x
image
პროფესორი
რა სასწაულები შეუძლია მოახდინოს წყალს
წყლის მაგია

image

როგორც უკვე ითქვა თეორიულ ნაწილში, წყლის ელემენტს ექვემდებარება მაგნეტიზმი, ანუ მიზიდულობის ძალა. სწორედ მისი ეს თვისება გვინდა გამოვიყენოთ ჩვენს განვითარებაში. წიგნებში წმინდა მაგნეტიზმის, ფლუიდური გამოსხივების და სხვათა შესახებ, ცნობილია ფაქტი, რომ წყალს გააჩნია მიზიდულობის ძალა ან ატარებს ფლუიდურ მუხტს. თუმცაღა ნაკლებადაა ცნობილი, როგორ შეიძლება ამ თვისების გაძლიერება ან მისი სხვაგვარად გამოყენება. არა მხოლოდ წყალი, არამედ ნებისმიერი სითხე ფლობს მიზიდულობის სპეციფიურ უნარს, და მიზიდულობის შედეგად შეინახოს (შეინარჩუნოს), არა აქვს მნიშვნელობა საქმე ეხება კეთილ თუ არაკეთილ ზემოქმედებას. ამიტომაც წყლის ელემენტი, განსაკუთრებით კი უხეშ-მატერიალური, შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც აკუმულატორი.

რაც უფრო ცივია წყალი, მით უფრო მეტია მისი აკუმულატორული უნარი. სრული კუთრი წონის დროს, ანუ ნულს ზემოთ 4 გრადუსზე წყალი ამ კუთხით ყველაზე აქტიურია. ეს ცოდნა არაა განმსაზღვრელი, რადგანაც განსხვავება წყლის მიმღებ ფუნქციებს შორის ნულს ზემოთ 6 გრადუსამდე იმდენად მცირეა, რომ მხოლოდ გამოცდილ მაგს შეუძლია ამის გარჩევა. თუკი წყლის ტემპერატურა იმატებს, მაშინ წყლის აკუმულატორული თვისება მკვეთრად ეცემა. 36-37 °С-ზე მაგნეტიზმის თვალსაზრისით იგი ნეიტრალურია.


ყურადღება! საქმე ეხება მხოლოდ მიზიდვის განსაკუთრებულ უნარს და ამ უნარის პრაქტიკულ მნიშვნელობას მაგნეტიზმის თვალსაზრისით, რაც გამომდინარეობს ელემენტთა ურთიერთქმედების შესახებ ცოდნიდან და თავისთავად ნაგულისხმებია.

ყოველი საგნის და ასევე ფიზიკური წყლის სურვილით გაჟღენთვა, შესაძლებელია განხორციელდეს ნებისმიერ ნივთზე ნებისმიერი ტემპერატურის პირობებში. ანუ მაგნიტურად დამუხტული შეიძლება იქნეს პურის ნაჭერი, ყავის ჭიქა ან სუპით სავსე თეფში. მაგრამ ეს დამუხტვა არაა დამოკიდებული წყლის აკუმულატორულ თვისებაზე, არამედ ხორციელდება მეხუთე ელემენტის მიზეზობრივი ძალის მეშვეობით და ზემოქმედებს შესაბამის ელემენტთა ელექტრო-მაგნიტური ფლუიდის მეშვებით.

გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად ეს განსხვავება აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. მაგალითად, ცხელი სუპით სავსე თეფში ვერ იქნება მაგნეტიზირებული, რადგანაც წყლის ელემენტის აკუმულატორული თვისება ნეიტრალიზებულ იქნება წყალში გავრცელებული სითბოს მიერ. მაგრამ სუპი შესაძლებელია გაჟღენთილ იქნეს შესაბამისი სურვილით.

image

განვიხილოთ წყლის მაგია პრაქტიკული თვალსაზრისით. ხელების ყოველი დაბანის დროს ინტენსიურად იფიქრეთ იმაზე, რომ წყალთან ერთად ჭუჭყს იცილებთ არა მხოლოდ სხეულიდან, არამედ სამშვინველიდანაც. იფიქრეთ, მაგალითად იმაზე, რომ წარუმატებლობა, დარდი, უკმაყოფილება, ავადმყოფობა წყალთან ერთად გშორდებათ, ანუ წყალში გადადის. დაიბანეთ შეძლებისდაგვარად გამდინარე წყლით, რათა ჭუჭყიანი წყალი მაშნვე ჩაირეცხოს, და ამასთან ერთად იფიქრეთ, რომ წარმავალ წყალთან ერთად თქვენი სისუსტეებიც მიდიან.

