x
მეტი
  • 28.01.2020
  • სტატია:98596
  • ვიდეო:344017
  • სურათი:460903
ხე, რომელსაც სისხლი სდის - ნამდვილი სასწაული!
Pterocarpus angolensis ანუ ხე, რომელსაც სისხლმდინარე ხე ეწოდება.


image



პტეროკარპუსს შეუძლია გაიზარდოს 12 - 18 მეტრი სიმაღლე, აქვს მუქი ყავისფერი, უხეში ქერქი, ლამაზი გვირგვინისა და ქოლგის ფორმის ყვითელი ყვავილები. ის ძალზედ განსაკუთრებული სახეობაა, რომელიც სამხრეთ აფრიკაში ხარობს და მას განსაკუთრებულს ხდის სწორედ ის ფაქტი, რომ მუქი წითელი შეფერილობის, ბლანტი, სისხლისებური სითხე სდის. მას იცნობენ ასევე სსხვადასხვა სახელით, როგორიცაა კიიატი, მუკვა, მუნინგა.


imageimage




ხის უჩვეულობა იმაში მდგომარეობს, რომ ის დაზიანებული ტოტიდან თუ სხვა დაზიანებული ნაწილიდან იწყებს ამ ბლანტი, მუქი წითელი ფერი სითხის სეკრეციას, რაც ეხმარება ხეს დაზიანებული ნაწილის, ასე რომ ვთქვათ, მოშუშებაში. ანუ, მას თვით აღდგენის სასწულებრივი უნარი გააჩნია. თუმცა, ეს ბლანტი სითხე საციცოხლოდ მნიშვნელოვანი, მხოლოდ ხისთვის როდია.


imageimage



რა დანიშნულება აქვს და რაში გამოიყენება "პტეროკარპუსის" სისხლი?



პტეროკარპუსის წითელი წვენი, ტრადიციულად, გამოიყენება როგორც საღებავი, თუმცა, იმის გამო, რომ მის შემადგენლობაში ცხოველური ცხიმებია, გამოიყენებენ სახისა და ტანის კოსმეტიკურ ნაწარმში. იმის გამო, რომ წვენს აქვს სისხლისებური ფერი, სიბლანტე და სხვა მსგავსი შემადგენლობა, სისხლის დაავადებების დროსაც გამოიყენებენ, სწორედ ამის გამო უწოდებენ მას ჯადოსნურ სითხეს. მას ასევე იყენებენ მწვავე ტკივილების, მალარიის, დაბალი ჰემოგლობინის, თვალის პრობლემების, ცხელების, კუჭის პრობლემებისა და მეძუძური დედებისთვის ლაქტაციის პერიოდში რძის სიუხვისთვის.


image


პტეროკარპუსის ხისგან ასევე ამზადებენ მაღალხარისხიან ავეჯს სააბაზანოსთვის და გამოიყენებენ ნავების მშენებლობისას, რადგან ადვილია მისი დამუშავება და აქვს მაღალი გამძლეობა.


imageimageimage



სწორედ მისი მაღალი ღირებულებების გამო, ცენტრალური და სამხრეთ აფრიკის მოსახლეობამ უსისტემოდ იწყო მათი გაჩეხვა, რამაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში გამოიწვია ამ ხის გადაშენების ზღვარზე დაყენება.




ეჭვგარეშეა, რომ ეს არის მსოფლიოში ერთ–ერთი საოცარი ხე!



0
309
8-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
309
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0