x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
Mediator image
Mediator image
„აბსურდული ბრალდებები ქაშუეთის ტაძრის დეკანოზისგან"

image

უცვლელად გთავაზობთ პოსტს გვერდ Ilia Iverieli-დან


მღვდელმსახური ქაშუეთის ტაძრიდან, კაგებეში შეთითხნილი ჭორების მსგავს, უმძიმესს ცილისმწამებლურ და აბსოლიტურად ყალბ ბრალდებებს აჟღერებს, მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას მიმართ.

ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას, წინააღმდეგ იდელოგიური პუტჩი დღესაც გრძელდება მეგობრებო. პუტჩისტური სასულიერო ელიტა, დღესაც ცდილობს ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ჩირქი მოსცხოს, მართლაც ქართველი ერის გამაერთიანებელი, თუნდაც ერთადერთი დღის, 1989წ. 9 აპრილის აღსანიშნავი დღის შეფასებისას.

ეს ვიდეო გადაღებულია 2019წ. 9 აპრილს. დღესაც ასე გვიყალბებენ ისტორიას, სასულიერო ელიტის საბჭოთა კადრები. ქაშუეთის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი ელიზბარ ოდიშვილი, რომელიც აცხადებს 9 აპრილს, მოედანზე პატრიარქის სიტყვით გამოსვლისას, მის გვერდით ვიდექიო, ყოველნაირად ცდილობს, როგორმე ჩაწიხლოს მაშინდელი ეროვნული მოძრაობის ლიდერები: ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა და სხვებიც. ქაშუეთის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი ელიზბარი ამბობს: პატრიარქის მოწოდებაზეო, ტაძარში გადადით და დაიშალეთო, გამსახურდიამ და კოსტავამ, უპასუხესო: "ეს, რომ მოვუწოდოთ, ჩვენ ეროვნული მოძრაობის ლიდერობას დავკარგავთო!". ეს არის სრული ბოდვა და ეს არის, სწორედ ისტორიის გაყალბების, მარაზმატიკული და ამაზრზენი, ძველი კაგებეჩნიკური მცდელობა. რადგანაც, ძალიან დიდი განსხვავებაა ამ მოგონილ სიტყვებსა და იმაში რასაც გამსახურდია ამბობს სინამდვილეში. არსებობს ამის ვიდეო მასალა და გადაამოწმეთ: გამსახურდია სინამდვილეში ამბობს, " ჩვენ, (ანუ პირადად ჩვენო, თორემ პატრიარქის მოთხოვნის აღსრულებას, კატეგორიულად ხელს არც უშლიდნენ) რომ მოვუწოდოთ, დაიშალეთო, ჩვენ შეგვრაცხავენ ერის მოღალატეებადო." თუ ხალხი თვითონ გადაწყვეტდა დაშლას, ლიდერებს არც უთქვიათ და არც იტყოდნენ არ დაიშალოთო. ხალხმა ლიდერების გარეშეც, თავად გადაწყვიტა იქ დარჩენა. თუმცა ლიდერები, მათი მებრძოლი ხასიათიდან გამომდინარე, თუნდაც მარტონი მაინც დარჩებოდნენ იქ. "როგორც ცა და დედამოწა", ასეთი ძალიან დიდი განსხვავებაა, დეკანოზ ელიზბარის ნათქვამის შინაარსა და ლიდერების გამონათქვამებს შორის. მიუხედავად დიდი ტრაგედიისა, რაც ღვთის დაშვებით მოხდა, 1989წ. 9 აპრილმა, საბჭოთა იმპერია დაანგრია, მთელ მსოფლიოში ანტიკომუნისტური მოძრაობის აღმავლობას ახალი იმპულსი მისცა, რამაც კომუნიზმი დაასამარა და ეს სასულიერო ელიტა ამას, ყურადღებასაც არ აქცევს.

