x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ვარსკვლავები, რომლებიც წლებია განუკურნებელ დაავადებებს ებრძვიან

image


ვინ თქვა, რომ ვარსკვლავები არ ტირიან? როგორც ჩანს, ადამიანებს ეს მცდარი აზრი მხოლოდ მათი გარეგნული იმიჯის "დამსახურებით" ექმნებათ: ვინაიდან ისინი ყოველთვის მომღიმარები, იდეალურად ჩაცმულები, მდიდრები და წარმატებულები არიან, ერთი სიტყვით, წარმატების ცოცხალ განსახიერებად გვევლინებიან! თუმცა, ყველაფერი ასე მარტივად არ არის და მრავალი ცნობილი ადამიანი, უბრალო მოკვდავების მსგავსად, არაერთი უკურნებელი სენით, წლებია იტანჯება. დღეს, სწორედ ამ ცნობილი სელებრითების შესახებ მოგიყვებით, რომლებიც უკვე მრავალი წელია სხვადასხვა ვერაგი დაავადების დიაგნოზით ცხოვრობენ. გარწმუნებთ, მათ შესახებ თქვენ ბევრი რამ არ იცით!




ტომ ჰენქსი და ჰოლი ბერი


image


ეს ორი ცნობილი მსახიობი ჯერ კიდევ ოთხმოცდაათიანი წლებიდან მოყოლებული დიაბეტით იტანჯება. ამასთან დაკავშირებით, ისინი ხშირად იძულებულები არიან ფილმის გადაღების პროცესი შეაჩერონ, რათა საჭირო მედიკამენტი მკაცრად განსაზღვრულ დროს მიიღონ. ვინაიდან, სწორედ ამაზეა დამოკიდებული მათი ცხოვრება და ჯანმრთელობა. ერთხელ, ჰოლი ბერი კომაშიც კი ჩავარდა, იმის გამო, რომ წამლის მიღება დროულად ვერ შეძლო.





ლედი გაგა



image

თუ ამ ცნობილი მომღერლისა და მსახიობის ინტერვიუების ყურებისას შეამჩნევთ თუ როგორც წითლდება ეს ექსტრავაგანტული ქალბატონი, არ გეგონოთ რომ ის რაღაცის გამო უხერხულ სიტუაციაში ჩავარდა. როგორც ცნობილია, ლედი გაგა იმუნიტეტთან დაკავშირებული საკმაოდ იშვიათი დაავადებით იტანჯება, რომელსაც სხეულის ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება ახასიათებს, რაც კუნთების ტკივილს იწვევს. სწორედ ამის შედეგია - სახეზე გამონაყარი, ქრონიკული დაღლილობა და უძილობა.




ფინქი


image


ამ ცნობილმა პოპვარსკვლავმა თავისი მშვენიერი ხმის ტემბრით მილიონობით თაყვანისმცემლის გული დაიპყრო. ფინქი ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობიდან ასთმით იტანჯებოდა. თუმცა, მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე გავრცელებულმა ქრონიკულმა დაავადება მომღერლის კარიერას ხელი მაინც ვერ შეუშალა: რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, არტისტი მუცლის კუნთების გამოყენებით, ისეთ სპეციალურ ვოკალურ ტექნიკას ფლობს, რომლის წინაშე სასუნთქი გზების ეს დაავადებაც კი უძლურია.




დენიელ რედკლიფი



image


ახლა კი, თქვენ ნამდვილად გაოცდებით: ჰარი პოტერის როლის ცნობილი შემსრულებელი, ეს საყვარელი "ჯადოქარი - ბიჭუნა" არც მეტი, არც ნაკლები ნამდვილი ალკოჰოლიკია! ჯერ კიდევ 17-18 წლის ასაკში ის სპეციალიზირებულ კლინიკებში ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო მკურნალობდა, ასევე მას წნევების ხშირი ცვალებადობაც აწუხებდა. საბოლოო ჯამში, დენიელმა ალკოჰოლიზმისგან განკურნება შეძლო (ყოველ შემთხვევაში, ის ასე ამბობს), თუმცა წნევასთან დაკავშირებულ პრობლემებს ვერაფერი მოუხერხა.




მაიკლ ჯეი ფოქსი


image


ცნობილი მსახიობი, რომელმაც რეჟისორ რობერტ ზემეკისის საეტაპო ფილმში - "უკან მომავალში" მარტი მაკფლაის არანაკლებ საკულტო როლი შესანიშნავად განასახიერა, პარკინსონით არის დაავადებული. ეს დიაგნოზი მაიკლს, ექიმებმა ჯერ კიდევ 29 წლის ასაკში დაუსვეს, რაც დიდ იშვიათობას წარმოადგენს. სწორედ ამან გაანადგურა დროზე ადრე მსახიობის კინოკარიერაც: ვინაიდან ცენტრალური ნერვული სისტემის დეგენერატიული დაავადების სიმპტომების დამალვა პრაქტიკულად შეუძლებელია, რომელიც დროთა განმავლობაში ადამიანის გონებისა და პიროვნების სრულ დეგრადაციას იწვევს. მიუხედავად მძიმე ფიზიკური მდგომარეობისა, მაიკლი საკუთარ თავში ძალებს მაინც პოულობს, რომ სატელევიზიო გადაცემებსა თუ მხატვრულ ფილმებში პერიოდულად გამოჩნდეს.



