x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
10 საინტერესო ფაქტი მსოფლიოში ყველაზე პატარა ქვეყნის შესახებ

ევროპაში მდებარე ლიხტენშტაინის სამთავროს მდიდარი ისტორია და თვალწარმტაცი ბუნება გააჩნია. ჯუჯა ქვეყანა (ფართობი – 160 კვ. კმ.) ავსტრიას და შვეიცარიას შორის მდებარეონს და ამ უკანასკნელის ასოცირებული სახელმწიფოა.


image


I. ადგილობრივები, თითქმის არასდროს, კეტავენ კარს ღამე, ან როდესაც სახლიდან გადიან, რადგან ქვეყანაში კრიმინალის დონე, ფაქტიურად, ნულის ტოლია.


II. ლიხტენშტაინის ხელისუფლება ნებისმიერ ადამიანს აძლევს ქვეყნის 1 დღე-ღამით დაქირავების და საკუთარი თავის მონარქის ამპლუაში გამოცდის საშუალებას (ქვეყანაში კონსტიტუციური მონარქიაა. სურათზე მოცემულია მთავრის სასახლე და მისი ინტერიერის ნაწილი). ასეთი მომსახურება 70 000 $ ღირს და ქვეყანაში ექსკურსიის სრულ პაკეტს და დამატებით ბონუსებს შეიცავს: ქვეყნის დათვალიერება, დათოვლილი ალპებიდან დაშვება, ვიზიტი დედაქალაქში და მონარქის სასახლეში, სადილი, ღვინის დეგუსტაცია და საზეიმო ფოერვერკი. გარდა ამისა, დროებით მთავარს საკუთარი ფულის დაბეჭვდვის უფლებაც აქვს.


imageimage


III. ქვეყანას საკუთარი საფეხბურთო გუნდი აქვს. მაგრამ, ფეხბურთელებს სხვა სამუშაოც აქვთ და ფეხბურთს თავისუფალ დროს თამაშობენ.


IV. ლიხტენშტაინში ველოსიპედი უფრო მეტია, ვიდრე ავტომობილები და მოტოციკლები ერთად აღებული. საზოგადო ტრანსპორტიდან, მხოლოდ ავტობუსი დადის. ხოლო, თუ ველოსიპედით ქვეყნის შემოვლის სურვილი გაგიჩნდებათ, ამისთვის მხოლოდ 3 სთ. დაგჭირდებათ.

ქვეყანაში რკინიგზის ხაზიც არის. თუმცა, ის შვეიცარიასა და ავსტრიას შორის დამაკავშირებელი საშუალება უფროა, ვიდრე ადგილობრივი ტრანსპორტი.


image


V. ლიხტენშტაინის ციხე 10 ადამიანზეა გათვლილი. თუმცა, ამდენი პატიმარი ქვეყანაში, ერთდროულად არასდროს ყოფილა. საკვები მათთვის რესტორნიდან მოაქვთ, რადგან ციხის ხელმძღვანელობამ მიზანშეწონილად არ ჩათვალა საკუთარი სასადილოს გახსნა და მზარეულის დაქირავება.


VI. ქვეყანაში ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს (მთლიანი შიდა პროდუქტი) ყველაზე მაღალია (116 430 $) მსოფლიოს 198 ქვეყანას შორის (შედარებისთვის, აშშ-ში ეს მაჩვენებელი 62 850 $ (მე-9 ადგილი), ჩინეთში – 9 470 $ (72-ე ადგილი), ხოლო, საქართველოში – 4 130 $ (120-ე ადგილი).

ლიხტენშტაინის შემოსავლის ძირითადი წყარო სამთო კურორტებია, რადგან ქვეყნის უდიდესი ნაწილი სწორედ მთებს უკავია.


image


VII. ლიხტენშტაინის მოსახლეობის (38 013 ადამიანი, 2019 წ. შეფასებით) მესამედი — უცხოელია, ძირითადად, მეზობელი ქვეყნებიდან.


VIII. ქვეყნის დედაქალაქი ვადუცია. თუმცა, ყველაზე დიდი ქალაქი შაანია.



image


IX. ქვეყანას არ გააჩნია შეიარაღებული ძალები (მის უსაფრთხოებას შვეიცარიის არმია იცავს). ხოლო, საზოგადოებრივ წესრიგს 120 პოლიციელი აკონტროლებს.


X. ლიხტენშტაინის ფერმერები ძროხის გარდაცვალების შემთხვევაში, მის საპატივცემულოდ, ნეკროლოგს პრესაში აქვეყნებენ.

imageimageimageimageimageimageimage








0
452
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
452
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0