მაშ რაშია საქმე? ესაა კვლავ მცდელობა, პატრიარქის გაკერპებისა და გაფეტიშებისა, კოსტავასა და გამსახურდიას ლაფში ამოსვრის ხარჯზე, რათა ვინმეს როდესმე, არ მოუვიდეს ჭკუაში, რომ კოსტავასა და გამსახურდიას ღვაწლი ერის წინაშე, რომ მათი გაგებით პატრიარქის ღვაწლს არ გაუტოლოს. ეს არის მცდელობა, პატრიარქის განდიდებისა და ლიდერების მიწასთან გასწორებისა. ეს არის მცდელობა პატრიარქისა და ლიდერების კვლავ ამჟამად ხელოვნურად დაპირისპირებისა, თუნდაც 9 აპრილთან დაკავშირებით. ესაა სწორედ, პუტჩის კვლავ იდელოგიური გაგრძელების მცდელობა. რადგანაც, მიუხედავად ცრუ პროპაგანდისა, ვერ ჩაკლეს ხალხის სულში, ზვიადისა და მერაბის მიმართ, ხალხის უდიდესი სიყვარული და მათი სიდიადე. აღსანიშნავია, რომ პატრიარქი იქ მივიდა შინაგან საქმეთა მინისტრის, შოთა გორგოძის მოთხოვნით, რათა ეცნობებინა ხალხისათვის, რომ დარბევა იქნებოდა ან დარბევის მცდელობა იქნებოდა. თუ ასეთი ბრძენი იყო პატრიარქი, თუ ასეთი დარბევა აუცილებლად იქნებოდა, ყველაზე მეტი ინფორმაცია ამ დარბევაზე, იმ წამისათვის სწორედ მას ჰქონდა, მინისტრ გორგოძის მხრიდან. თუ ასეთი ბრძენი იყო პატრიარქი, მაშინ გარკვევით ეთქვა, რომ თქვენ დაგარბევენ, თქვენ დაგხოცავენ და დაიშალეთო, ისიც მოეფიქრებინა და ეთქვა, ქალებმა მაინც დატოვეთ ეს ტერიტორიაო, რადგანაც სასტიკ, დაუნდობელ დარბევას და ხოცვა-ჟლეტას ექნება ადგილიო. ღვთის ნება ყოფილა თურმე, რომ მან ეს ვერ მოიფიქრა და ვერც გაბედა, მას საკმაოდ ბუნდოვანი გამოსვლა ჰქონდა: "საშიშროება რეალურიაო" ანუ დარბევის საშიშროება რეალურიაო, დარბევაც არის და დარბევაც, ხალხს ასე უმოწყალოდ თუ დახოცავდნენ, წინასწარ ვის მოუვიდოდა აზრად. დამოუკიდებლად იმის თქმაც, ვერ გაბედა, ხალხო კაცი-ჭამიები მოდიან და სასტიკად დაგხოცავენო, რა თქმა უნდა კრემლში, პატრიარქის ასეთი რადიკალური გამოსვლა და მოწოდება არ მოეწონებოდათ. ლიდერებს კი დარბევის დეტალები საიდან უნდა სცოდნოდათ, ლიდერები მარტონი მაინც დარჩებოდნენ იქ და ბოლომდე დარჩნენ კიდევაც.

ქაშუეთის ტაძრის მღვდელმსახურ, დეკანოზ ელიზბარის მხრიდან კიდევ ერთი, ჯერ არ გაგონილი, ჯერ არ მოსმენილი ცილისწამება გააჟღერა. ირაკლი წერეთელმა, პატრიარქს მიკროფონი გამოართვაო და მამაო ჩვენოს თქმის შემდეგო, ხლისუფლებას მოუწოდაო და მოითხოვაო, მიდით შემოიყვანეთ ტანკები და აუცილებლად დაგვარბიეთო!
სასულიერო პირს, ამით, იმის თქმა უნდა, რომ ხალხის დარბევა ძალიან უნდოდა ირაკლი წერეთელსო და სხვა ლიდერებსაცო. რადგანაც ეს მათ ინტერესებში შედიოდაო, ანდაც ყველანი კრემლთან შეთანხმებულად მოქმედებდნენო. ამაზე მეტი მარაზმი, რაღა უნდა ითქვას. ეს მხოლოდ კრემლისა და საბჭოთა იმპერიის, მაშინდელი კაგებეჩნიკური ნაფთალინიანი ჭორების, რეანიმაციის ახლებური მცდელობაა. საბჭოთა იმპერიის თაყვანისმცემელნი ადრე, იმაზეც ქილიკობდნენ, ხალხი რომ დაიღუპა, თვითონ ლიდერები რატომ გადარჩნენო. თუმცა, ეხლა რასაც ვისმენთ, ეს მეტისმეტია და სრული ბოდვაა მეგობრებო.