თუ თქვენს განკარგულებაში მხოლოდ ნიჟარა ან აბაზანაა, მაშინ გამოყენებული წყალი მაშინვე უნდა გადაღვაროთ, რათა არც ერთი ადამიანი არ შეეხოს მას. თქვენ შეგიძლიათ ასევე ერთი წუთით ცივ წყალში ჩაუშვათ ხელები და კონცენტრირდეთ იმაზე, რომ მიზიდულობის ასტრალურ-მაგნიტურმა ძალამ თქვენი სხეულისა და სამშვინველის ყველა სისუსტე შეიწოვოს. ამასთან დარწმუნებული იყავით, რომ ნებისმიერი წარუმატებლობა წყალში გადავა. უკვე ძალიან მალე გაოცებულნი იქნებით ამ ვარჯიშის შედეგებით. ეს წყალიც მაშინვე უნდა გადაღვაროთ. საოცრად ქმედითია ეს სავარჯიშო, თუკი მას ზაფხულზე, მდინარეში შეასრულებთ, როცა წყალში მთელი სხეული იქნება (თავის გარდა).

ამ სავარჯიშოს შესრულება პირიქითაც შეგიძლიათ, როდესაც წყალი რეზერვუარში, რომელშიც ბანაობას აპირებთ, წინასწარ იქნება მაგნეტიზირებული ან გაჟღენთილი თქვენი სურვილით. ამასთან ბანაობისას მტკიცედ უნდა დარწმუნდეთ იმაში, რომ ეს ძალა სხეულში გადმოვა და სურვილი ასრულდება. ვისაც საკმარისი დრო აქვს, შეუძლია გააერთიანოს ორივე ვარჯიში, განთავისუფლდეს წყალში ცუდისგან, შემდეგ კი დაიბანოს კონკრეტული სურვილით გაჟღენთილი წყლით. ამ შემთხვევაში პირველი სავარჯიშოს (ნეგატივისგან განთავისუფლების) დროს საპონს იყენებენ. ქალ-განდობილებს მოყვანილი ორი შესაძლებლობის გარდა აქვთ მესამეც, სახელდობრ: ისინი ახდენენ საკუთარი მაგნეტიზმის კონცენტრაციას იმაზე, რომ წყალმა მათი სახე უფრო საღი, ახალგაზრდა, ელასტიური და მიმზიდველი გახადოს. ამასთან კარგია არა მხოლოდ დავიბანოთ სახე, არამედ რამდენიმე წამით წყალში ჩავუშვათ.

ამ პროცედურას იმეორებენ არანაკლებ ზედიზედ შვიდი ჯერისა. ამ მიზნით წყალს უნდა დავამატოთ მცირე რაოდენობით ბორის მჟავა.

მაგს ეძლევა კიდევ ერთი შესაძლებლობა - თვალების აბაზანა. დამდგარ (უმჯობესია წინა დღით ადუღებულ) წყალში მაგი დილით სახეს უშვებს და იქ თვალებს ახელს (თასი ნახევრამდე უნდა იყოს სავსე). იგი თვალებს ატრიალებს ყველა მხარეს და ამას შვიდჯერ იმეორებს. თავდაპირველი წვა შეწყდება, როდესაც თვალები მიეჩვევიან წყალს.

თუ მხედველობის პრობლემა გაწუხებთ, კარგი იქნება წყალში თვალის ჩაის (Herba euphrasia) სუსტი ხსნარის დამატება. ასეთი წყლის აბაზანები ხელს უწყობს თვალების მედეგობას ტემპერატურული ცვალებადობისადმი, გვაშორებენ თვალების დაღლილობას, შედეგად აუმჯობესებენ მხედველობას და თვალეს უფრო ნათელს და ბრწყინვალეს ხდიან. არ დაგავიწყდეთ, რომ ამ მიზნით გამოყენებული წყალი უნდა დაამაგნიტოთ და სურვილის კონცენტრაციით უნდა გაჟღინთოთ. წინწასულ მოსწავლეებს, რომლებიც ნათელმხილველობას სწავლობენ, ამით ასევე ეძლევათ შესაძლებლობა, რომ ნათელხილვის უნარი გააძლიერონ.


წყარო:http://magma.ge/

0
321
შეფასება არ არის
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
321
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0