x
მეტი
  • 23.01.2020
  • სტატია:98452
  • ვიდეო:343886
  • სურათი:460685
“ ქართული მონეტების ოქროს კოლექცია“ წიგნ-ალბომთან ერთად 70%-იანი ფასდაკლებითაა ხელმისაწვდომი
image


"ქარ­თუ­ლი მო­ნე­ტე­ბის ოქ­როს კო­ლექ­ცია" შედ­გე­ბა 24 მო­ნე­ტი­სა­გან, რომ­ლი­თაც ივ­სე­ბა წიგ­ნი-ალ­მო­ბი. 14 ნო­ემ­ბრი­დან, თვე­ში ერთხელ, ჟურ­ნალ "გზას­თან" ერ­თად, მო­ნე­ტე­ბის კომ­პლექ­ტი სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი. პრო­ექ­ტი 5 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა. მკი­თხვე­ლი 4 თვის განმავ­ლო­ბა­ში, ჟურ­ნალ­თან ერ­თად, ხუთ-ხუთს, ბოლო თვეს კი 4 მო­ნე­ტას მი­ი­ღებს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ პრო­ექ­ტის გამ­ნავ­ლო­ბა­ში (5 თვე) წიგ­ნი-ალ­ბო­მი, რო­მელ­საც მკი­თხვე­ლი შეგ­რო­ვე­ბუ­ლი 24 მო­ნე­ტით შე­ავ­სებს, სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად - 20.90 ლა­რად იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი. ალ­ბომს, ასე­ვე, მოჰ­ყვე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი ლუპა. შემდეგი მონეტების კომპლექტი, 12 დეკემბრიდან გზასთან ერთად, სპეციალურ ფასად 8, 40 ლარად იქნება ხელმისაწვდომი.


ალ­ბომ­ზე ნუ­მიზ­მატ­თა და ის­ტო­რი­კოს­თა გუნ­დი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და. წიგნ-ალ­ბომ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი მო­ნე­ტე­ბის ორი­გი­ნა­ლე­ბი და­ცუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ მუ­ზე­უმ­ში.


“ ქარ­თუ­ლი მო­ნე­ტე­ბის ოქ­როს კო­ლექ­ცია“ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის მა­ტი­ა­ნეა, რო­მე­ლიც უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან XIX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყი­სამ­დე პე­რი­ოდს მო­ი­ცავს. ამ მო­ნე­ტე­ბით მო­ყო­ლი­ლი ის­ტო­რია არის სა­ინ­ტე­რე­სო გზა, რომ გაჰ­ყვე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ვაჭ­რო გზებს, იმ პე­რი­ო­დებს, რო­დე­საც ფული იჭ­რე­ბო­და. ყვე­ლა მო­ნე­ტა ძა­ლი­ან სკურ­პუ­ლო­ზუ­რად არის შერ­ჩე­უ­ლი იმ პე­რი­ო­დებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, იმ მე­ფე­ებ­თან, რომლთაც სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი უჭი­რავთ. ყვე­ლა ფული დე­ვალ­ვა­ცი­ას გა­ნიც­დის, თუმ­ცა ეს არის ფული, რო­მე­ლიც არას­დროს უფა­სურ­დე­ბა.



პრო­ექ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მი­სა და "გა­მომ­ცემ­ლო­ბა პა­ლიტ­რა L“ -ის მიერ გან­ხორ­ცი­ელ­და და ის წიგნ-ალ­ბომ­სა და მო­ნე­ტე­ბის კო­ლექ­ცი­ას აერ­თი­ა­ნებს, 24 გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­ნე­ტა, სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ას ქრო­ნო­ლო­გი­უ­რად გვი­ამ­ბობს. თი­თო­ე­ულ მო­ნე­ტას ერ­თვის შე­სა­ბა­მი­სი ეპო­ქის მი­მო­ხილ­ვა. ალ­ბომ­ში შეხ­ვდე­ბით ეროვ­ნულ მუ­ზე­უმ­ში და­ცულ, ეპო­ქე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ექ­სპო­ნა­ტე­ბის ფო­ტო­ებ­საც, რომ­ლე­ბიც ის­ტო­რი­უ­ლი სი­ზუს­ტით აღ­წე­რენ თი­თო­ე­ულ მო­ნე­ტას.

0
17
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
17
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0