x
მეტი
  • 28.01.2020
  • სტატია:98595
  • ვიდეო:344017
  • სურათი:460904
ფილმ "მანდარინების" რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა
imageფილმ „მანდარინების“ რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა. ის 53 წლის იყო. ინფორმაცია რეჟისორის ახლობლებმა დაადასტურეს. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზეზად გულის შეტევა სახელდება.


ზაზა ურუშაძემ(დაბ.1966 წ)1987 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალურ ინსტიტუტი, 1988-1999წწ.იყო კინოსტუდია "ქართული ფილმი", დამდგმელი რეჟისორი; 1999-2000წწ. სააქციო საზოგადოება "ქართული ფილმის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, 2002-2004წწ. საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი.ხოლო 2013 წლიდან იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარე.


დამდგმელი რეჟისორია ფილმების: "მათთვის, ვინც მამამ მიატოვა" (1989), "აქ თენდება" (1998), "სამი სახლი" (2008), "დარჩი ჩემთან" (2011), "ბოლო გასეირნება" (2012), "მანდარინები" (2013);


იყო შემდეგი ფილმების სცენარის ავტორი: "მათთვის, ვინც მამამ მიატოვა"(1989), "აქ თენდება" (1998), "სამი სახლი"(2008), "მანდარინები" (2013); პროდიუსერია ფილმების: "სამი სახლი" (2008), "მანდარინები" (2013); გადაღებულია ფილმში: "მე მოვედი" (1981)



განსაკუთრებით დიდი წარმატება მის კარიერაში წილად ხვდა ფილმებს: "აქ თენდება"-რომელიც ანაპის, ალმა-ატის და ერევნის კონოფესატივალების ლაურეატი გახდა, ასევე გრან-პრი გადაეცა მთავარი როლის შემსრულებელს ზურაბ ბეგალიშვილს მამაკაცის საუკეთესო როლისთვის -აღმოსავლეთ ევროპის კინოფესტივალზე, ასევე ფილმი 1999 წელს ამერიკის კინოაკადემიის "ოსკარის " კანდიდატი იყო და "მანდირინები", რომელიც ნომინირებული იყო "ოქროს გლობუსზე", როგორც საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი და ამერიკის კინოაკადემიის უმაღლეს ჯილდო "ოსკარზე" საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში.

0
61
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
61
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0