x
მეტი
  • 23.01.2020
  • სტატია:98452
  • ვიდეო:343886
  • სურათი:460685
რომელია გრამატიკულად სწორი ფორმა ''გამარჯობათ'' თუ ''გამარჯობა'' ?

რომელია გრამატიკულად სწორი ფორმა ''გამარჯობათ'' თუ ''გამარჯობა''?



image


პირველ რიგში, გეტყვით, რომ დღეს ენათმეცნიერებამ ორივე ფორმა მართებულად მიიჩნია!


თუმცა გრამატიკული წესების მიხედვით, ''გამარჯობათ'' ფორმა, მცდარია.
''გამარჯობა'' არ არის ზმნა(იგი არსებით სახელ ''გამარჯვებიდან'' მომდინარეობს) და მისთვის ზმნური დაბოლოება ''თ"-ს დართვა არასწორია.
თუმცა ენა ცვალებადია და მის დახვეწასა და განვითარებას წინ ვერ აღვუდგებით(პროგრესის უგულებელყოფა და თანამედროვეობას ჩამორჩენა ენას გააუფასურებს).


ახალი ორთოგრაფიული ლექსიკონის მიხედვით, ნებადართულია „გამარჯობათ“ ფორმაც, როგორც ერთ-ერთი გამონაკლისი!




ამ თემასთან დაკავშირებით განმარტებას ''ენის მოდელირების ასოციაციაც'' აკეთებს და აღნიშნავს, რომ ''ბოლო დროს ამ ფორმას მაინც გაუხსნეს გზა და თავაზიანი მიმართვის დროს მის გამოყენებას არ კრძალავენ"



ჩვენ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, პატივი სცეთ ქართულ სალიტერატურო ენას და ყველა გზით დაიცვათ იგი ყოველგვარი ''დაბინძურებისგან"






image

1
615
1-ს მოსწონს
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
615
  
2019, 6 დეკემბერი, 10:13
ნამდვილად სწორი ფორმაა ,,გამარჯობა,, და ,,ბოდიში,,(არა ბოდიშით), მაგრამ როდესაც ესალმები რამოდენიმე ადამიანს, ან თანამდებობის პირს, უხერხულობას ქმნის ეს ფორმა...
0 1 1