x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მოკლული ხანგოშვილი ტერორისტი იყო და 98 კაცის მკვლელი-რუსეთი გერმანიას პასუხობს
imageმას შემდეგ რაც გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გერმანიის ხელისუფლებამ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით ორი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა, ახალი ამბების სააგენტო "ინტერფაქსმა" გამოაქვეყნა ინფორმაცია საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ, რომლის მკველელობამაც დიპლომატიური სკანდალი გამოიწვია.



ძალოვანი სტრუქტურების სააგენტოს თანახმად, ზელიმხან ხანგოშვილი მონაწილეობდა რუსეთში ტერორისტული აქტების ორგანიზებაში და განხორციელებაში, როგორც ბანდფორმირების ლიდერი. ამ შეტევების დროს ათობით ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2016 წელს იგი საქართველომ იგი საერთაშორისო ძებნილთა სიაში შეიყვანა.


ხანგოშვილს ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედი ბანდიტების დამაკავშირებელ რგოლად მიიჩნევდნენ, მათ შორის კავშირი ჰქონდა ჩეჩნეთის ყოფილ პრეზიდენტ ასლან მასხადოვთან, შამილ ბასაევთან, დოკა უმაროვთან, ჰალილოვთან და თაზიევთან . ასევე ისიც აღინიშნა, რომ ხანგოშვილს შესაძლოა მჭიდრო კავშირი ჰქონოდა იყოს „უცხოელ დაქირავებულებთან“ - აბუ ჰავსთან, იბნ ალ-ხატაბთან და აბუ ალ-ვალიდთან.




წყაროების თანახმად, ბასაევის მითითებით, ხანგოშვილი ხელმძღვანელობდა ბანდას, რომელიც შეიქმნა 2003-2004 წლებში ინგუშეთში დივერსიული და ტერორისტული აქტების ორგანიზებისა და ჩატარების მიზნით. აღნიშნულია, რომ 2003 წლის მაისში და აგვისტოში იგი მონაწილეობა ფედერალური ძალების კოლონებზე თავდასხმაში, ინგუშეთში, ალხასტასა და გალაშკის დასახლებებს შორის გზაზე, რა დროსაც დაიღუპა 15 ჯარისკაცი. ასევე იგი მონაწილეობდა სხვა თავდასხმებშიც, სადაც მთლიანად დაიღუპა 98 ადამიანი, 104 კი დაიჭრა.

ამ ფონზე, გერმანიიდან რუსი დიპლომატების გაძევება ”სიბნელემდე” მიგვიყვანს-განაცხადა სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ იური შვიტკინმა RT– სთან ინტერვიუში.

"რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა შეიძლება მხოლოდ დესტრუქციულ ურთიერთობამდე მიგვიყვანოს. საელჩოს თანამშრომლების გაძევების ფაქტმა სათანადო არგუმენტაციის გარეშე და გარკვეულწილად გამოგონილი საბაბით, შეიძლება მიგვიყვანოს დიპლომატიურ სკანდალამდე, რომელიც საერთოდ არ ჯდება გერმანიასა და რუსეთს შორის ურთიერთობების მშენებლობის სივრცეში. ”- დასძინა მან.

შეგახსენებთ, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი გერმანიის დედაქალაქში ამა წლის 23 აგვისტოს მოკლეს. რამდენიმე დღეში გერმანიის პოლიციამ რუსეთის 49 წლის მოქალაქე დააკავა. აგვისტოს ბოლოს გერმანული პრესა წერდა, რომ მკვლელობის უკან შესაძლოა, რუსეთის სპეცსამსახურები იდგნენ.

სწორედ ამიტომ, გერმანიის მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ შესაძლოა, დიპლომატიური ან სხვა სახის სანქციები დააწესოს, თუ დამტკიცდა, რომ საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში უშუალოდ მოსკოვის ხელი ურევია.






1
784
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
784
  
2019, 10 დეკემბერი, 2:24
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1