპარატურა საშუალებას იძლეოდა მაქსიმალური 7000 მეტრიანი ჭერიდან 200 კილომეტრით დაშორებული ობიექტები გადაეღო.

საფრენი აპარატის ცხვირში მდებარე ხრახნი საჭირო იყო ელექტროგენერატორისათვის რომელიც ამარაგებდა უპილოტო საფრენ აპარატზე დაყენებულ აპარატურას.
უპილოტო საფრენ აპარატში გამოყენებული იყო შემდეგი სახის ფოტოაპარატები:
"АФА-40, АФА-20" და "БАФ-21:
რადიაციული კონტროლის აპარატი «Сигма».
ტელეკამერა «Чибис».

Стартовая установка СУТР-1
გამშვები СУТР-1

საყურადღებოა, რომ პირველი უპილოტოები ერთჯერადი იყო და დავალების შესრულების მერე პარაშუტით ეშვებოდნენ დაბლა, ამის მერე იღებდნენ გადაღებულ მონაცემებს უპილოტოდან.
მხოლოდ მოგვიანებით "ასწავლეს" უპილოტოებს დაჯდომა.

Ту-141 «Стриж»

"Ту-141 Стриж"

მოგვიანებით შეიქმნა უპილოტო საფრენი აპარატი «Стриж», რომელიც ტუპოლევის საკონსტრუქტორო ბიუროში შეიქმნა.
უპილოტო, რომელიც 152 ერთეული იქნა გამოშვებული, შეიქმნა მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე რამდენიმე ასეული კილომეტრის სიღრმეში ობიექტების გადასაღებად.

Ту-141 «Стриж» (Вид сзади)
თავის დროზე მყარსაწვავიანი ძრავა მოგვიანებით შეცვალეს სხვა ძრავით "ТРД КР-17А", რომლის დახმარებითაც უპილოტო საათში 1110 კმ/სთ სიჩქარით დაფრინავდა, დაფრენა კი არ შეეძლო და დაბლა პარაშუტით ეშვებოდა.

Ту-143 «Рейс»

"Ту-143 Рейс"

ეს უკვე შედარებით თანამედროვე უპილოტო საფრენი აპარატია "Ту-143"-ი, აპარატის გამოყენება გათვლილი იყო ფრონტისპირა ზონაში დაბალ სიმაღლეზე სადაზვერვო და რადიაციული ფონის მონაცემების შესაკრებად.
აპარატი მასიურად იქნა გამოშვებული, გამოშვებულ იქნა 950 ერთეული აპარატი კუმარტაუს ვერტმფრენების ქარხანაში, მოგვიანებით წარმოება გადატანილ იქნა ვორონაჟში.

ФКР-1 (КС-1 Комета)
ФКР-1 (КС-1 Комета)

და ბოლოს თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო აღნიშნულ ეგზემპლიარზე. უცნაური შეხედულების აპარატი საფრონტო ფრთოსანი რაკეტაა, ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტა.
სწორედ ეს რაკეტები სპეციალური საბრძოლო ქობინებით გახდა ის რაკეტები, რომლებიც ორი პოლკის განკარგულებაში განათავსეს კუბაში "კარიბის კრიზისის" დროს.

ФКР-1 на Параде

0
578
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
578