x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
თაღლითმა რუსეთიდან ფინეთში გადასაყვანად აზიელების ჯგუფს 10 000 ევრო გამოართვა და მათ მოსატყუებლად "სასაზღვრო ბოძებიც" ჩაასო ტყეში

image "თავისუფალი ქვეყნების თანამეგობრობის" წევრი ქვეყნის მოქალაქემ აზიელები ფინეთის "საზღვარზე" გადაიყვანა ვიბორგის ტყეში, სადაც წინასწარ ჩაასო საზღვრის აღმნიშვნელი ბანერით რამდენიმე ბოძი.
თაღლითმა მამაკაცმა 18 წლიდან 32 წლამდე ასაკის 4 აზიელი მამაკაცისგან აიღო 10 000 ევრო ფინეთში გადაყვანის სანაცვლოდ.
თაღლითს არანაირი კავშირი არ ჰქონდა რუსეთის სასაზღვრო სამსახურთან და მას არც კი უცდია რუსეთ-ფინეთის საზღვრის გადაკვეთა არალეგალებთან ერთად.
მან წინასწარ მოამზადა ნიადაგი არალეგალების მოსატყუებლად და მარტივი ენით, რომ ვთქვათ "გადასაგდებად". წინასწარ ვიბორგის ტყეში ჩაასო ბოძები, რომლებზეც მიკრული იყო გამაფრთხილებელი აბრები წარწერით, რომ ეს იყო რუსეთ-ფინეთის საზღვარი.
მომდევნო ნაბიჯი უკვე არალეგალების "საზღვარზე გადაყვანა" იყო. თაღლითმა არალეგალები სპეციალურად ცუდი გზებით ატარა, სანამ ტყეში შეიყვანდა, ასევე თან წაიღო გასაბერი ნავი, ვითომ "საზღვარზე" პრობლემის შექმნის შემთხვევაში არალეგალების ტბით ფინეთში "გადასაყვანად".
არალეგალებმა დაინახეს "სასაზღვრო" ბოძები და იფიქრეს, რომ ფინეთში გადადიოდნენ, დარჩენილი ფული "საზღვარზე გადასვლისას" ჩაუთვალეს თაღლითს და რუსეთ-ფინეთის "საზღვარი" გადალახეს, თუმცა სწორედ მაშინ გამოჩნდა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სპეცრაზმი და არალეგალები და მათი მეგზური იქვე დააკავეს.
არალეგალები იძულების წესით გააძევეს რუსეთიდან, ხოლო მათი მეგზურის წინააღმდეგ აღიძრა საქმე თაღლითობის მუხლით.
ამოღებულ 10 000 ევროზე არსადაა საუბარი, დიდი ალბათობით აღნიშნული თანხა რუსეთის ბიუჯეტში იქნა შეტანილი, თუმცა ვინ იცის იქნებ სულაც გაიყო სპეცრაზმმა.

0
578
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
578