მაინტერესებს როცა, 1991წ. 21 დეკემბერს, პუტჩისტებმა დიდძალი იარაღი და შემდეგ კი ჰაუბიცებიც (ქვემეხები), რომ შეიტანეს ქაშუეთის ტაძრის ეზოში, რათა მეორე დღის გამთენიისას, შეიარაღებული ამბოხება დაეწყოთ, მაშინ რატომ არ დაგმო, ამ სასულიერო ელიტამ და პირადად ქაშუეთის ტაძრის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა ელიზბარმა, პუტჩისტების ეს ქმედება. როდესმე თუ დაგმეს და ამხილეს პუტჩისტები, ქაშუეთის ტაძრის ეზოდან, მთავრობის სასახლისკენ ჰაუბიცებიდან (ქვემეხებიდან) გასროლილი ჭურვებისა და ტაძრიდან კი ტყვიამფრქვევის გასროლის გამო. საერთოდ როდესმე თუ დაუგმიათ პუტჩი და პუტჩისტების მომავალი სისხლიანი ქმედებები. იქნებ ზვიად გამსახურდიას მიერ პუტჩის დროს, ქაშუეთის ტაძრის მღვდელმსახურთა მოგვიანებით მხილების გამო, გამსახურდიას მიმართ, ძველი პუტჩისტური ინტერესის გამო, მოიგონეთ და შეთითხნეთ ეს აბსურდი.image

6
570
2-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
Mediator image
Mediator image
570
  
2019, 10 დეკემბერი, 2:22
გსურთ იპოვოთ გოგონა ერთი ღამით? მოგესალმებით --- www.Bredhot.Com
2019, 5 დეკემბერი, 18:04
დრონი მეფობენ ბატონო კახაბერ, იყო დრო როცა მართლა კანონგარეშე ვიყავი სახელმწიფოსთვის, ამავე სახელმწიფოს სიყვარულის გამო.


ანალიზში მთლიანად გეთანხმებით.
2019, 5 დეკემბერი, 17:59
გულრფელად მიმაჩნია, რომ ჩვენი პატრიარქი უკეთილშობილესი ადამიანია და სწამს, რომ სიკეთე ყველა ბოროტებას გამოასწორებს - ყოველთვის ამ ჭრილში განვიხილავ მის ნებისმიერ ქმედებასა თუ ქადაგებას. ასევე მიმაჩნია, რომ უუუდიდესი ღვაწლი გასწია სარწმუნოებისა და ერისთვის... თუმცა საპატრიარქოს (სადაც პატრიარქის გარდა სხვა მრავალი მღვდელმსახურიცაა) ოფიციალურ ქმედებას 1991-92 წწ-ში, მართლაცდა "კაგებეშნიკური წიაღსვლების" გარდა, ვერაფრით ვხსნი. ამიტომაც მიმაჩნია აუცილებლად ლუსტრაცია სასწრაფოდ. ისე კი, ჩემი სუბიექტური მოსაზრებით ვიტყვი, რომ ზუსტადაც ზვიადისა და მერაბის მიერ დაწყებული მოძრაობის გამოა ჯერ კიდევ ამდენი ხანი "მორწმუნეობა" მოდაში, ანუ ვგულისხმობ , რომ მათ მისცეს ბიძგი რელიგიურობას ჩვენში და მერე, როგორც მუდამ ხდება, ინერციით გაგრძელდა, ასე ვთქვათ "მოდაშია", მაგრამ უმრავლესობისთვის ჭეშმარიტება ისევე მიუღწეველია, როგორც ქრისტე ბრძანებდა, ფარისეველებისთვის სამოთხე.
აქვე ვიტყვი, მეც ხშირად ვეთანხმები ხოლმე თქვენს აზრებს, მაგრამ თქვენს თიკუნს ვერაფრით ვუკავშირებ "მეამბოხე" და უკანონობის მომხრე პერსონას - ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა.
2019, 5 დეკემბერი, 16:44
მართალია, ლუსტრაციის კანონი, სასწრაფოდ! ეს ბატკნის ტყავში გახვეულ მღვდელმსახურთა და დღევანდელ, სკამებზე "მოჩალიჩე" მრავალ პოლიტიკოსთა ამბიციებს, დარწმუნებული ვარ, დააოკებს...
2019, 5 დეკემბერი, 16:02
ლუსტრაციის კანონია მისაღები და მანდ გამოჩნდება რამ "გააკაპასა" ეს მამაო...
0 1 6