x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ჩრდილოეთ სირიაში ახალ სამხედრო ბაზაზე ახალი სამხედრო ძალა და მატერიალური საშუალებები გადაისროლა

image
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აგრძელებს ტექნიკის და სამხედრო ბაზის მატერიალური უზრუნველყოფის საშუალებების გადასროლას სირიის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ელ-კამიშლში, სადაც ახლახან გახსნეს სამხედრო-საავიაციო ბაზა ვერტმფრენებისათვის, აღნიშნული სამხედრო ვერტმფრენები თავის მხრივ ჰმეიმის სამხედრო ბაზიდან იქნა გადაყვანილი აღნიშნულ ბაზაზე.
ქსელში გამოჩნდა ვიდეო, სადაც ჩანს თუ როგორ გადაადგილდება რუსული სამხედრო კოლონა ახალი ბაზის მიმართულებით და თუ როგორ მიაცილებს მას რუსული სამხედრო ვერტმფრენები.
რუსული სამხედრო-სატვირთო მანქანების კოლონას რუსული ჯავშანტექნიკა აცილებს ვერტმფრენების "Ми-8" და "Ми-35" მხარდაჭერით. კოლონაში ჩანს სატირთოები დაფარული ტვირთით, ასევე ჩანს საწვავით ტექნიკის გამწყობი მანქანები.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გააძლიერა სირიის ჩრდილოეთით თავისი სამხედრო ძალები, ქალაქ ელ-კამიშლის აეროპორტში რუსეთის სამხედრო ვერტმფრენების გადასროლით.
ახალ ბაზას საჰაერო უსაფრთხოებას უზრუნველჰყოფს საზენიტო სარაკეტო, ტყვიამფრქვევებიანი კომპლექსი "Панцирь-С", იმავე ბაზაზე განთავსდა რუსეთის სამხედრო პოლიცია თავისი ჯავშანტექნიკით.
ახალ ბაზაზე ვერტმფრენების გადაყვანამდე ჩავიდა სპეც ტექნიკა, რომელმაც მოამზადა ბაზა ვერტმფრენებისა და ჯავშანტექნიკის მისაღებად, ასევე გაიხსნა სამედიცინო პუნქტი და კომენდატურა, რომელიც ახდენს ბაზის დაცვას.
ახალი რუსული ბაზის სამხედრო ვერტმფრენები აცილებენ რუსულ სამხედრო პოლიციას, რომლებიც ახდენენ პატრულირებას თურქ სამხედროებთან ერთად.

0
287
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
287