x
მეტი
  • 26.01.2020
  • სტატია:98555
  • ვიდეო:343982
  • სურათი:460817
ასტროლოგიის ფარსი მეცნიერულად დადასტურდა
ადამიანების გარკვეული ნაწილი ფართოდ არიან დაინტერესებულნი ჰოროსკოპით.სჯერათ, რომ ციურ სხეულებს შეუძლიათ მათ მომავალზე, ბედზე, წარმატებასა თუ წარუმატებლობაზე გარკვეული ზემოქმედება მოახდინონ, თუმცა რელიგიის, მეცნიერების და ფსიქოლოგების დამოკიდებულება ამ საკითხის გარშემო იყოფა.

ყველაზე ავტორიტეტულ წიგნში, ბიბლიაში ნახსენები ამბავი იმისა თუ როგორ მიხვდნენ აღმოსავლეთის მოგვები ცაზე გამოჩენილი ვარსკვლავებით მაცხოვრის დაბადებას და თუ როგორ მივიდნენ მასთან თაყვანის საცემად.მეცნიერულად ცნობილია ის ფაქტიც, რომ მზეზე მომხდარი აფეთქებები დიდ როლს თამაშობს ადამიანის ჯანმრთელობაზე. მთვარეზეა დამოკიდებული ზღვის მიმოქცევაც, ასევე ციური სხეულები გვეხმარება განსაზღვროთ ამინდი, ჰაერის სინოტივე, ქარის მიმართულება და ასე შემდეგ.

მიუხედევად ამისა, არასდროს, არცერთ წმინდა მამას არ უთქვამს, რომ ციურ სხეულებს არ შეიძლება ზეგავლენა არ ჰქონდეს ადამიანთა ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე ან სულზე, ეკლესია და ზოგადად რელიგია არ არის წინააღმდეგი ასტროლოგიისა იმ შემთხევაში თუ ციურ სხეულებს შევხედავთ ისე, თუ რა უფლის ნებაა განხორციელებული მასში და არ მივიჩნევთ, რომ ციური სხეულები დამოუკიდებლად მოძრაობენ და განსაზღვრავენ ადამიანის ბედს.

ვიცით რომ ასტროლოგია არ არის ზუსტი მეცნიერება, ასე რომ ის უფრო მაგიური ფენომენია, რადგან რწმენაზეა დაფუძვნებული.ეს არის რწმენა, რომელიც მეცნიერულ ენაზე გვესაუბრება და ეს არის მეცნიერება, რომელსაც თავისი თეორიების დასამტკიცებლად მხოლოდ რწმენა აქვს.


ზოგიერთი ასტროლოგი ამბობს, რომ ასტროლოგიის მიმართ ეკლესიის დამოკიდებულება უარყოფითად მე-17 საუკუნეში შეიცვალა, თუმცა ჯერ კიდევ ესია წინასწარმეტყველი ძველ აღთქმაში ამბობს, მოგვნი მისანნი ვარსკვლავთ მრიცხველნი ცეცხლში დაიწვებიანო.

ალბათ, ძნელი იქნება ვიპოვოთ ამაზე ძველი და მკაფიო დამოკიდებულება ეკლესიისა ასტროლოგიის მიმართ.

საერთაშორისო ფორმატითაც გამოქვეყნდა ხელშეკრულება რომელსაც ხელს აწერს ასოთხმოცი გამოჩენილი მეცნიერი, მათ შორის თვრამეტი ნობელის პრემიის ლაურეატი.ეს ხელშეკრულება ასტროლოგიის ფსევდო მეცნიერებად მიიჩნიეს.

ირონიას იწვევს ასტროლოგიური პროგნოზები, რომელთა მიხედვითაც წარმატებული 365 დღისთვის აუცილებელი ყოფილა მხოლოდ ახალი წლის დადგომისთანავე დაცემინება, ხოლო ღალატის თავიდან ასაცილებლად საკმარისი ყოფილა, რომ ცოლ-ქმრის საწოლზე სხვა არავინ წამოწვეს.

გაოცდებით და სიყვარულის საპოვნელად საკმარისია ახალ წელს წითელი საცვლით შეხვდეთ.

ამ ყველაფრის შეფასება თქვენთვის მომინდვია.ფსიქოლოგები კი თვლიან, რომ ადამიანებს უყვართ იოლი გზების ძიება, რადგან თუ ჩემი საქციელი, მოქმედება, ცოდვა, ფარისევლობა, კრიმინალი განსაზღვრულია და გამოწვეულია მთვარის ეტლში იუპიტერის შესვლის გამო, მაშინ პასუხისმგებლობა ჩემზე არ გადმოდის.image

ამის შეფასება თქვენთვის მომინდია.ჩემი აზრით კი ჰოროსკოპის მოძიებასა და მის წაკითხვაში დახარჯულ დროში სჯობს ჩვენს გულებში მამაო ჩვენო წავიკითხოთ.იქნებ ჩვენი ყოველდღიურობაც და განწყობაც უფრო პოზიტიური გახდეს.ვცადოთ.

0
581
4-ს მოსწონს
ავტორი:ელენე ბოკუჩავა
ელენე ბოკუჩავა
581
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0