x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134386
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ნორვეგიამ კონტრაქტის შესაბამისად მიიღო სამხრეთ კორეული 155 მილიმეტრიანი თვითმავალი ჰაუბიცის "К9"-ის ორი ერთეული

image
ნორვეგიაში ოსლოსთან მდებარე პორტ დრამმენში სამხრეთ კორეიდან ჩაყვანილ იქნა 155/52-მმ თვითმავალი ჰაუბიცა "К9" და ერთი, აღნიშნული ჰაუბიცებისათვის საბრძოლო მასალის გადამტანი "К10"-ი, რომელიც იმავე ბაზაზეა შექმნილი, როგორზეცაა შქმნილი თავად ჰაუბიცა. 4 დეკემბერს აღნიშნული სამხედრო ტექნიკა გადაეცა ნორვეგიის მოტომსროლელთა ბრიგადის ("ჩრდილოეთი") საარტილერიო დივიზიონს.
155-მმ თვითმავალი ჰაუბიცა "К9" (ნორვეგიული აღნიშვნით VIDAR) და საბრძოლო მასალის გადამტანი დაჯავშნული მანქანა "К10"-ი გაყვანილ იქნა მიღებისთანავე შესამოწმებლად საარტილერიო პოლიგონზე ხედმარკის გუბერნიაში.
როგორც ადრე ვწერდი, 2017 წლის 20 დეკემბერს ნორვეგიულმა თავდაცვითი შესყიდვების უწყებამ "Forsvarsmateriell", რომელიც ნორვეგიის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, ხელი მოაწერა კონტრაქტს რომლის ღირებულება 1, 8 მილიარდი კრონაა (216 მილიონი დოლარი), სამხრეთ კორეულ კომპანიასთან "Hanwha Land Systems" (რომელიც თავდაცვითი წარმოების ჯგუფის "Hanwha"-ს წარმომადგენელია) ნორვეგიისათვის 24 თვითმავალი ჰაუბიცის "К9 Thunder"-ის მისაწოდებლად.
ასევე ცნობილი იყო, რომ კონტრაქტის შესაბამისად ნორვეგიას ასევე მიეწოდება 6 ერთეული დაჯავშნული მანქანა, რომლის დანიშნულებაა თვითმავალ ჰაუბიცებს მიაწოდოს საბრძოლო მასალა.
კონტრაქტის ღირებულება ტექნიკის სრულად მოდერნიზების გამო გაიზარდა 3, 2 მილიარდ კრონამდე (384 მილიონი დოლარი).
თვითმავალი საარტილერი დანადგარის "К9" დაიწყო წელსვე, ძირითადი ნაწილის მიწოდება გათვალისწინებულია 2020 წელს, კონტრაქტი მთლიანად დაიხურება 2021 წელს.
imageimageimageimageimageimageimage
image
image
image

ნორვეგიის არმია შეიარაღდება სამხრეთ კორეის წარმოების თვითმავალი საარტილერიო დანადგარით " К9"

0
448
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
448