ჩარლი შინი



image


ვინ იფიქრებდა, რომ ჩარლი შინი აივ ინფექციით იქნებოდა დაავადებული? 2015 წელს, მსახიობმა ამ მოულოდნელი აღიარებით შოკში არაერთი ადამიანი ჩააგდო. კიდევ რას შეიძლება ელოდო ადამიანისგან, რომელიც გამუდმებით იმით ტრაბახობს, რომ სქესობრივი კავშირი - 5 ათასზე მეტ ქალთა ჰქონდა!





შერი


image



პოპ მუსიკის ლეგენდა თქვენ წარმოიდგინეთ და, ქრონიკული დაღლილობის სინდრომით არის დაავადებული. ამ პრობლემით, ის თითქმის 30 წელია იტანჯება. სცენაზე მუსიკოსის ყოველი გამოსვლა, სტუდიაში სიმღერის ჩაწერა თუ ვიდეორგოლში მონაწილეობის მიღება მომღერალს უდიდეს ალისხმევად უჯდება. მიუხედავად ამისა ის საკუთარ თავს მოდუნების საშუალებას არ აძლევს, რაც ნამდვილად დასაფასებელია.





ლილ უეინ და პრინსი



image



გარდაცვლილი პრინსი მრავალი წლის განმავლობაში ეპილეფსიას ყველასგან მალავდა, და თუკი ის ამას წარმატებით აკეთებდა, პოპულარულმა ჰიპ-ჰოპ შემსრულებელმა ლილ უეინმა ამ ქრონიკული ფსიქონევროლოგიური დაავადების დამალვა ვერ შეძლო: ერთხელ მუსიკოსი კრუნჩხვებში პირდაპირ სცენაზე ჩავარდა, საიდანაც მედიკოსებმა ის ძლივს გაიყვანეს.




კიმ კარდაშიანი


image


ამერიკული რეალითი შოუების ვარსკვლავი კიმ კარდაშიანი უკვე წლებია რაც ეგზემით იტანჯება. თუმცა, მისი იდეალური სახის კანის შემხედვარე ამის დაჯერება დამეთანხმებით, რომ საკმაოდ რთულია. როგორ ცნობილია, ეგზემა კანის ალერგიული დაავადებაა, რომელსაც ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევა, ქრონიკული მორეციდივე მიმდინარეობა და მრავალფეროვანი გამონაყარი ახასიათებს. მწვავე ეგზემის ერთ-ერთი მთავარი სიმპტომი, მრავალრიცხოვანი, გამჭვირვალე სითხის შემცველი გამონაყარი, რომელიც ერთი შეხედვით, მდუღარე სითხის ბუშტუკებს წააგავს. ეგზემის წარმოშობის მიზეზი უცნობია.





ანასთეიშა


image


ცნობილი ამერიკელი მომღერალი ანასთეიშა კრონის დაავადებას (კრონის დაავადება - ნაწლავში განვითარებული ანთებითი მდგომარეობ, რომელიც მომნელებელი სისტემის ამომფენი შრეების ანთებას იწვევს, ის შეიძლება დაზიანებული ნაწლავის კედლის შიდა შრეებშიც გავრცელდეს) ებრძვის. გარდა ამისა, 2003 წელს მუსიკოსს საშინელი დიაგნოზი - ძუძუს კიბო დაუდგინდა. მიუხედავად ამისა, მომღერალმა ხელი არ ჩაიქნია და ამ ვერაგი დაავადების დამარცხება საბოლოოდ მაინც შეძლო, დღესდღეობით, ანასთეიშა კვლავ ჩვეულ ფორმაშია და მსოფლიო ტურნეებს წარმატებით აგრძელებს.



ჯულია რობერტსი



image


ცნობილი "ლამაზმანი" უკვე წლებია სისხლის დაბალი კოაგულაციით (სისხლის შედედების პროცეს) იტანჯება. პატარა ნაკაწრიც კი, მსახიობისთვის შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს, ვინაიდან შეუჩერებელი სისხლდენა გამოიწვიოს.





ბრედ პიტი



image


ჰოლივუდის ეს ოსკაროსანი მსახიობი ჩამონათვალში ალბათ ერთადერთია, რომლის დაავადება სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა, უდაოდ დისკომფორტის შემქმნელი მისთვის ნამდვილად არის. დაავადებას, რომელსაც 55 წლის სექს-სიმბოლო უკვე დიდი ხნის განმავლობაში ებრძვის - პროზპანგოზია ეწოდება (პროზპანგოზია - წარმოადგენს ოპტიკური აგნოზიის ფორმას, რომლის დროსაც ავადმყოფი ნაცნობ პირებს ვეღარ სცნობს. გვხვდება უფრო ხშირად მარჯვენა ჰემისფეროს დაზიანების დროს) დაავადების არსი იმაში მდგომარეობს, რომ მსახიობპრაქტიკულად ადამიანთა სახეებს ვერ იმახსოვრებს, ის მათ ერთმანეთისგან უბრალოდ ვერ არჩევს. თუკი თქვენ ბედი გაგიღიმებთ და დღეს, ბრედ პიტს გაიცნობთ, ხვალ თქვენ ის, სავარაუდოდ, ვერც კი გიცნობთ. რას იზამ, ხანდახან აეც ხდება! ასე რომ, თუ ტკივილი შეგაწუხებთ, გახსოვდეთ, რომ სრულიად ჯანმრთელი ამ სამყაროში არავინაა. მსოფლიო ვარსკვლავებიც კი, გარკვეული დაავადებებითა და აუტანელი ტკივილებით პერიოდულად იტანჯებიან.


0
1004
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1004