x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
პლანეტის 3 საიდუმლო, რომელიც მეცნიერებმა ამოხსნეს

დედამიწაზე ოკეანეების წარმოქმნა


ჩვენს პლანეტაზე და საერთოდ, მზის სისტემაში, წყლის გაჩენის პერიოდმა, ახალი კვლევის შედეგების მიღების შემდეგ, უფრო შორეულ წარსულში გადაინაცვლა. აღმოჩნდა რომ, დედამიწაზე მსოფლიო ოკეანე ყოველთვის იყო. რაც იმას ნიშნავს, რომ წყალი პლანეტის ზედაპირზე, ჯერ კიდევ, მისი ფორმირების პერიოდში იყო.

აქამდე ითვლებოდა, რომ წყალი პლანეტაზე, მისი ჩამოყალიბებიდან, ბევრად უფრო გვიან, სავარაუდოდ, 4 – 3, 8 მილიარდი წლის წინ, კატარქაულ ერაში, ასტეროიდებთან და ყინულის შემცველ კომეტებთან შეჯახების შედეგად, გაჩნდა. ახლა კი გაირკვა, რომ ეს ასე არ ყოფილა!


image


მეცნიერებმა ნახშირბადის ქონდრიტების შემცველი მეტეორიტები გამოიკვლიეს, რომლებიც წყლის პოტენციურ წყაროდ ითვლება და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ წყალი დედამიწაზე ყოველთვის იყო.

საერთოდ, ასეთი შედგენილობის მეტეორიტები ტიპიურია მზის სისტემის ყველა ობიექტისთვის. ხოლო, უფრო მეტი მტკიცებულების მოსაპოვებლად და პლანეტაზე წყლის გაჩენის ზუსტი პერიოდის დასადგენად, მეცნიერებმა NASA-ს მიერ მიწოდებული, 4-Vesta ასტეროიდის ნაწილის ნიმუშიც გამოიკვლიეს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბაზალტის ქანის ზედაპირის მქონე 4-Vesta-ს და დედამიწის ფორმირება მზის სისტემის ერთი და იგივე ოლქში მოხდა და როგორც კვლევამ აჩვენა, ეს ასტეროიდი მზის სისტემაზე, დაახლოებით, 14 მლნ. წლით უმცროსი არის და ის, წყალბადის იზოტოპების შემადგენლობის მიხედვით, პლანეტაზე წყლის გასაჩენად, იდეალური წყარო იქნებოდა.

ასე, რომ, წყალი საჭირო შემადგენლობით და რაოდენობით დედამიწაზე, მისი ფორმირების ადრეულ სტადიაზე უკვე არსებობდა. თუმცა, არც ის არის გამორიცხული, რომ გრკვეული რაოდენობის დამატება, უფრო გვიანდელ პერიოდში მომხდარიყო.



წყალქვეშა ტალღების წარმოქმნა


ოდესმე თუ გინახავთ ტალღები, რომლის სიმაღლე 500 მეტრია? ალბათ, მხოლოდ ფილმებში! არა და, ზღვების და ოკეანეების სიღრმეებში, ასეთი ტალღები ნამდვილად არსებობს. მეცნიერები უკვე დიდი ხნის მანძილზე სწავლობენ ამ მოვლენას და როგორც დაადგინეს, ყველაზე დიდი ტალღები, ფილიპინების და ვიეტნამის სიახლოვეს, ჩინეთის ზღვის ფსკერზე წარმოიქმნება. ხოლო, მათი წარმოქმნის მიზეზი, ზღვის ფსკერის რელიეფი და ტემპერატურებს შორის სხვაობა არის, წყლის ზედაპირულ და სიღრმი მასების შორის. ასეთ ტალღა, წარმოქმნის კერიდან – ნაპირებისკენ, მთელი საათის მანძილზე მოძრაობს და მისი სიჩქარე და სიმაღლე, დროის გარკვეული პერიოდის შემდეგ, მცირდება.



მეცნიერები წყალქვეში ტალღების კვლევის შემდეგ იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ეს ტალღები ძალიან მნიშვნელოვანია წყალის ცოცხალი ორგანიზმებისთვის, რადგან მათი მეშვეობით, ოკეანეებში თბილი და ცივი წყლის მასების გადანაწილება – წყლის ტემპერატურული რეჟიმის დაბალანსება ხდება. გარდა ამისა, შინაგან ტალღებს, ოკეანეებს შორის, დიდი რაოდენობით მარილი და საკვები ნივთიერებები გადააქვთ.

რაც შეეხება ამ ტალღების წარმოქმნის მექანიზმს, თავდაპირველად, ტალღა განსხვავებული ტემპერატურის წყლის მასების ურთიერთობის შედეგად იქმნება და თუ ამ პროცესში ფსკერის რელიეფიც ერთვება, მაშინ მისი სიმაღლე და სიჩქარე იზრდება.



დედამიწაზე ცოცხალი ორგანიზმების მასიური ამოწყვეტა


პერმის «დიდი» გადაშენების მიზეზი, რომლის დროსაც ცოცხალი ორგანიზმების სახეობათა 90% (ზოგიერთი შეფასებით, 95%) ამოწყდა, MIT-ის (მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი) მკვლევართა ვერსიით, ერთუჯრედიანი მიკროორგანიზმი – მეთანოსარცინი (Methanosarcina) იყო.


image


მათი აზრით, პერმის პერიოდში (285 – 230 მლნ. წლის წინ) Methanosarcina-მა გენეტიკური გარდაქმნა განიცადა. ის თავდაპირველად ბაქტერია იყო. ხოლო, მიკრობად გარდაქმნის შემდეგ, მას აცეტატის (ვიტამინი E) ათვისების შესაძლებლობა მიეცა და როგორც კი ეს მოხდა, მიკრობი იმ ორგანიზმებს «შეესია», რომელიც აცეტატს შეიცავდა.

P.S. აქამდე ითვლებოდა, რომ პალეოზოური პერიოდის ბოლოს ვულკანიზმის მორიგი პროცესი დაიწყო, რომელიც თითქმის მილიონი წელი გრძელდებოდა და ცოცხალი ორგანიზმების განადგურება სწორედ ამ მიზეზით მოხდა.

imageimageimage
imageimageimageimage




1
1107
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1107
  
2019, 27 დეკემბერი, 1:29
გსურთ იპოვოთ გოგონა ერთი ღამით? მოგესალმებით --- www.Bredhot.Com
0 1 1