x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
(ვიდეო)საკრუიზო ლაინერი შტორმში: ნახეთ მგზავრების ემოცია და რა ხდება შიგნით
image



ყველაზე დიდი საკრუიზო ლაინერები 360 მეტრის სიგრძეს აღწევს. ეს თითქმის სამი საფეხბურთო მოედანის ტოლია და თითქმის 100 მეტრით გრძელი, ვიდრე ტიტანიკი, რომლის ზომა 269 მეტრი იყო. ეს გიგანტები აშენდა 10 წლის წინ და გადაეცა “Oasis of the Seas” ტიპის კლასს. ამ ტიპის კლასის ოთხი უმსხვილესი ლაინერი ექსპლოატაციაშია 2018 წლიდან, კრუიზერი იტევს 6 680 მგზავრს და 2200 ეკიპაჟის წევრს.



რაც უფრო დიდია ხომალდი, მით უფრო დიდია ძლიერი ქარიშხლის გადალახვის ალბათობა. მაგრამ პრაქტიკა აჩვენებს, რომ უზარმაზარი საკრუიზო ლაინერები ვერ ახერხებენ, 12 ბალიან ქარიშხალს მშვიდად გაუძლონ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტალღები არ არის საკმარისად ძლიერი, რომ დაფარონ უზარმაზარი საკრუიზო გემი, მათ მაინც შეუძლიათ მარტივად შეიტანონ დისკომფორტი კაბინაში და თავად გემის შიგნით. ძლიერი ქარიშხლის შემდეგ, უმჯობესია საკრუიზო გემში მგზავრებმა არ დატოვონ თავიანთი კაბინები, რადგან, დაუმაგრებელი ავეჯის ელემენტები სხვადასხვა დარბაზებში მოძრაობს უზარმაზარი სისწრაფითა და სიხშირით. ფეხზე მყარად დგომა ისეთივე პრობლემური იქნება, როგორც სალონში უკან დაბრუნება, როდესაც მიხვდებით, რომ ეს არ არის უსაფრთხო.


საკრუიზო ლაინერები არა მხოლოდ მოგზაურობას ემსახურება, ლაინერები არის იმ ქვეყნის სიამაყე, რომელსაც ისინი ეკუთვნიან და მომავალში შეუძლიათ სრულიად განსხვავებული როლიც შეასრულონ. უზარმაზარი ლაინერი შეიძლება იყოს როგორც მცურავი ჰოსპიტალი საომარი და სასტუმრო - მშვიდობიანი დროისთვის. მაგალითად, 2004 წელს ათენის ოლიმპიადის დროს, რამდენიმე საკრუიზო ლაინერი ითვალისწინებდა სასტუმროების საჭიროებას ტურისტებისთვის, რადგან სასტუმროებში ოთახები არ იყო საკმარისი ყველასთვის.



ახლა კი, მოდით, ვნახოთ ვიდეო, რომელიც ნათლად გვიჩვენებს, თუ როგორ გრძნობენ თავს საკრუიზო გემის მგზავრები ქარიშხალის დროს.





0
1302
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
1302
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0