x
მეტი
  • 23.01.2020
  • სტატია:98456
  • ვიდეო:343886
  • სურათი:460686
როგორ მოპარეს ბერიას ტყავის ლაბადა და რა რეაქცია ჰქონდა ამ ფაქტზე
image

ატომური ინდუსტრიის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით, რომელიც აღინიშნება 2020 წლის აგვისტოს, ატომური ენერგიის სახელმწიფო კორპორაცია "როსატომი" აქვეყნებს აქამდე უცნობ საარქივო მასალებს, რომელიც ბირთვული შეიარაღების ისტორიას შეეხება.


"როსატომი" საბჭოთა ატომური პროექტის მთავარ კურატორზე, ლავრენტი ბერიაზე კიდევ ერთ საინტერესო დოკუმეტს აქვეყნებს.


1949 წელს ლავრენტი ბერიამ სამხრეთ ურალში ქარხანა 8817 ეწვია - ასეთი პირობითი სახელი ერქვა პირველ საბჭოთა პლუტონიუმის საწარმოს, რომელიც იმ დროს სინამდვილეში იყო ყველაზე მნიშვნელოვანი სამრეწველო ობიექტი სსრკ-ში (დღეს ეს ობიექტი "Маяк" როსატომს ეკუთვნის, რომელიც ჩელიაბინსკის ოლქში, ქალაქ ოზერსკში მდებარეობს ).



იქ, ატომური პროექტის მთავარ კურატორს ელოდებოდა პრობლემების სერია - თავიდან იგი ძალზე ცუდ ხასიათზე დააყენა ქარხნისკენ მიმავალმა დანგრეულმა გზამ. შემდეგ, ღამისთევის დროს, ბერიას დაეშალა საწოლი და ძირს დაენარცხა. ბოლოს კი პატიმრებმა, რომლებიც კომბინატის მშენებლობაზე მუშაობდნენ, ტყავის ლაბადა მოპარეს. მაგრამ, მოლოდინების საწინააღმდეგოდ, ბერიას მხრიდან რეპრესიები არ მოჰყოლია. ”მოსკოვში დაბრუნებისთანავე მან ბრძანა იქ მომუშავეთათვის გაძლიერებული კვება უზრუნველყოთ და ახალი ავეჯი გამეგზავნათ.” - წერს "როსატომი".



ქურთუკის მოპარვის დეტალები 8817 ყოფილი თანამშრომლის, ნინელი ეპატოვას მემუარებშია აღწერილი, რომელიც გამოქვეყნებულია როსატომის ელექტრონული ბიბლიოთეკის -"Живая история"-ს სექციაში: " ბერია მაშინ საერთოდ არ იყო ისეთი, როგორსაც დღეს აღწერენ. ნაწამები, უძილო სახე ჰქონდა, დასიებული უპეები და ჩაწითლებული თვალები, ეცვა არც ისე მდიდრული, აქერცლილი ქურთუკი. . შრომა, შრომა, შრომა. ჩვენ, ლამაზ ქალებს ზედაც არ გვიყურებდა. ”-იხსენებს ეპატოვა.


ლაბადის ქურდობა მაშინ მოხდა, როდესაც პირველი ხის თეატრი გაიხსნა ბაზა -10-ში (მომავალი ოზერსკი), ღონისძიებას ესწრებოდნენ ქარხნის ხელმძღვანელობა და კომბინატის მუშები, იქ მომუშავე ტუსაღები... ხოლო მთავარი პერსონა იქ ბერია იყო. "მისი მძღოლი თვლემდა. ბერიას გაქუცული ლაბადა მანქანაში იდო. ზეიმი დასრულდა. ბერია მანქანაში დაბრუნდა, თუმცა ქურთუკი აღარ დახვდა, ვიღაცამ აწაპნა..თუმცა ამის გამო არც არავინ დაუსჯიათ"-წერდა ატომური ინტუსტრიის ვეტერანი ნინელი ეპატოვა.


შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ "როსატომმა" ლავრენტი ბერიას მისამართით გაგზავნილი რამდენიმე აქამდე უცნობი გასაიდუმლოებული წერილი გამოაქვეყნა.


0
765
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
765
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0