x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ფოტოები, რომლებიც გულს შეგიკუმშავთ და დაგაფიქრებთ ფასეულობებზე +15
სიტყვა ფოტოგრაფია ბერძნულიდან მომდინარეობს, რაც პირდაპირი თარგმანით სინათლის ხაზვას ნიშნავს. კარგად მოგეხსენებათ, რომ ძველად ფოტოს გადაღება საკმაო ფუფუნებას წარმოადგენდა, ვინაიდან უდიდეს ხარჯებთან და ამავდროულად ცოდნასთან იყო დაკავშირებული, რისთვისაც არსებობდნენ სპეციალური ფოტოგრაფები "ფოტოს გადასაღებ დაწესებულებებში", ან ხდებოდა მათი დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება მსურველთა მიერ.




ხშირად, მხოლოდ ერთ ფოტოს შეუძლია უდიდესი აზრი გადმოსცეს და იმეტყველოს უამრავი წლის წინ მომხდარ მოვლენაზე, რაც გაიძულებს მოექცე იმ ჩარჩოებში და გახდე ამბის მაზიარებელი. ფოტო, ეს ხომ ერთადერთი უნიკალური საშუალებაა დაამყარო კავშირი უამრავ ტკბილ მოგონებასთან, სადაც მთელი წარსული ცხოვრება, ბედი თუ უნიკალური ამბავია კომბინაციაში. თუმცა, მარტო ფოტოს ხილვა არას იმეტყველებს, თუ მასზე აღბეჭდილი მთავარი "ფიგურა" არ იმუშავებს ერზე განსაზღვრულ როლს.



image




თუმცაღა, ფოტოგრაფიის ტექნიკის განვითარებისა და ფოტოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად, გაიზარდა ფოტოგრაფიული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი, რაც გულისხმობს დღევანდელ თაობას, რომელთაც ყველანაირი პირობა გააჩნიათ ფოტოს გადაღებისთვის, რათა აღბეჭდონ საჭირო კადრი საჭირო დროსა და მომენტში, ფანტაზიასაც არანაირად არ უჩივიან და თუ გაუმართლათ, მალევე ჯდებიან პოპულარობის ჩარჩოებში. ზოგი მართლაც რომ ექცევა პოპულარობის ჩარჩოში, თუმცა სულ სხვა რაკურსით.




დღევანდელ სტატიაში კი წარმოდგენილ კრებულს სულაც არ ჭირდება ფერთა გამა და დღის სინათლის ფოკუსირება იმისათვის, რომ თავისი ღრმა აზრი გადმოგვცეს. დღეს, შემოგთავაზებთ ცნობილი ფოტოგრაფის James Nachtwey -ს ფოტოებს, რომელიც ჩვენი პლანეტის ყველაზე ცხელ რეგიონებში დაფრინავდა და იღებდა კადრებს, რომელთა ნახვა გულს შეგიკუმშავთ და დაგაფიქრებთ ფასეულობებზე.



image




ჯეიმსი 90-იან წლებში შეუერთდა სამხრეთ აფრიკის ოთხი ფოტოგრაფის საზოგადოებას, რომელიც Bang-Bang club-ის სახელით იყო ცნობილი და ესენი იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ამ კონტინენტზე და არა მარტო, გადაიღებდნენ და გააშუქებდნენ ყველაფერს, რაც კი რამ საშინელი მოხდებოდა. მათი გამბედაობა და უშიშრობა, ნამდვილად დასაფასებელი იყო (არის).




წარმოგიდგენთ ჯეიმსის რამდენიმე ფოტოს, რომლებიც გულს შეგიკუმშავთ და დაგაფიქრებთ ფასეულობებზე!




1). სომალი, 1992 წელი. დედა, რომელსაც შიმშილისგან დაღუპული შვილი მიჰყავს დასამარხად.image






2). ინდონეზია, 1998 წელი. ქუჩაში მობინადრე უნარშეზღუდული მდინარეზე ობოლ ბავშვებს ბანს.image






3). ინდოეთი, 1993 წელი. აგურის ქარხნის მუშები.image






4). ჩეჩნეთი, 1995 წელი. რუსი არმიელის მიერ მოკლულის ქვრივი.image






5). კოსოვო, 1995 წელი. სერბების მიერ განადგურებული ქალაქი.image






6). ზაირი, 1994 წელი. ქოლერით დაღუპულები მიყავთ დასაკრძალად.image






7). ჩეჩნეთი, 1996 წელი. გროზნოს ცენტრის ნანგრევები.image






8). სუდანი, 1993 წელი. შიმშილის ცენტრი.image






9). სომალი, 1992 წელი. შიმშილით დაღუპულებს დასაკრძალად ამზადებენ.image







10). პაკისტანი, 2001 წელი. სარეაბილიტაციო ცენტრი ჰეროინზე დამოკიდებულთათვის.image






11). რუანდა, 1994 წელი. ბანაკიდან ერთადერთი ცოცხლად გადარჩენილი.image






12). სომალი, 1992 წელი. მასობრივად, იარაღით განადგურების ცენტრი და ამასთან შიმშილით დაუძლურებული ბავშვი.image






13). ალაბამა, 1994 წელი. სასჯელაღმსრულებელი ბანდელი.image






14). ნიუ-იორკი, 2001 წელი. განადგურებული ტყუპი სავაჭრო ცენტრი.imageimageimage





იხილეთ აგრეთვე:



იშვიათი ისტორიული ფოტოები, რომლებიც შეცვლის თქვენს შეხედულებას წარსულზეimage








ამ ფოტოების ნახვის შემდეგ დარწმუნდებით, რომ ფერები მთავარი არ არისimage













იშვიათი ფოტოები, რომლებიც შეგვიცვლის წარმოდგენას ისტორიის შესახებimage













ისტორიული კადრები, რომლებიც არცერთ გაზეთსა და ქრონიკას არ გაუშუქებია და ახლა გაამჟღავნესimage





2
2004
8-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
2004
  
2019, 10 დეკემბერი, 2:26
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 7 დეკემბერი, 15:05
შემზარა :(((
0 1 2