x
მეტი
  • 23.01.2020
  • სტატია:98456
  • ვიდეო:343886
  • სურათი:460686
დასჯილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ჟურნალისტიკაში მიდის
image


ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, რომელიც სულ ახლახან სინოდის სხდომაზე დასაჯეს, ახალი ამბების სააგენტოს აფუძნებს და საინფორმაციო ვებ-გვერდს ქმნის. ამის შესახებ თავად პეტრე ცაავამ ტელეკომპანია "ფორმულას" საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტს განუცხადა.


"ზოგადად ვაპირებთ შევქმნათ საინფორმაციო, საზოგადოებას დავეხმაროთ, მივაწოდოთ სიმართლე და გადავფაროთ სიცრუის ნიაღვარი, რომელიც მოდის საპატრიარქოდან. ვამჟღავნოთ ცრუ ქრისტიანობა და ვიქადაგოთ ქრისტიანობა. ზოგადად იდეის დონეზე უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა"- განაცხადა პეტრე ცაავამ.


ჯერ უცნობია, რა სახელი ექნება ყოფილი მიტროპოლიტის საინფორმაციო სააგენტოს, ან როდის დაიწყებს ის ფუნქციონირებას, ვინ იქნებიან მისი ავტორები და ჟურნალისტები.



შეგახსენებთ, მიტროპოლიტი პეტრე ცაავა საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ დირექტორად რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა. სწორედ საპატრიარქოს მისამართით გაკეთებული კრიტიკული განცხადებების გამო ბოლო ხანს მას ტელევიზიის ხელმძღვანელის თანამდებობაც დაატოვებინეს.

1
1391
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
1391
  
2019, 6 დეკემბერი, 2:29
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1