x
მეტი
  • 23.01.2020
  • სტატია:98452
  • ვიდეო:343886
  • სურათი:460685
მეცნიერებმა შავი ხვრელის პირველი ფოტო მოიპოვეს სადაც შავი ხვრელის მოვლენათა ჰორიზონტია აღბეჭდილი

image

ევროპელმა მეცნიერებმა სენსაციური განცხადება გააკეთეს, მათ პირველად მოახერხეს და გამოაქვეყნეს გიგანტური შავი ხვრელის ფოტო, რომელიც შორეულ „მიზერი 87“ გალაქტიკაში მდებარეობს. აღნიშნული შავი ხვრელი მზის სისტემიდან 50 მილიონი სინათლის წელიწადით არის დაშორებული, ხოლო მისი მასა მზის მასას 6, 5 მილიარდჯერ აღემატება.

აღნიშნული ფოტოს გადაღებას დასჭირდა 8 ტელესკოპის ქსელი რომლებიც სხადასხვა კონტინენტზეა განთავსებული. მათი კომბინირება კომპიუტერული პროგრამით მოხდა ერთ სისტემად, რის შემდეგაც გახდა შესაძლებელი აღნიშნული ფოტოს გადაღება. როგორც მეცნიერებმა გამოთვალეს აღნიშნული შავი ხვრელი ზომით ჩვენს მზის სისტემაზე დიდია და იგი უნდა იყოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზომის შავი ხვრელი რომელიც შესაძლოა კოსმოსში არსებობდეს.

ფოტო იმდენად მნიშვნელოვანია მთელი მეცნიერული საზოგადოებისათვის, რომ მისი პრეზენტაცია მოხდა პრესკონფერენციაზე, რომელიც ერთდროულად ექვს ქალაქში მიმდინარეობდა, საქმე იმაშია, რომ შავ ხვრელებზე აქამდე არსებობდა მხოლოდ თეორიული მოსაზრებები და მათი არსებობა გარკვეულ მეცნიერულ ჰიპოთეზებს ეყრდნობოდა, ხოლო ფოტოთი საბოლოოდ დადასტურდა მათი არსებობა.

0
178
შეფასება არ არის
ავტორი:ლევანი სიყვარულიძე
ლევანი სიყვარულიძე
178
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0