x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
თუ ღამით ამ დროს გეღვიძებათ, შეიძლება თქვენ პრობლემები გქონდეთ. ეს ძალიან სერიოზულია!

image



ღამით ერთსა და იმავე დროს გეღვიძებათ? და უკვე დაიღალეთ იმაზე ფიქრით თუ რა შეიძლება სჭირდეს თქვენს ორგანიზმს? მაშინ დროა საბოლოოდ გაარკვიოთ ამის ნამდვილი მიზეზი.



image


ჩინურ მედიცინაში ჩვენი ორგანიზმის ერთგვარი ბიოლოგიური საათი არსებობს, რომელიც ზუსტად დაგეხმარებათ განსაზღვროთ თუ რომელი ორგანოს პრობლემები არ გაძლევთ მშვიდი ძილის საშუალებას და ომელი ემოცი გაღვიძეთ ყველაზე ხშირად შუა ძილში.




ჩვენი ორგანიზმის ენერგეტიკული საათი ასე გამოიყურება


image



აი, რას გულისხმობენ ისინი.



1. თუ თქვენ ჩაძინება 21.00 საათიდან 23.00 საათამდე გიჭირთ



ამ დროს სისხლძარღვები აქტიურდება, თუკი დროის ამ შუალედში ჩაძინებას ვერ ახერხებთ, მაშინ შეიძლება თქვენ - იმუნიტეტთან, თირკმელზედა და ფარისებრ ჯირკვალთან დაკავშირებილი პრობლემები გაწუხებდეთ. ფსიქოლოგიური ფაქტორები, რომლებიც ამ დროს ძილს ართულებს ძირითადად - სტრესი, ფსიქიკური აშლილობა და საკუთარ პერსონაზე კონცენტრირებაა.




2. თუ თქვენ 23.00 საათიდან 1.00 საათამდე გეღვიძებათ



ამ დროს აქტიური ნაღვლის ბუშტია. ეს ორგანო როგორც ცნობილია, ცხიმების გადამუშავებაზეა პასუხისმგებელი, რომლებიც თქვენ დღის განმავლობაში მოიხმარეთ. თუ ამ დროს ხშირად გეღვიძებათ, საჭიროა რაციონში რაც შეიძლება მეტი ჯანმრთელი ცხიმები ჩართოთ. დაიმახსოვრეთ, თუკი თქვენ საკუთარ თავს ან სხვა ვინმეს რაიმეში ადანაშაულებთ, რომელზე ფიქრიც მოსვენებას არ გაძლევთ, ამან შესაძლებელია ძილთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები შეგიქმნათ.



3. თუ თქვენ 1.00-დან 3.00-მდე შუალედში გეღვიძებათ


ეს ღვიძლის აქტივობის დროა. თუ თქვენი ძილი სწორედ 1.00-დან 3.00-მდე ინტერვალით ირღვევა, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ მნიშვნელოვან ორგანოს თქვენ ძალიან ტვირთავთ. დროა ალკოჰოლის მიღება შეამციროთ და უფრო მეტი ყურადღება თქვენს კვების რაციონს დაუთმოთ, რათა მოსალოდნელი პრობლემები დროულად თავიდან აიცილოთ. ამ დროს ჩაძინებაში ადამიანს ხელს ასევე, ბოღმა, ბრაზი და დანაშაულის გრძნობა უშლის.




4. თუ თქვენ 3.00-დან 5.00 საათამდე გეღვიძებათ



ამ დროს ფილტვები ჟანგბადს აგროვებს, რათა შემდეგ ის სხვა ორგანოებს გადასცეს. ამ დროს ადამიანები განსაკუთრებით - მოწყენილობას, სევდას და მწუხარებას განიცდიან. თუ თქვენ ხშირად ამ დროს გეღვიძებათ, ეს დეპრესიის აშკარა ნიშანია. სიტუაციის გამოსასწორებლად დროა ჯანმრთელ კვებაზე გადახვიდეთ და რაც შეიძლება მეტი დრო სუფთა ჰაერზე გაატაროთ.



5. თუ თქვენ 5.00-დან 7.00-მდე გეღვიძებათ



დროის ამ შუალედში მსხვილი ნაწლავი აქტიურდება, ამიტომ ამაში უჩვეულო არაფერია, რომ სწორედ ამ დროს გაგეღვიძათ, ვინაიდან სწორედ 5.00-დან 7.00-მდე შეიძლება ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილების სურვილი გაგიჩნდეთ. პრობლემის მოსაშორებლად, სვით რაც შეიძლება მეტი წყალი. ემოციურად, თქვენ ხელს ან ის გამოუვალი მდგომარეობა გიშლით, რომელშიც მოცემულ მომენტში იმყოფებით ან ცხოვრებისეული პირობების გაუმჯობესების მოლოდინი. ახლა, კი როდესაც უკვე კარგად იცით, თუ სად იმალება თქვენი პრობლემა, მის აღმოფხვრასა და ძილის გაუმჯობესებაზე ზრუნვა შეგიძლიათ დღეიდან დაიწყოთ.




0
837
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
837