x
მეტი
  • 23.01.2020
  • სტატია:98457
  • ვიდეო:343886
  • სურათი:460696
მკითხველთა თხოვნით, სერია "ქართველი მეფეები" გრძელდება
image


სერია "ქართველი მეფეები", რომლის მიმართაც მკითხველის დიდი დაინტერესებაა, 24-ე ტომის - "დავით ულუს" გამოსვლით უნდა დასრულებულიყო. თუმცა, მკითხველთა შორის, გაჩნდა უკმარისობის გრძნობა, რომ ასეთ მასშტაბურ პროექტში ვერ აღმოჩნდა რამდენიმე ცნობილი ქართველი მეფის ბიოგრაფია.


გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ გადაწყვიტა, პროექტის გაგრძელება და ქართველ მეფეთა ბიოგრაფიების მეტ-ნაკლებად სრული გამოცემის შექმნა.


"ორი წლის წინ, როდესაც გადაწყდა „ქართველი მეფეების“ სერიის მომზადება, ნამდვილად არ ველოდით, რომ ეს პროექტი ესოდენ დიდ მასშტაბებს შეიძენდა. რა თქმა უნდა, ჩვენში ისტორიისადმი ინტერესი დიდია, თუმცა სამეცნიერო გამოცემები ნაკლებ ინტერესს იწვევს მკითხველში. „ქართველი მეფეების“ თითოეული ტომი კი, ძირითადად, პოპულარული ენით გადმოცემული სამეცნიერო ნაშრომია. პირველი წიგნის გამოსვლისთანავე აღმოჩნდა, რომ ქართული საზოგადოება მართლაც რომ ელოდა ამ პროექტს, " - პროექტის ავტორი, ჯაბა სამუშია.



გათვალისწინებულ 24 ტომში სულ 28 მეფის ბიოგრაფია უნდა შესულიყო (რამდენიმე ტომში, ერთდროულად, ორი მეფის ბიოგრაფია შედიოდა). თავიდან განისაზღვრა სია მონარქებისა, რომელთა შესახებ ვრცელი ნარკვევები დაიწერებოდა. აღსანიშნავია, რომ უმრავლესობა პირველად იწერებოდა. ამიტომ, ავტორებადაც, საგანგებოდ შეირჩნენ ის მეცნიერები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ ამ ეპოქებზე.


"„თამარ მეფის" მთელი ტირაჟი რამდენიმე დღეში გაიყიდა; შემდეგ იყო მეორე ტირაჟი, ისიც უმალვე გაქრა; შემდეგ – მესამე. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, იშვიათად შეიძლება მოიძებნოს მსგავსი შინაარსის პროექტი, რომელსაც ასეთი რეზონანსი ჰქონოდა, " - ამბობს ჯაბა სამუშია.


image


გამომცემლობა "პალიტრა L-ის" გადაწყვეტილებით, სერიას 12 ტომი დაემატა და იგი 24-ის ნაცვლად, 36 ტომს გააერთიანებს. გამოცემა თვეში ერთხელ, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გამოვა.


25-ე ტომი - "თეიმურაზ I" 23 დეკემებერს გამოვა.

0
27
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0