x
image
მაია 24
9-16 დეკემბერს სენსაციურ საიდუმლოს ყველა გაიგებს - რაზე გვაფრთხილებს ასტროლოგი

image


ასტროლოგი ხათუნა ნოელი უახლოესი დღეების ატროლოგიური ტენდენციების შესახებ საუბრობს:

"9-16 დეკემბერის პერიოდში შესაძლოა მოულოდნელი, აქამდე დაფარული/ გასაიდუმლოებული ინფორმაცია გამჟღავნდეს. მე ვფიქრობ, რაღაც თემას ''გრიფით საიდუმლოც" კი შეიძლება რომ ახლა მოეხსნას და გასაჯაროვდეს. სენსაციური იქნება ეს თუ სკანდალური, ჩვენ ყველანი ერთად ვნახავთ (უფრო სწორედ კი მოვისმენთ).


რა განაპირობებს ამას?


საქმე ისაა, რომ ტრანზიტულ მერკურს არ ექნება ასპექტები სხვა პლანეტებთან. ეს კი ნიშნავს, რომ მას აღარაფერი ზღუდავს, აღარაფერი აკავებს. ცენზურა მოხსნილია. და ვინაიდან ამ რიცხვებში მერკური მშვილდოსნის ზონას გადის, სავარაუდოდ, ეს ამბები კვლავ რელიგიის თემატიკას წამოატივტივებს. ან შესაძლოა იურისპრუდენციის მაღალ იერარქიულ პირთა შესახებაც შევიტყოთ რამე. თუმცა ინფორმაცია რომ ცალსახად ქართული იქნება, ამასაც ვერ დავიჟინებ - მშვილდოდსანი უცხოეთთანაც არის კავშირში.


16-ში მერკურის უასპექტობა სრულდება, თუმცა შეღავათს არც ახლად ჩართული ასპექტი მოიტანს. ვინაიდან ამჯერად ნეპტუნი გაუკეთებს კვადრატურას მერკურს, რომელიც კლასიკური მაჩვენებელია ტყუილების, აფერისტობის, თვალთმაქცობის, ილუზიების... პიკი უწევს 20 დეკემბერს და 22-ში საბოლოოდ ამოიწურება.


ეს მოვლენები აშკარად გვამზადებენ 26 დეკემბრის მზის დაბნელებისათვის. რას მოიტანს ეს ეკლიფსი? ამაზე ცალკე, უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ..."


ასევე ნახეთ:


რომელი ზოდიაქოს ნიშანი რაშია მაგარი


დეკემბერში სავსემთვარეობა, ახალმთვარეობა და მზის დაბნელებაა - მომდევნო თვის პროგნოზი რამაზ გიგაურისგან


"ბედნიერების პლანეტა" პოზიციას იცვლის - რომელ ზოდიაქოს ნიშნებს მოუტანს იღბალს 2020 წელი და რაში


ფული, ჯანმრთელობა, პირადი ცხოვრება - როგორი იქნება 2020 წელი, ნუმეროლოგიის მიხედვით


რა გველის თეთრი ვირთხის წელიწადში - 2020 წლის პროგნოზი აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით


ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე: მაია 24

1
2795
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
2795
  
2019, 6 დეკემბერი, 2:27
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1