x
მეტი
  • 23.01.2020
  • სტატია:98457
  • ვიდეო:343886
  • სურათი:460696
პოლიტიკოსებმა, პარტიებმა, ერთმანეთში გაარკვიეთ საქმეები, ძალოვნებს დაანებეთ თავი, ნუ ცდილობთ ქვეყნის სისტემურ შერყევას!-ამირან სალუქვაძე
image

ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ამირან სალუქვაძე შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში:



"ექს-პრეზიდენტი მოუწოდებს ძალოვნებს არ შეასრულოთ ბრძანებები, ხელფასს ხალხი გიხდით, ივანიშვილი არაო.

უნდა განვმარტო ეს მარტივი გარემოებები.


1. შევახსენებ საზოგადოებას, რომ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, ბიუჯეტის უქონლობის გამო, ძალოვნებს ხელფასებს (აღჭურვილობის და ჩასაცმელის საფასურსაც) ბიძინა ივანიშვილი უხდიდა, ოღონდ არა იმისათვის, რომ ვინმეს მორჩილებაში ყოფილიყვნენ, არამედ შეესრულებინათ კანონით მათზე დაკისრებული მოვალეობები და, მათ შორის, ხელმძღვანელობის, და არა ხალხის, კანონიერი ბრძანებები.

2. დღეს, ძალოვანი სტრუქტურები, დიახ, ბიუჯეტიდან, ანუ ხალხის მიერ ფინანსდებიან, მაგრამ ასევე იმისათვის, რომ შეასრულონ არა ხალხის ბრძანებები, არამედ კანონით მათზე დაკისრებული მოვალეობები, მათ შორის ხელმძღვანელობის ბრძანებები.

2006 წლიდან მოყოლებული ყოველი საპროტესტო თუ სხვა აქციების დროს მიწევს პოლიტიკოსებისთვის შეხსენება - პოლიტიკოსებმა, პარტიებმა, ერთმანეთში გაარკვიეთ საქმეები, ძალოვნებს დაანებეთ თავი, ნუ ცდილობთ ქვეყნის სისტემურ შერყევას!"-წერს საულქვაძე.

image

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა 4 დეკემბერს სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა, სადაც ნათქვამია:

“მინდა მივმართო უკანონო ბრძანების შემსრულებელს, საჯარო მოხელეებს, პოლიციელებს, სპეცრაზმის წევრებს. იმ ხალხს, ვისაც საქართველოს მოქალაქეები უხდიან ხელფასს. ასლან აბაშიძე იყო ასეთი, რომელიც გაიქცა ივანოვის თვითმფრინავით რუსეთში, თან წაიყვანა სულ ოთხი, თუ ხუთი ადამიანი. ციხეში ჩატოვა გენერალი დუმბაძე რომელიც კბილებით იცავდა მას და ასრულებდა ყველა უკანონო ბრძანებას. სამაგიეროდ მერე გამოაგზავნა სპეციალურად თვითმფრინავი და წაიყვანა თავის ძაღლი “ბასმაჩი”. ივანიშვილს თავის ზებრა და სხვა ცხოველები უფრო მეტად უყვარს, ვიდრე თითოეული თქვენგანი. ეჭვი მაქვს, რომ ხალხს საერთოდ არ წაიყვანს და არც ერთი თქვენგანი არ გაახსენდებით, ამიტომ გთხოვთ, ცოტა დაფიქრდით, ივანიშვილი პრაქტიკულად ჩამოშლილია.

ბოლო გამოკითხვაში რომელიც ჩაატარა (Edison Research) საქართველოს მოსახლეობის 60% მიუხედავად წარმოუდგენელი ზეწოლისა ამბობს, რომ მას უნდა სააკაშვილი დაბრუნდეს უკან, საქართველოში. ეს, ასევე აჩვენებს დამოკიდებულებას ივანიშვილის მიმართ, რეალურად მას პრობლემა აქვს მთლიანად ქართულ საზოგადოებასთან, რომლის ქვეყნიდან გაძევება მან დაანონსა, უქართველობა დაანონსა საქართველოში.

საქართველოში აუცილებლად გათენდება.."

image


0
150
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
150
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0