x
მეტი
  • 23.01.2020
  • სტატია:98452
  • ვიდეო:343886
  • სურათი:460685
ვიდეო: ანტარქტიდის იდუმალი აღმოჩენები, რომლებიც კოსმოსიდან გადაღებულ სურათებზე ჩანს
image



ჩვენი პლანეტის კოსმოსიდან გადაღებულმა სურათებმა, არაერთხელ დაადასტურა, რომ დედამიწაზე ჯერ კიდევ ბევრი რამ არის ამოუცნობი. უცნაური აღმოჩენები ხელმისაწვდომი გახდა Google Maps-ის ყურადღებიანი მომხმარებლისთვის. დღეს მოყვარული გეოლოგების ყურადღება ანტარქტიდისკენაა მიმართული, რადგან, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დედამიწის ყველაზე ცივ ადგილზე მათ აღმოაჩინეს 5 ბუნდოვანი, თოვლით დაფარული ობიექტი.



შესაძლოა, ერთ დღეს ადამიანმა შეძლოს რაციონალურად ახსნას თითოეული აღმოჩენა, მაგრამ ჯერჯერობით არავინ იცის, თუ რა ობიექტებია თოვლის საფარის ქვეშ და რატომ არიან ისინი ჩვენს პლანეტაზე.



ანტარქტიდის სურათებზე დაკვირვების შემდეგ, 2018 წლის ზაფხულში, ცხადი გახდა, რომ ერთი მთის მწვერვალი უბრალოდ დაიშალა აფეთქების ან დიდი ობიექტის ზემოდან დაცემის გამო. თუ სხვადასხვა მხრიდან ყინულოვანი მწვერვალების ნაშთებს გადახედავთ, შეიძლება შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ განადგურება მოხდა უზარმაზარი ობიექტის შიგნიდან რაღაც ობიექტის გამოსვლის გამო. ამას ადასტურებს ობიექტიდან გამოსული გრძელი კვალი ბორცვიდან დაბლობზე.





image



მას შემდეგ რაც დააკვირდებით სურათს, შეგიძლიათ ნახოთ გარკვეული გრძივი ობიექტი დაახლოებით 60 მეტრის სიგრძის მანძილზე. კვალი დანგრეული მთიდან თითქმის კილომეტრამდეა დაშორებული. კვალის ბუნებით ირკვევა, რომ ობიექტი დიდის სიჩქარით კი არა, არამედ თანაბარი სიჩქარით გადაადგილდებოდა. შესაძლოა მან გააგრძელოს მოძრაობა, მაგრამ ამას გავარკვევთ, როცა Google Maps- ის მიერ გადაღებული ახალი კადრების ნახვა იქნება შესაძლებელი.



2018 წლის გაზაფხულზე, ანტარქტიდის კიდევ ერთ უცნაურ ადგილით დაინტერესდნენ ონლაინ მკვლევარების ჯგუფი. ეს იყო ნაწილობრივ ობიექტების კომპლექსი, რომელიც წააგავს სავარცხლისებრ ქედს. აღმოჩენის სიგრძე 2 კილომეტრზე მეტია. ჩანს, რომ კომპლექსის ყველა ნაწილი განლაგებულია თანაბრად სიგანეზე და სიგრძეზე.




image



სავარცხლისებრი ქედის საყრდენი შედგება ობიექტების 2 რიგისაგან, რომელთა შორის თანაბარი მანძილია. კომპლექსის თავში არის მნიშვნელოვანი სამკუთხა ობიექტი, რომელიც დედამიწის სიღრმეშია და კიდევ ერთი დიდი თოვლით დაფარული ობიექტი. მაგრამ ეს რა არის და როგორ აღმოჩნდა ანტარქტიდაში, ამოუხსნელია ჯერჯერობით.



ცივი კონტინენტის კიდევ ერთმა ონლაინ მკვლევარმა მთებს შორის იპოვა გორაკი, სადაც 4 პარალელური თაღია. ხვრელი გადის ყველა თაღს შორის. როგორც ჩანს, ეს მხოლოდ რაღაც გრანდიოზული შენობის წვერია, რომელიც ყინულის ქვეშ მდებარეობს.





image




ჯერ კიდევ 2017 წელს, ანტარქტიდის მდნარი თოვლის ქვეშ, შესამჩნევი გახდა პირამიდული სტრუქტურა. 2018 წელს, მისი მონახაზები კიდევ უფრო გამოკვეთილი გახდა, ამ ფორმით იგი წააგავდა ცნობილ უძველეს ნაგებობას გიზას პლატოზე. მშენებლობა მდებარეობს მთებიდან საკმაოდ დაშორებით და არ ჰგავს ბუნებრივ ქმნილებას.




image



პირამიდის ფორმას აქვს თანაბარი კუთხეები და კლდოვანი ბაზის მიმდებარე სწორი კიდეები. სტრუქტურის ასაკისა და გარემო პირობების გათვალისწინებით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დარღვევები წარმოიშვა დროისა და კლიმატური ეფექტებისგან.



ანტარქტიდის ყველაზე ცნობილი აუხსნელი სურათია თოვლიანი კლდის ფერდობზე მდებარე უზარმაზარი შესასვლელი. ეს გვიჩვენებს, რომ ხვრელის გლუვი კიდეები დაახლოებით 30-90 მეტრზე იზომება და არის მთის მუქი ნაწილში შესასვლელი. სინამდვილეში, შესასვლელი ზომა გაცილებით დიდია, დანარჩენი მხოლოდ ყინულის ქვეშ არის. სურათზე ნაჩვენებია ბილიკი, რომელიც კლდეზე მიდის. ხვრელის და ბილიკის არსებობა გასაგებია, მაშინ რით აიხსება, რომ მთის ფერდობის ამ მხარეში თოვლი პერიოდულად დნება, მაშინ, როცა ზაფხულში ტემპერატურა არ იზრდება -30 ° C- ზე მაღლა?








0
1072
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
1072
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0