x
მეტი
  • 26.01.2020
  • სტატია:98557
  • ვიდეო:343985
  • სურათი:460817
როგორ არ მივუშვათ არასასურველი აზრები სულამდე
მენტალური ვარჯიში

image


შემდეგი სავარჯიშო მდგომარეობს იმაში, რომ ის აზრები, რომლებიც არასასურველნი არიან, მაგრამ მაინც გვიძვრებიან თავში, არ მივუშვათ საკუთარ სულამდე. მაგალითად, უნდა შეგვეძლოს, რომ არ დავკავდეთ სამუშაოთი და არ დავაკაოთ საკუთარი თავი საზრუნავით, როდესაც სამსახურიდან სახლში მოვედით. უნდა გამოვრიცხოთ ყველა აზრი, რომლებსაც კავშირი არ აქვთ ჩვენს პირად ცხოვრებასთან, და მივაღწიოთ იმას, რომ სახლში შესვლისთანავე სრულიად სხვა ადამიანად ვიქცეთ. და პირიქით: თუ სამსახურში ვართ, ჩვენს საქმიანობას უნდა დავუთმოთ ყველა ფიქრი და არ დავუშვათ, რომ მათ შორს, სახლში ან სადმე სხვაგან იტრიალონ.

ეს უნდა აკეთოთ იმდენ ხანს, სანამ ჩვევად არ გექცევათ. პირველ რიგში უნდა შეეჩვიოთ იმას, რომ ყველაფერი, რასაც სამუშაოზე ან სახლში აკეთებთ, სრული გაცნობიერებულობით შეასრულოთ, მნიშვნელობა არ აქვს საქმე ეხება მსხვილმანს თუ წვრილმანს.


აუცილებელია, რომ ეს სავარჯიშო მთელი ცხოვრების განმავლობაში თან ვატაროთ, რადგანაც იგი ლესავს სულს, აძლიერებს ცნობიერებას და მეხსიერებას. თუ მოცემულ ვარჯიშში საჭირო თვისებებს მიაღწიეთ, შეგიძლიათ გადახვიდეთ შემდეგზე.

იგი მდგომარეობს იმაში, რომ შეინარჩუნოთ ერთადერთი აზრი ან ერთადერთი იდეა ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ხოლო დანარჩენი აზრები, რომლებიც მასში ძალით ერევიან, მედგრად ჩავახშოთ. აირჩიეთ თქვენი სურვილით აზრის ან იდეის რაიმე დინება ან რაიმე შესაბამისი წარმოდგენა. მთელი ძალით ჩაეჭიდეთ ამ აზრს. ყველა დანარჩენი აზრი, რომელთაც არაფერი აქვთ საერთო ამ აზრთან, ენერგიულად გააძევეთ. თავდაპირველად ამას მხოლოდ რამდენიმე წამის განმავლობაში შეძლებთ, შემდეგ რამდენიმე წუთით. უნდა მიაღწიოთ იმას, რომ შეძლოთ აზრის შენარჩუნება მინიმუმ 10 წუთის განმავლობაში. თუ ესეც შეძელით, მზად ხართ შემდეგი სავარჯიშოსთვის.

შემდეგი სავარჯიშოს სახით უნდა შევქმნათ აზრთა სრული არარსებობის მდგომარეობა. მოხერხებულად მოთავსდით სავარძელში, საწოლზე, ან დაჯექით სკამზე და მოადუნეთ მთელი სხეული. დახუჭეთ თვალები. ენერგიულად განაგდეთ ნებისმიერი გაჩენილი აზრი. თქვენს სულში არაფერი არ უნდა გაჩნდეს. უნდა სუფევდეს მხოლოდ აბსოლუტური სიცარიელე. შეინარჩუნეთ ამ სიცარიელის მდგომარეობა ისე რომ არ მოცდეთ და არც საკუთარი თავი დაგავიწყდეთ. თავდაპირველად ამას მხოლოდ რამდენიმე წამით შეძლებთ, მაგრამ განმეორებითი ვარჯიშებისას ეს უკეთ გამოგივათ. ვარჯიშს მიზანი მიღწეული იქნება, თუკი შეძლებთ, რომ ამ მდგომარეობაში მინიმუმ 10 წუთი დაჰყოთ ისე რომ თავდავიწყებას ან ძილს არ მიეცეთ.

თქვენი წარმატებები, წარუმატებლობები, ვარჯიშების შესრულების დრო და ხანგრძლივობა აკურატულად ჩაინიშნეთ მაგიის შესწავლის დღიურში (დაწვრილებით ამის შესახებ იხილეთ სამშვინველის მაგიის შემსწავლელ თავში). ეს აუცილებელია თქვენი თვითკონტროლისთვის. რაც უფრო გულდასმით გააკეთებთ თავიდანვე ამ ყველაფერს, მით უფრო სწრაფად და წარმატებულად გაუმკლავდებით დანარჩენ სავარჯიშოებსაც. მოინიშნეთ მომავალი დღისთვის ან მომავალი კვირისთის დღის ზუსტი განრიგი. იყავით თვითკრიტიკულნი.


წყარო:http://magma.ge/

0
123
შეფასება არ არის
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
123
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0